სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ახალციხის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წიგნის საერთაშორისო დღეს ონლაინ შეხვედრა მიუძღვნეს
01-05-2020
-
+


ახალციხის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 23 აპრილს - წიგნის საერთაშორისო დღეს ონლაინ შეხვედრა მიუძღვნეს. შეხვედრას სკოლის დირექტორი ინგა ვარდიძეც ესწრებოდა. მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები წაკითხულ წიგნებზე და ისაუბრეს, თუ რაოდენ აუცილებელია წიგნი ადამიანის განვითარებისთვის.

„შეიცან თავი შენი“, იცხოვრე სწორად და შეცდომებზე ისწავლე, გაარჩიე ნათელი და ბნელი. იმისათვის, რომ საკუთარი თავი შევიცნოთ და ასევე გავარჩიოთ, თუ რა არის კარგი და ცუდი, იმაზე მეტად არაფერი დაგვეხმარება, თუ არა წიგნი.

საუკუნეების განმავლობაში იწერებოდა და იქმნებოდა ის იდეალური ნამუშევრები, რომლებიც ქმნიან ლიტერატურას. „წიგნი“ - ეს ერთი პატარა სიტყვა დიდ არსს იტევს.

გურამ დოჩანაშვილი ამბობს: „ყოველი ნორმალური მოთხრობის წაკითხვის შემდეგ ხდები ოდნავ უკეთესი ვიდრე ხარ, უფრო ჭკვიანი ვიდრე იყავი“.

1923 წელს კატალონიაში, წიგნის საერთაშორისო დღის აღნიშვნა დაიწყო.

სერვანტესის გარდაცვალების დღეს - 23 აპრილს მამაკაცები ქალებს ვარდებს ჩუქნიდნენ, ხოლო მათგან, წიგნებს იღებდნენ საჩუქრად... ანუ ქალები გენიალური მიგელ დე სერვანტესის გარდაცვალების დღეს, მამაკაცებს და შესაბამისად, მთელ ესპანეთს ახსენებდნენ, რომ წიგნს ამქვეყნად ვერაფერი შეცვლის!.. დიახ, ეს ამბავი ესპანეთში ხდებოდა, მაგრამ მას აქეთ, რაც „იუნესკომ“ 23 აპრილი წიგნის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა, 23 აპრილის აღნიშვნა თითქმის მთელმა მსოფლიომ დაიწყო.

ახალციხის N5 საჯარო სკოლის VIდ კლასის მოსწავლეებმა (ხელმძღვანელი მარიამ ნასყიდაშვილი) ამ დღეს ონლაინ შეხვედრა მიუძღვნეს. შეხვედრას სკოლის დირექტორი ინგა ვარდიძეც ესწრებოდა. მოსწავლეებმა გააკეთეს პრეზენტაციები წაკითხულ წიგნებზე, ასევე ისაუბრეს იმის შესახებ, თუ რაოდენ აუცილებელია წიგნი ადამიანის განვითარებისთვის.

VIდ კლასის მოსწავლეები, დამრიგებლის ინიციატივით, უკვე 2 წელია აქტიურად ახორციელებენ პროექტს - „მკითხველთა კლუბი“. ისინი თვეში ერთხელ აწყობენ შეხვედრებს, ერთმანეთს უზიარებენ წაკითხულ ლიტერატურას და განიხილავენ წიგნებს. პროექტის მიზანია მოსწავლეებში წიგნის კითხვის სურვილის და ინტერესის გაძლიერება“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება