სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„თქვენ, ადამიანები ნებისმიერ ვირუსზე საშიში ხართ“ - ხოჯორნის საჯარო სკოლის უფროსკლასელებმა დედამიწის დღე დისტანციურად აღნიშნეს
01-05-2020
-
+


22 აპრილს მარნეულის მუნიციპალიტეტის ხოჯორნის საჯარო სკოლის უფროსკლასელებმა დედამიწის დღე დისტანციურად აღნიშნეს.

მოსწავლეთა ნაწილმა დედამიწას წერილები გაუგზავნა, ნაწილმა დედამიწის როლი გაითავისა და ადამიანებს მიმართა. ისინი გია ნიკოლაძის გამოწვევასაც შეუერთდნენ და დაშაქრეს დედამიწა. შეიქმნა კლიპიც ამ თემაზე.

პროექტის ხელმძღვანელი კონსულტანტ-მასწავლებელი ლალი მარგიანი იყო.

გთავაზობთ მოსწავლეების ნამუშევრებს:


***

„გამარჯობა დედამიწა! მე ვარ ანი ვერმიშიანი. მე რომ დედამიწა ვიყო, ადამიანებს ვეტყოდი, იყავით კეთილი, არ გააკეთეთ ცუდი საქმეები. ახლა ჩვენს დედამიწაზე არის კორონავირუსი. ადამიანებს ვეტყდი, რომ არაა საჭირო პანიკა. ძნელია ასეთ პირობებში, რომ უნდა დარჩეთ სახლში, მაგრამ ჩვენ ძლიერები ვართ და გავუძლებს სირთულეს. კარგად იყავით ადამიანებო...“ - ანი ვერმიშიანი.

***
„გამარჯობა დედამიწა! მე ნონა ვარ და მოწყენილი ვარ! მარტო მე კი არა, მთელი სამყაროა მოწყენილი და მე მგონი, შენც ხარ მოწყენილი, იმიტომ რომ ეს ყველაფერი რაც არის, შენს ზურგზე არის. შენც ხარ მოწყენილი, იმიტომ რომ შენი ბავშვები „ადამიანები“ სულ მოწყენილი არიან, არ მხიარულობენ, არ აქვთ ურთიერთობა. ზოგიერთი ავად არის, ადამიანების სახეზე არ ჩანს ღიმილი, იმიტომ რომ სულ ნიღბით არიან.

მაგრამ მე ვიცი რომ შენ მაგარი, ძლიერი ხარ და ყველაფერი მოგვარდება და ყველაფერი კარგად იქნება!“ - ნონა გრიგორიანი.

***

„მე რომ დედამიწა ვიყო, რას ვეტყოდი ადამიანებს!

მართალი რომ გითხრათ, არც მინდა ადამიანებთან საუბარი, მაგრამ რადგან დღეს ჩემი დღეა, გამონაკლისს გავაკეთებ.

გაბრაზებული ვარ თქვენზე და შეგიძლიათ, დამარქვათ „გაბრაზებული დედამიწა“, იცით რა უარყოფით გავლენას ახდენთ ჩემზე?

მე მგონი იცით, რომ ვარსებობ უკვე დაახლოებით 4-5 მილიარდი წელი. ამ წლების განმავლობაში მე საკმაოდ ბევრი რამე გავაკეთე თქვენთვის, მაგრამ არ შემიფასეთ. ვიცი საკმაოდ ბევრი კითხვები გაქვთ, მაგრამ მე ერთს გეტყვით: თქვენ, ადამიანები ნებისმიერ ვირუსზე საშიში ხართ. არაერთი ვირუსი არ დააბინძურებს ოკეანებს და ატმოსფეროს, არ აკეთებს ისე, რომ მოხდეს გლობალური დათბობა, არ ანადგურებს იშვიათი სახეობის ცხოველებს, არ ანადგურებს ტყეებს, არ აბინძურებს ჩემი გარემო პლასტიკური ნარჩენებით და ა.შ.

აღარ ვიცი რა ვქნა, როგორ გავაგებინოთ, რომ ცოტა დამრჩა, ვეღარ ვსუნთქავ. და აი ზუსტად ამის გამო, კორონავირუსი გავაგზავე, რომ სახლში დარჩეთ, მაგრამ რამდენიმე თქვენგანი კიდევ არღვევს წესებს. მინდა ცოტა ხანი მაინც ვისუნთქო, მაინც ვიგრძნო, რომ ერთხელ ვიყავი სუფთა, ჯანმრთელი და კეთილი თითოეული ადამიანის მიმართ.

არ იფიქროთ, რომ არ მიყვარხართ, უბრალოდ გამაბრაზეთ და მეც დასჯა გადავწყვიტე“, - არმან ვერმიშიანი.


***
„მე რომ დედამიწა ვიყო, რას ვეტყოდი ადამიანებს?!

ჰეი, ადამიანებო, რას აკეთებთ?! რატომ აკეთებთ?! მე ისეთი ცუდი ვარ თქვენთვის? მე თქვენი სახლი ვარ, თქვენი მიწა, წყალი, თქვენი ყველაფერი! ახლა მე რატომ ვარ ამ მდგომარეობში, ჰა?!

მე თქვენი დედამიწა ვარ. მე ყოველთვის სუფთა ვიყავი, სიყვარულით სავსე. ადამიანებო, ახლა რაც ხდება, თქვენი ბრალით ხდება! რატომ გახდით ასეთები?! დიახ, მესმის, რომ ყველა ადამიანი არ არის ბოროტი, კეთილი ადამიანიც ბევრია და მხოლოდ კეთილი ადამიანები არიან ჩემი იმედი.

ხალხო, თქვენ არ ხართ „ბოროტი“, თქვენ უბრალოდ ასე გინდათ. თქვენ ყველა ჩემი შვილები ხართ, ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, რომელ ეროვნების ხართ, ჩემები ხართ ყველანი!

მტკივა გული, რომ დღეს ამ სიტუაციაში ვართ ჩვენ... ერთად უნდა ვიყოთ, რომ გავიმარჯვოთ ამ ტკივილზე, ობოლს.. გესმით ჩემი?! მხოლოდ ერთად შევგიძლიათ გავიმარჯვოთ!

ძალა ერთობაშია!!!#მემიყვარსჩემიდედამიწა“-აიდა ვერმიშიანი.

იხილეთ ვიდეოები





კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებლის ხელფასი განისაზღვრება სტატუსის მიხედვით 2821 ლარი, 3074 ლარი და 3527 ლარი

ეროვნული გამოცდები დასრულდა - NAEC-ის სტატისტიკა

„კვლევით, გამოწვევაა მასწავლებელთა ხანდაზმულობა“ - საქართველოს სკოლებში 17 ათასზე მეტი პენსიონერი ასწავლის

აბიტურიენტებისთვის კიდევ ერთი საგამოცდო ტესტი გამოქვეყნდა

ეროვნული გამოცდები დღეს სრულდება - რამდენი აბიტურიენტი არ მივიდა და როგორია სტატისტიკა

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

მასწავლებლის ხელფასი განისაზღვრება სტატუსის მიხედვით 2821 ლარი, 3074 ლარი და 3527 ლარი

ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესახებ

 

 

ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეებისათვის საქართველოს ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის უკეთ გაცნობა
 
თბილისის N141 საჯარო სკოლა ახალგაზრდა სპორტსმენებს მიღწეულ წარმატებას ულოცავს
 
VII კლასელებმა ალ. ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი, ალავერდის ტაძარი და გრემის კომპლექსი მოინახულეს.
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება