სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

''კერძო სკოლებში ბავშვის მიმართ ძალადობის ფაქტებზე არსებული რეაგირების მექანიზმი არაეფექტურია''- სახალხო დამცველი
17-08-2017
-
+


საქართველოს სახალხო დამცველის ცნობით, კერძო სკოლებში არ არსებობს ბავშვის მიმართ ძალადობის ფაქტებზე რეაგირების ეფექტური მექანიზმი, რის გამოც, ომბუდსმენმა 16 აგვისტოს რეკომენდაციით მიმართა განათლებისა და მეცნიერების მინისტრს.

ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 2017 წლის 5 ივნისს, სახალხო დამცველს განცხადებით მომართა მოქალაქე  ს.ჩ.-მ თბილისის ერთ-ერთ კერძო სკოლაში მისი არასრულწლოვანი შვილის მიმართ პედაგოგისა და დირექტორის მხრიდან განხორციელებული სავარაუდო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით.

სახალხო დამცველის ოფისის ცნობით, აღნიშნული საკითხი შეისწავლა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, თუმცა ავტორიზაციის საბჭოს სხდომის ოქმში იკვეთება, რომ ბავშვის მიმართ სავარაუდო ძალადობის შემთხვევა არ განხილულა დეტალურად და სიღრმისეულად:

''ავტორიზაციის საბჭოს სხდომის ოქმში არ არის მითითებული დასტურდება თუ არა პედაგოგის ან დირექტორის მხრიდან ბავშვის მიმართ ძალადობის ფაქტი და რა სახის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები უნდა გატარებულიყო მოცემულ შემთხვევაში, რაც კერძო სკოლებში ქმნის ბავშვის მიმართ ძალადობის შემთხვევებზე არასათანადო რეაგირების პრობლემას. გარდა ამისა, არ არის სათანადოდ შეფასებული რეაგირების მექანიზმი, ასევე, ის, თუ რა სახის პრევენციული ღონისძიებები გატარდა სკოლის მხრიდან აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით,'' - აცხადებს ომბუდსმენი.

განათლებისა მინისტრის ბრძანების ''მასწავლებელთა დისციპლინური წარმოების წესის დამტკიცების შესახებ'' პირველი მუხლით განსაზღვრულია, რომ აღნიშნული ბრძანება ვრცელდება საჯარო სკოლებზე, ხოლო კერძო სკოლის მასწავლებელთა დისციპლინური გადაცდომის წესს განსაზღვრავს კერძო სკოლა.

''შესაბამისად, შინაგანაწესის გარდა არ არსებობს სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს კერძო სკოლაში დისციპლინური დევნის პროცედურებს,'' - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესებისა და მისი უფლებრივი მდგომარეობის დაცვის მიზნით, როგორც საჯარო, ასევე, კერძო სკოლებში უნდა არსებობდეს ბავშვის ძალადობის ნებისმიერი ფორმისგან დაცვის მაღალი სტანდარტი:

''მნიშვნელოვანია, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესებისა და მისი უფლებრივი მდგომარეობის დაცვის მიზნით, როგორც საჯარო, ასევე, კერძო სკოლებში არსებობდეს ბავშვის ძალადობის ნებისმიერი ფორმისგან დაცვის მაღალი სტანდარტი. შესაბამისად, აღნიშნული რეკომენდაციის თანახმად, აუცილებელია განისაზღვროს კერძო სკოლებში ბავშვის უფლებადარღვევის ფაქტებზე რეაგირების ეფექტური მექანიზმი, სადაც კონკრეტულად იქნება გაწერილი მონიტორინგის ორგანოს ფუნქციები და პროცედურები ბავშვის მიმართ ძალადობის საკითხების მოკვლევის პროცესში; ასევე, გაიწეროს კერძო სკოლის პედაგოგთა და არასრულწლოვანთა დისციპლინური წარმოების წესი და პროცედურები, რაც უზრუნველყოფს კერძო სკოლებში ბავშვის უფლებადარღვევის ფაქტებზე სახელმწიფოს მხრიდან ადეკვატურ, პროპორციულ და სათანადო რეაგირებას. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესებისა და მისი უფლებრივი მდგომარეობის დაცვის მიზნით, როგორც საჯარო, ასევე, კერძო სკოლებში არსებობდეს ბავშვის ძალადობის ნებისმიერი ფორმისგან დაცვის მაღალი სტანდარტი. შესაბამისად, აღნიშნული რეკომენდაციის თანახმად, აუცილებელია განისაზღვროს კერძო სკოლებში ბავშვის უფლებადარღვევის ფაქტებზე რეაგირების ეფექტური მექანიზმი, სადაც კონკრეტულად იქნება გაწერილი მონიტორინგის ორგანოს ფუნქციები და პროცედურები ბავშვის მიმართ ძალადობის საკითხების მოკვლევის პროცესში; ასევე, გაიწეროს კერძო სკოლის პედაგოგთა და არასრულწლოვანთა დისციპლინური წარმოების წესი და პროცედურები, რაც უზრუნველყოფს კერძო სკოლებში ბავშვის უფლებადარღვევის ფაქტებზე სახელმწიფოს მხრიდან ადეკვატურ, პროპორციულ და სათანადო რეაგირებას.''


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

დააკავეს ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს გათხოვება აიძულა

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

მასწავლებლებს ყოველთვიური ანგარიშის მომზადება ევალებათ - რომელ მოსწავლეებს ეხებათ ზოგადი განათლების მიღების ახალი წესი

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება