სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ეროვნული სასწავლო გეგმა რომ გაიგო, განათლების სპეციალისტი და მჩხიბავი ერთად უნდა იყო“ - ბერიკა შუკაკიძე ესგ-ს შეკვეცის მომხრეა
30-04-2020
-
+


„ეროვნული სასწავლო გეგმა რომ გაიგო უნდა იყო განათლების სპეციალისტი და მჩხიბავი ერთად. სასკოლო სასწავლო გეგმა სკოლების მიხედვით უნდა განსხვავდებოდეს, ადგილობრივი საზოგადოებას პასუხობდეს“ - ამის შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ბერიკა შუკაკიძემ დირექტორებისთვის ჩატარებული ვებინარის მიმდინარეობისას განაცხადა.

ბერიკა შუკაკიძე ეროვნული სასწავლო გეგმის შეკვეცის მომხრეა, რესურსების ეფექტურად გამოყენებაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ სკოლა უნდა გახდეს ის ადგილი, საიდანაც ბავშვს წამოსვლა არ უნდა უხაროდეს. 

„როგორ ვთქვა ეს სახალხოდ, მაგრამ ოღონდ ეროვნული სასწავლო გეგმა შეიკვეცებოდეს და კორონას მეორედ განმეორებას ავიტან. დაისვენებს სრულიად საქართველო. 2 წლის წინ ამას რომ ვამბობდი, კინაღამ ჩამქოლეს - გაჩუმდი დაგვიჭერენ ყველასო. უნდა ვთქვათ - ბავშვს ეს სტანჯავს, მშობელს, დირექტორებს, მასწავლებელს და ჩვენც. ყველა იტანჯება და შედეგი რა გვაქვს - ისეთი არაფერი. მერე ახალი სკოლის მოდელი წამოგვეწია და იმან თქვა, დაანებეთ თავიო. თან ვიძახით დატვირთვა შევამციროთ და თან ჩვენი ბავშვები რა დღეშიც არიან, დაახლოებით ვალერი ლობანოვსკის ვარჯიშებს ჰგავს, მის ვარჯიშებს ქართველი და უკრაინელი ფეხბურთელებიდან, დაახლოებით 12-13 უძლებდა. რომელიღაცა მინისტრს მოსწონდა მათემატიკა, ვიღაცას ფანდურზე დაკვრა, ვიღაცას ცეკვა-თამაში, ახლა ასე რომ შევკრათ და ეს რომ შევიტანოთ სასწავლო გეგმაში, ვისაც რა ტრაგედია გადაგვხდა და რა კომპლექსი ჩამოგვიყალიბდა ბავშვობაში, რა დღეში იქნება ჩვენი სასწავლო გეგმა. ეროვნული სასწავლო გეგმა რომ გაიგო, უნდა იყო განათლების სპეციალისტი და მჩხიბავი ერთად. სასკოლო სასწავლო გეგმა სკოლების მიხედვით უნდა განსხვავდებოდეს, ადგილობრივი საზოგადოებას პასუხობდეს. ერთ მშვენიერ დღეს უნდა მივიდეთ აქამდე.  

საგანმანათლებლო პროცესი არის, როცა ინტერესს აღვივებ ბავშვში, თუ ინტერესს კლავ რა შედეგი უნდა მიიღო იქიდან. მონაცემების ანალიზი თუ არ გავაკეთეთ, ვინ როგორ სწავლობ, რა პრობლემებია და რატომ არ სწავლობს ეს ბავშვი, ვისი ბრალია მასწავლებლის, წიგნის თუ რისი. კიდევ კარგი სასწავლო გეგმა შეიკუმშება და ნეტავ კიდევ განახევრდებოდეს, მერე ამას წიგნებიც მიებმება, ეს წიგნებიც აბდაუბდაა ნაწერი, მერე მასწავლებლებსაც მივაჩვევთ ამ თანამშრომლობას და ერთ მშვენიერ დღეს დავინახავთ გაცინებულ ბავშვს. კარგი სკოლა რომელია? - საიდანაც ბავშვს წამოსვლა არ უნდა სახლში. ასეთ ადგილად რომ ვაქციოთ სკოლა, დირექტორი უნა ვაქციოთ, როგორც საგანმანათლებლო პროცესის ლიდერი“ - აცხადებს ბერიკა შუკაკიძე. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საგრანტო კონკურსის ეტაპები ცნობილია - განათლების მინისტრის ბრძანება 

სისტემაში აღირიცხება დარღვევის თარიღი, კატეგორია, ტიპი და ქვეტიპი, ასევე შემთხვევის კონკრეტული ადგილი და დრო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

 რეკომენდაციები მაქსიმალური შედეგის მისაღწევად და ცხრა შეცდომა, რომელიც ქულას დაგაკლებთ

რომელი საგნის მასწავლებლების შერჩევა დაიწყო - განაცხადები 19 ოქტომბრის ჩათვლით მიიღება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება