| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ 2020-2021 სასწავლო წლისთვის პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“-ს ფარგლებში პირველკლასელი მოსწავლეებისთვის და მათი დამრიგებლებისთვის გადასაცემად ჯამში 55 000 ცალი პორტაბელური კომპიუტერი შეისყიდა.
„კომპიუტერიზაციის სამყაროში მოზარდების სწორი განვითარებისა და მომავალში საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებისათვის აუცილებელია ბავშვს თავიდანვე ჰქონდეს ურთიერთობა თანამედროვე ტექნოლოგიებთან. სწორედ ამ მიზნით, სააგენტო მეათე წელია წარმატებით ახორციელებს აღნიშნულ პროგრამას და ყოველ სასწავლო წელს მოსწავლეებს უსასყიდლოდ გადასცემს პორტაბელურ კომპიუტერებს (ბუკს).
ბუკებში ჩატვირთულია ეროვნულ სასწავლო გეგმასთან შესაბამისობაში მყოფი სასკოლო პროგრამები, ბავშვებისთვის შექმნილი შემეცნებითი თამაშები და რაც ასევე მნიშვნელოვანია, ხელმისაწვდომია ინტერნეტი.
პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“-ს ბენეფიციარებად განისაზღვრებიან პირველკლასელი მოსწავლეები, მათი დამრიგებლები, საჯარო სკოლის ის მოსწავლეები, რომლებიც ირიცხებიან/ჩაირიცხებიან I-III კლასში და არ მიუღიათ კომპიუტერი, ასევე ოკუპირებული გალის რაიონის ომამდელ საზღვრებში არსებული ფუნქციონირებადი 30 სკოლის პირველკლასელები.
პროგრამის მიზანია ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლისა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესება, თანამედროვე ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ბენეფიციარებისთვის სასწავლო/სამუშაო გარემოს შექმნა", - ნათქვამია საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
დეკრეტული შვებულების თანხასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტმა დაამტკიცა
რომელ მასწავლებლებს მისცეს ზამთრში საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება - მინისტრის ახალი ბრძანება გამოქვეყნდა
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მამხუტის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მახმუდ მუსაევი პასუხობს
მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას
ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარიამ ონიანი
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ