| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ერთად ყველაფრის დამარცხებას შევძლებთ! - ასეთი ოპტიმისტური დასასრული აქვს თბილისის N2 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე ლუკა მეფარიშვილის ჩანახატს. მოსწავლე ნამუშევარს „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის ფარგლებში გვიზიარებს, სადაც აღნიშნავს, რომ კორონავირუსი პრიორიტეტების გადახედვას გვაიძულებს.
მსოფლიოში პანდემიაა, ექიმები უხილავი მტრის წინააღმდეგ წინა ხაზზე იბრძვიან. ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა.
კორონავირუსი გვაიძულებს გადავხედოთ ჩვენს პრიორიტეტებს. მთელი კაცობრიობა, ვირუსის დამარცხების შემდეგ, ცხოვრებას სულ სხვაგვარად გავაგრძელებთ.
ბუნება დაიღალა ჩვენი ჯანმრთელობისა და ეკოლოგიის უგულებელყოფით, მაგრამ პატარა ვირუსმა უცებ გამოგვაფხიზლა და დაგვანახა სინამდვილეში რა გვჭირდება ნამდვილი ბედნიერებისათვის.
ვირუსი არ არჩევს ადამიანებს თავიანთი პრიორიტეტების მიხედვით, ის ყველასათვის ერთია.
ჩაგვკეტა საკუთარ სახლებში რათა მეტი დრო გავატაროთ ოჯახის წევრებთან. მოგვანატრა მეგობრები, მასწავლებლები, ახლობლები და მიგვახვედრა მათ ფასს.
შევწყვიტეთ მოხუცების პატივისცემა, ამიტომ მივიღეთ ეს დაავადება, რომ გაგვხსენებოდა, თუ რამდენად დაუცველნი არიან ისინი.
შევწყვიტეთ სამედიცინო მუშაკების დაფასება და ახლა მათ გარეშე შეუძლებელია ვირუსის დამარცხება.
თავისუფალ დროს ვატარებდით სავაჭრო ცენტრებში და არ გვესმოდა, რომ ბედნიერების ყიდვა შეუძლებელია.
ეს დაავადება ჩვენგან ბევრს იღებს, მაგრამ გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ბევრი ვისწავლოთ და გავიგოთ, თუ რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენს ცხოვრებაში.
ერთმანეთის მონატრების მიუხედავად, აუცილებელია დავრჩეთ სახლში და დავიცვათ წესები.
ერთად ყველაფრის დამარცხებას შევძლებთ!
ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
მასწავლებლის საიმიჯო, 120 წამიანი კლიპის გადაღება 220 ათასი ლარი დაჯდა - დეტალები
„საქართველოში გახშირებული უფასო ოლიმპიადების დიდი ზიანი - სამწუხაროდ, არაპროფესიონალები ამ სისტემაშიც შემოიჭრნენ“
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“
„ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, განათლების ნებისმიერი მოდელი მხოლოდ მაშინ იქნება სრულყოფილი, როდესაც ის თანაბრად ხელმისაწვდომი გახდება ყველა მოსწავლისთვის“
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება