სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მალე შევხვდები მეგობრებს და უკეთესი ფერებით შეიმოსება სამყარო“ - გაეცანით ლეღვას N1 საჯარო სკოლის მერვე კლასის მოსწავლის ჩანაწერს
28-04-2020
-
+


რა მასწავლა სიჩუმემ - კითხვაზე ვრცელ პასუხს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ლეღვას N1 საჯარო სკოლის მერვე კლასის მოსწავლე ციაკო ტაკიძე საკუთარ ჩანახატში სცემს. როგორც მოსწავლე წერს, აქამდე ცხოვრებას ვარდისფერ ფერებში ხედავდა, პანდემიამ კი მკაცრ რეალობას შეახვედრა და ირწმუნა სიტყვების ფასი - „ძალა ერთობაშია“. ციაკო ტაკიძე ჩანაწერს ოპტიმისტურად ასრულებს და იმედი აქვს, რომ მეგობრებს მალე შეხვდება. 

გაეცანით მოსწავლის ნამუშევარს, რომელსაც ჩვენ უცვლელად გთავაზობთ:

                                    რა მასწავლა სიჩუმემ

მიუხედავად ყველაფრისა, არასოდეს დავფიქრებულვარ სამყაროსთან დაკავშირებულ ცვლილებებზე, ცხოვრებას მხოლოდ ვარდისფერ ფერებში ვხედავდი. უეცრად, ერთ დღეს, მკაცრი რეალობის წინაშე აღმოვჩნდი... სწორედ ამ რეალობამ გააერთიანა მთელი მსოფლიო. თითქოს სამყარო გაჩერდა და იდუმალმა სიჩუმემ დაისადგურა... და სწორედ ამ სიჩუმემ მასწავლა და დამანახა ბევრი რამ... სიჩუმემ დამანახა მშობლების თვალებში შიში, ტკივილი და წუხილი. თითქოს ჩიტებისთვის (ადამიანებისთვის) უხილავ უდიდეს გალიაში (დედამიწაში) მოვექეცით, ჩიტივით, რომელსაც ფრთები აქვს და ვერ მიფრინავს .ასევე თავისუფლების ფასი ვისწავლე. ...სიჩუმემ დამანახა, რაოდენ საჭიროა ერთმანეთზე ზრუნვა და პატივისცემა. ვისწავლე იმის ფასი, რაც აქამდე უბრალო და ჩვეულებრივი მეგონა ეს ურთიერთობაა გარშემომყოფებთან, თავისუფლების მონატრებაა, ბუნების სილამაზის აღთქმაა, სუფთა ჰაერის ფასია, ღვთის რწმენის ამაღლებაა.    

სიჩუმემ მასწავლა  სიკეთის კეთების და გაწეული ამაგის დანახვა იმ ადამიანებისგან, რომლებიც ჩვეულებრივი მოქალაქეები არიან. ვისწავლე თუ რამდენად მნიშვნელოვანი საპასუხისმგებლო პროფესიაა იყო ექიმი და გეცვას თეთრი ხალათი. მოსწყდე საკუთარ ოჯახებს, შვილებს და ამ მონატრების ფონზე, ამ მძიმე პერიოდში საკუთარი სიცოცხლის ფასად, ყველა დღე იცავდე ადამიანს სიკვდილისგან. მასწავლა ერთიანობა და ამ სიტყვების ფასი. „ძალა ერთობაშია“ ვფიქრობ ეს ხალხი დასაფასებელია თავიანთი ერთსულოვნებით, სიძლიერით და სიმტკიცით, ეს არის ადამიანები, რომლების იმედიც დღეს მსოფლიოს აქვს. და დედამიწის მაჯისცემას უსმენენ. ოცნებაც ვისწავლე ამ სიჩუმეში, ვვოცნებობ მალე ჩაიაროს ამ ყველაფერმა, აჟრიამულდეს ქუჩები , სკოლები, კაფეები. აღარ ვუთხრათ ერთმანეთს „ნუ გეშინია“, ყველა ახალი დილის გათენებას იმედით ვხვდებით მჯერა, ვიცი და მწამს მალე დასრულდება ეს ყოველი. მალე შევხვდები მეგობრებს და უკეთესი ფერებით შეიმოსება სამყარო. ამიტომ, თუ გინდა, რომ ყველაფერი კარგად იყოს...
#დავრჩეთ სახლში.

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლის საიმიჯო, 120 წამიანი კლიპის გადაღება 220 ათასი ლარი დაჯდა - დეტალები

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„საქართველოში გახშირებული უფასო ოლიმპიადების დიდი ზიანი - სამწუხაროდ, არაპროფესიონალები ამ სისტემაშიც შემოიჭრნენ“

რა შემთხვევაში მოგიწევთ 150 ლარის გადახდა გამოცდებზე რეგისტარციისას

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, განათლების ნებისმიერი მოდელი მხოლოდ მაშინ იქნება სრულყოფილი, როდესაც ის თანაბრად ხელმისაწვდომი გახდება ყველა მოსწავლისთვის“

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება