სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მეც ვსწავლობ სიჩუმეში რეალიზებას და გირჩევ შენც ისწავლო“ - ლეღვას N1 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლის ჩანახატი
27-04-2020
-
+


ქობულეთის მუნიციპალიტეტის ლეღვას N1 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე სულხან კაკალაძე, თემაზე - „მონატრების 1 თვე  - რა გვასწავლა სიჩუმემ“, ჩანახატს გვიზიარებს. მოსწავლე თანატოლებს ურჩევს, სიჩუმეში რეალიზება ისწავლონ.

მის ნამუშევარს etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ:

სიჩუმე? თითქოს პარადოქსულია 21-ე საუკუნის ყოფასთან, თუმცა რეალური. თითქოს ერთი უმნიშვნელო ცნებაა, არადა მეტად სარფიანი ნაბიჯი. ნაბიჯი თვითრეალიზებისკენ, განვითარებისა და გამოხატვისკენ. თამამად შეიძლება ვთქვა, რომ ეს ნაბიჯი მეტად მომგებიანი აღმოჩნდა ჩვენთვის, ადამიანებისთვის, რომლებმაც თითქოს დროსა და მოვლენებს გავუსწარით. სიჩუმე ჩვენთვის გადარჩენის წინაპირობაა, რეცეპტი, რომელიც ჩვენი სასიკვდილო დიაგნოზის უგულებელყოფისთვისაა. სიჩუმემ ხაზი გადაუსვა წარსულს და ერთადერთი გზა გახდა მომავლისაკენ. გზა, რომელიც დროზე ადრე გაიხსნა. გზა, რომელიც ჩვენი შანსია სრულყოფილებისაკენ. ჩვენი გამოწვევაც ესაა. გავიაროთ ეს გზა ისე, რომ დაბრკოლებებს არათუ დავნებდეთ, არამედ შევებრძოლოთ და წინსვლა გავაგრძელოთ. მაგრამ შეგვიძლია კი ეს ჩვენ? პასუხი რთული მოსაძიებელი, თუმცა მარტივი უნდა იყოს. შეიძლება ჩვენთვის, ადამიანებისთვის შეუფერებელიც კი, მაგრამ ეს პასუხი ჩვენივე ნამოქმედარის შედეგია და ის თითოეულმა ჩვენგანმა უნდა ვეძიოთ.

მე? - მეც ვსწავლობ სიჩუმეში რეალიზებას და გირჩევ შენც ისწავლო. არა ჩემთვის, არამედ შენთვის, რადგან გამოწვევა შენც გეხება. სიჩუმეში დავიწყე ემოციის გამოხატვა, რაც უჩვეულოა ბევრი ჩვენგანისთვის. მაგრამ იდეალურია ის განცდა, რომელიც სიჩუმეში უსასრულობისკენ სწრაფვისკენ გიბიძგებს. მონატრება სიჩუმის პარალელური და თანმხლები მომენტია, პროცესი რომლითაც პიროვნებისა და ურთიერთდამოკიდებულების ფასი გავიგეთ. მართალია დიდი მსხვერპლის სანაცვლოდ, თუმცა ეს ამად ღირს. სიჩუმემ კვალი დაატყო დღევანდელ დღეს, რის გამოც ხვალინდელი დღე ვერ იქნება გუშინდელის მსგავსი. ამ ხნის განმავლობაში ვისწავლეთ რეალიზება, გამოხატვა, თავისუფლება, განვითარება, პასუხისმგებლობა. გადავუხვიეთ იმ გზას, რომელზედაც კარგა ხანია უმისამართოდ დავდივართ. ფანტაზიას მივეცით ხსნილი გზა, რომელიც ინდივიდუალურობისთვის უპირობო შანსია.

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში  


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლის საიმიჯო, 120 წამიანი კლიპის გადაღება 220 ათასი ლარი დაჯდა - დეტალები

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„საქართველოში გახშირებული უფასო ოლიმპიადების დიდი ზიანი - სამწუხაროდ, არაპროფესიონალები ამ სისტემაშიც შემოიჭრნენ“

რა შემთხვევაში მოგიწევთ 150 ლარის გადახდა გამოცდებზე რეგისტარციისას

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, განათლების ნებისმიერი მოდელი მხოლოდ მაშინ იქნება სრულყოფილი, როდესაც ის თანაბრად ხელმისაწვდომი გახდება ყველა მოსწავლისთვის“

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება