სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ვიყოთ კანონმორჩილები - ლეღვას N1 საჯარო სკოლის მერვე კლასის მოსწავლის მთავარი გზავნილი და „მარტოობის ერთი თვე“
27-04-2020
-
+


ვიყოთ კანონმორჩილები - ეს არის მთავრი გზავნილი ქობულეთის მუნიციპალიტეტის ლეღვას N1 საჯარო სკოლის მერვე კლასის მოსწავლე ანრი მესხიძის ჩანახატში, სადაც ის კორონავირუსის გამო შეცვლილ რეალობას ეხმიანება. მოსწავლის ნამუშევარს ჩვენ უცვლელად გიზიარებთ:


ადამიანები მთელი ცხოვრება ეძებენ თავისუფლების მოპოვების გზებს...

ვირჩევთ გზებს, რომელიც გვგონია, რომ თავისუფლებამდე მიგვიყვანს...

თუმცა ეს გზა იმდენად გრძელი და უამრავი დაბრკოლებებით სავსეა, რომ მისი გადალახვის დროს გვავიწყდება საბოლოო მისამართი. ვივიწყებთ, რომ თავისუფლებისკენ მივდივართ და ვკარგავთ ყველა იმ ღირებულებას რაც თავისუფლების მყარი საძირკველი უნდა იყოს. 

უბრალოდ "თავისუფლება" რჩება ყურმოკრულ ფრაზად, რომელიც ვიცით, რომ ძალიან კარგი ფენომენია იმდენად კარგი, რომ მას ჩვენი სრულყოფილ არსებად ქცევა შეუძლია, ხოლო სრულყოფილება ღირებულებების გარეშე წარმოუდგენელია.

მარტოობის ერთი თვე  ფიქრში გავატარე, თავისუფლებაზე ფიქრში...

ხოლო სიჩუმემ, თავისუფლების ფასი მასწავლა,ფასი რომელიც ღირსეულად უნდა გავიღოთ...

სანამ  გავიზრდები და ვიბრძოლებ თავისუფლებისათვის, მანამდე თავისუფლად აზროვნებას მივეჩვევი, გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღებას მივეჩვევი და ალბათ თავისუფლებაც თავისთავად მოვა...

ეხლა კი შეზღუდვების დროა, შეზღუდვების, რომელიც მე მიცავს...

#ვიყოთ კანონმორჩილები

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლის საიმიჯო, 120 წამიანი კლიპის გადაღება 220 ათასი ლარი დაჯდა - დეტალები

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„საქართველოში გახშირებული უფასო ოლიმპიადების დიდი ზიანი - სამწუხაროდ, არაპროფესიონალები ამ სისტემაშიც შემოიჭრნენ“

რა შემთხვევაში მოგიწევთ 150 ლარის გადახდა გამოცდებზე რეგისტარციისას

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, განათლების ნებისმიერი მოდელი მხოლოდ მაშინ იქნება სრულყოფილი, როდესაც ის თანაბრად ხელმისაწვდომი გახდება ყველა მოსწავლისთვის“

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება