სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ცხოვრება ვარდს ჰგავს, რომელსაც ეკალი მისდაუნებურად მოყვება“ - ლეღვას N1 საჯარო სკოლის მოსწავლის ემოციური ჩანახატი
27-04-2020
-
+


ქობულეთის მუნიციპალიტეტის ლეღვას N1საჯარო სკოლის მერვე კლასის მოსწავლე ლინდა მესხიძე „მონატრების 1 თვე  - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის ფარგლებში საკუთარ ჩანახატს გვიზიარებს. მოსწავლის ნამუშევარს etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ:

ყოველი დღე იწყება სევდით და სევდითვე მთავრდება. უკვე მერამდენე დღეა სამყარო გადარჩენისთვის იბრძვის. აღარც კი მახსოვს როდის დაიწყო ეს ყველაფერი. სუნთქვა მიჭირს, სული მეხუთება, თვალებს ვხუჭავ და ვცდილობ წარმოვიდგინო რამე კარგი და უცებ ჩემივე შექმნილ სამყაროში ვიკარგები. მინდა დასაძინებლად დავწვე და უაზრო ფიქრებში გახვეულს მალევე დამეძინოს. მინდა, რომ გაღვიძებისას ყველა პრობლემა გაქრეს და ყველა ბედნიერი იყოს. ხვალ ყველაფერი დალაგდება... დაე დასრულდეს ერთფეროვნება და ჩემი ცხოვრება შეივსოს დადებითი ენერგიებით, მოხდეს ბევრი საოცარი რამ, რის მოყოლასაც ვერასდროს დავასრულებ... გაქრეს შიშები, დარდი, დეპრესია და ეს ყველაფერი ჩაანაცვლოს სასიხარულო მომენტებმა. საკმაოდ მოწყენილი ცხოვრების რიტმით ვცხოვრობ ეს პერიოდი. თითქმის არაფერი მახალისებს. ჩემთვის საკმაოდ რთულია ერთფეროვანი ცხოვრება. უმოქმედობა, მოწყენილობა... ის დღეები... ის ხმაურიანი დღეები, სად წავიდა? სად წავიდა ხმაურიანი ქუჩები და მხიარული ბავშვები? სკოლისკენ და სამსახურისკენ მიმავალი ადამიანები? სად წავიდა ის სკოლის ზარი, რომელიც არღვევდა დილის სიჩუმეს?... დღეს კი ყველაფერი ისეთი ჩუმია, ისეთი წყნარი, საოცრად მშვიდი.

სიჩუმე კი უფრო და უფრო საშიში ხდება. ხალხის ხმაური, ტირილი, ყვირილი ნებისმიერი ხმა ჯობია ამ საზარელ სიჩუმეს... სიჩუმეს რომელიც ყველაზე მეტად ხმაურობს. ახლა დროა სერიოზულად დავფიქრდე ცხოვრებაზე. მივხვდი, რომ ცხოვრება უნდა და არა მინდა, რადგან ხშირად ყველაფერი ისე ხდება როგორც ცხოვრებას უნდა და შენს აზრს იშვიათად ან თითქმის არასდროს ითვალისწინებს, თუ რა გვინდა ჩვენ. მივხვდი, რომ ცხოვრება არ არის უღრუბლო ცა, ცხოვრება ვარდს გავს, რომელსაც ეკალი მისდაუნებურად მოყვება... ეკალი ბევრჯერ შეგერჭობა მაგრამ, ყველას ამოღებას შეძლებ რაც არ უნდა მტკივნეული იყოს და გააგრძელებ ცხოვრებას.

მივხვდი, რომ ადამიანები უნდა დავაფასოთ და ვიყოთ ბედნიერები, სანამ ერთად ვართ. მივხვდი, რომ დანებება გამოსავალი არ არის და ყოველთვის ყველაფრის მიუხედავად უნდა ვიბრძოლოთ. მივხვდი, რომ რამდენადაც შენ დააფასებ საკუთარ თავს, იმდენად დაგაფასებენ სხვებიც. მივხვდი, რომ თუ მოინდომებ ყველაფერს შეძლებ, შეუძლებელსაც. მივხვდი, რომ ყველაფერს ორი მხარე აქვს და ხანდახან მათი გარჩევა რთულია. ეს ცხოვრება ზღაპარი არ არის და კეთილი ფერიაც არ მაჩუქებს ფრთებს აქედან რომ გავფრინდე. ყველაფერი რაც ცოცხლობს ერთ დღეს კვდება, ამიტომ უნდა ვიყოთ ბედნიერი მომენტებით და არ უნდა შევუშინდეთ დასასრულს ამის უარყოფა კი ცხოვრება უარყოფაა. ჩვენ იმაზე ძლიერები ვართ ვიდრე გვგონია.

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში  


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლის საიმიჯო, 120 წამიანი კლიპის გადაღება 220 ათასი ლარი დაჯდა - დეტალები

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„საქართველოში გახშირებული უფასო ოლიმპიადების დიდი ზიანი - სამწუხაროდ, არაპროფესიონალები ამ სისტემაშიც შემოიჭრნენ“

რა შემთხვევაში მოგიწევთ 150 ლარის გადახდა გამოცდებზე რეგისტარციისას

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, განათლების ნებისმიერი მოდელი მხოლოდ მაშინ იქნება სრულყოფილი, როდესაც ის თანაბრად ხელმისაწვდომი გახდება ყველა მოსწავლისთვის“

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება