სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მტვერი მოსდებია მერხებს, ობი - ცარცს, ნესტი - წიგნებს“ - გაეცანით თბილისის N173 საჯარო სკოლის პედაგოგ ნოდარ ხიჯაკაძის ჩანახატს
27-04-2020
-
+


თბილისის 173-ე საჯარო სკოლისა და მარი ბროსეს ქართულ-ფრანგული სკოლის მასწავლებელი ნოდარ ხიჯაკაძე საკუთარ ჩანახატს სიზმრით იწყებს და რეალური საკლასო ოთახიდან ვირტუალურ გაკვეთილზე გადანაცვლების შესახებ გვიყვება. „მტვერი მოსდებია მერხებს, ობი - ცარცს, ნესტი - წიგნებს... სკოლის დაფა და ცარცი, კომპიუტერის მონიტორმა შეცვალა, თავად კლასი კი teams-მა“ - პედაგოგი გვიმხელს რა შეცვალა და რა უცვლელი დატოვა რთულმა რეალობამ. მასწავლებლის მიერ საინტერესოდ გადმოცემულ სათქმელს ჩვენ უცვლელად გიზიარებთ:

„სამასწავლებლოდან სწრაფი ნაბიჯებით, ცოტა მღელვარებითა და დიდი ინტერესით  მივიწევ კლასისკენ, დღეს ჩვენი  პირველი შეხვედრაა, შეხვერდა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანისთვის. პირველი შთაბეჭდილება მოსწავლეებზე... როგორ მიმიღებენ, რამდენად შევძლებ ჩემი პედაგოგიური შესაძლებლობების რეალიზებას მათთან. მივდივარ და თავში მიტრიალებს უამრავი გეგმა, პროექტი  თუ აქტივობა, რომელსაც მათთან ერთად განვახორციელებ. თან შიში მიპყრობს, პედაგოგიური გამოცდილების მიუხედავად შევძლებ კი თავი გავართვა ამ დიდ პასუხისმგებლობას?  საჯარო სკოლა, უამრავი მოსწავლე, ქაოსი... კიდევ ერთხელ შევსძახე ჩემს თავს: შენ ამას შეძლებ და მღელვარებანარევი ღიმილით შევდივარ კლასში...

უჩვეულო იყო ეს ყველაფერი, შიშმა ამიტანა, მტვერი მოსდებია მერხებს, ობი - ცარცს, ნესტი-კი წიგნებს, რომელიც თითქოს დროებით იყო დატოვებული საკლასო ოთახში და ასე შემორჩა აქ, ამდენი ხანი. ბოლოს კი გაოცება ზარის ხმამ გამოიწვია, ზარია, მაგრამ ვისთვის ირეკება ზარი? აქ ხომ არავინა. შეცბუნებული სახით ვტრიალებ ერთ ადგილას და ვცდილობ გავიგო საიდან ისმის ზარის ხმა. უეცრად  კი ეს ხმა დედაჩემის ხმამ ჩაახშო : გაიღვიძე შვილო, ცოტაც და შენი ონლაინ გაკვეთილი დაიწყება.

ასე გადმოვინაცვლე ერთი ვირტუალური გარემოდან მეორეში, სადაც სკოლის დაფა  და ცარცი, კომპიუტერის მონიტორმა შეცვალა, თავად კლასი კი teams-მა, ერთადერთი რამ რჩება უცვლელი სიყვარული შენი პროფესიისადმი, რომელიც ყველაფერს შეგაძლებინებს შედეგის მისაღწევად. ის ნდობა, სიყვარული, პატივისცემა რაც  მასწავლებელმა კლასში უმდა მოიპოვოს მოსწავლეებისაგან, ვცდილობ ონლაინ რეჟიმში მივიღო.რთული და დამღლელია ონლაინ რეჟიმში მუშაობა, მაგრამ არა შეუძლებელი. „მოითხოვე შენი თავისაგან შუძლებელი და შენ მიაღწევ  დაუჯერებელს“' და ასე მონდომებით და შრომით ვცდილობთ გავიდეთ შედეგზე.

ცხოვრებაში ახლა გვაქვს ყველაზე მეტი დრო, იმისათვის რომ დავფიქრდეთ ჩვენს გადადგმულ და სამომავლოდ გადასადგმელ  ნაბიჯებზე. იმედი მაქვს სწორად დავალაგებთ ცხოვრებისეულ პრიორიტეტებს, დავაფასებთ ურთიერთობებს და კიდევ უფრო შევიყვარებთ ერთმანეთს! ამ კარანტინის ჟამს, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი: ახლა, რომ აბიტურიენტი ვიყო ისევ ამ გზას ავირჩევდი და ისევ პედაგოგი გავხდებოდი!

წლის ბოლოს ვეღარ „გაიცინებენ“ მასწავლებლები,  არ დაირეკება ბოლო ზარი ჩვენი მე-12 კლასელებისთვის, თუმცა გვჯეროდეს, რომ „ეს  განსაცდელი წავა და ბედნიერება მოვა“.

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლის საიმიჯო, 120 წამიანი კლიპის გადაღება 220 ათასი ლარი დაჯდა - დეტალები

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„საქართველოში გახშირებული უფასო ოლიმპიადების დიდი ზიანი - სამწუხაროდ, არაპროფესიონალები ამ სისტემაშიც შემოიჭრნენ“

რა შემთხვევაში მოგიწევთ 150 ლარის გადახდა გამოცდებზე რეგისტარციისას

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, განათლების ნებისმიერი მოდელი მხოლოდ მაშინ იქნება სრულყოფილი, როდესაც ის თანაბრად ხელმისაწვდომი გახდება ყველა მოსწავლისთვის“

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება