სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ეს არ არის სევდიანი ამბავი, პატარა გოგოს ოცნებაა, რომელიც მინდა თქვენც ნახოთ“ - კაზრეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლის ემოციური ჩანახატი
27-04-2020
-
+



ბოლნისის მუნიციპალიტეტის კაზრეთის N1 საჯარო სკოლის 10 კლასის მოსწავლე ანა შაქარაშვილი თემაზე -  „მონატრების 1 თვე  - რა გვასწავლა სიჩუმემ“ საკუთარ ჩანახატს გვიზიარებს. მოსწავლის ნამუშევარს etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ:

მოგესალმებით, მეგობრებო! მე ვარ ანა,მე-10 კლასის მოსწავლე,15 წლის, გიგზავნით წერილს „წითელი ზონიდან“ , მოხერხებულად მოკალათდით და ჩაიკითხეთ პატარა გზავნილი.

ეს არ არის სევდიანი ამბავი ან მოწოდება უბრალოდ, პატარა გოგოს ოცნებაა, ოცნება, რომელიც მინდა თქვენც ნახოთ, ხოდა, მეგობრებო ცხოვრება მშვენიერია, რომელიც უფალს უბოძებია ჩვენთვის, ადამის მოდგმისთვის, ხოდა გიხაროდეს, რომ ამ სამყაროს ნაწილი ხარ, ამიტომ გახსოვდეს ცხოვრება, სიცოცხლე, რომელსაც თითოეული ჩვენგანი ვალამაზებთ და ვაფერადებთ ერთმანეთს, უფლისგან ერთმანეთს ვერწყმით და ვქმნით სიცოცხლეს, ჩვენ ყველა ვეკუთვნით ამ სამყაროს ჩვენი დადებითი და უარყოფითი მხარეებით ,მიუხედავად ამისა მაინც ერთიან მთლიან განუყოფელ ნაწილს და ორგანიზმს წარმოვადგენთ, ამიტომაც ვალდებულნი ვართ დავიტვირთოთ დადებითი ემოციებით, ავავსოთ ერთმანეთი სიკეთით და სიყვარულით, გავუღიმოთ ერთმანეთს, ყოველდღე თუნდაც თუ ვერ ჩავეხუტებით, ვუთხრათ, რომ გვიყვარს და მის გარეშე ცხოვრება უფერული და მოსაწყენი იქნებოდა. წარმოიდგინეთ უფერული შავ-თეთრ ფერებში, გაცრეცილი სამყარო და დღევანდელი, თუნდაც დაცლილი ქუჩები, გაჩერებული ყოველდღიურობა და მოწყენილი ადამიანების სახეები რომელიც covid 19 შექმნა, მაინც ხომ ლამაზია? - დიახ, ლამაზია და მე მიყვარხართ ყველა უკლებლივ. დიახ, შენ, შენ, შენ, შენ, შენ!...

გაიღიმეთ, უყურეთ მომავალს, გაუღიმეთ სამყაროს, ალბათ ესეც ჩვენი ერთი გამოცდა არის უფლისგან, ალბათ დაიღალა დედამიწა, დაიქანცა, ამიტომაც მოიხსნა ნიღაბი და ჩვენ გაგვიკეთა, ამით მიგვახვედრა ჩვენს, ქმედებებზე კიდევ ერთხელ დავფიქრებულიყავით, შეაჩერეთ ადამიანებო, თქვენი მისწრაფებები, შავ-ბნელი ფიქრები, ამბიციები, ნუ შეგვიწირავთ ჩვენ, მომავალ თაობას, თქვენს მისწრაფებებს და სურვილს იმისას რომ მართოთ მსოფლიო. მე მინდა სიცოცხლე, მინდა ვცხოვრობდე ისეთ სამყაროში, სადაც იქნება სიყვარული!

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლის საიმიჯო, 120 წამიანი კლიპის გადაღება 220 ათასი ლარი დაჯდა - დეტალები

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„საქართველოში გახშირებული უფასო ოლიმპიადების დიდი ზიანი - სამწუხაროდ, არაპროფესიონალები ამ სისტემაშიც შემოიჭრნენ“

რა შემთხვევაში მოგიწევთ 150 ლარის გადახდა გამოცდებზე რეგისტარციისას

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, განათლების ნებისმიერი მოდელი მხოლოდ მაშინ იქნება სრულყოფილი, როდესაც ის თანაბრად ხელმისაწვდომი გახდება ყველა მოსწავლისთვის“

„მოსწავლეებმა საინტერესოდ წარადგინეს გერმანიის გაერთიანების უმნიშვნელოვანესი მოვლენა ნახატებით, პოსტერებით, მაკეტებითა პრეზენტაციებით“

სკოლის მოსწავლეები მაღალი გარემოსდაცვითი ცნობიერებითა და აქტიური ეკოსაქმიანობით გამოირჩევიან

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება