სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ვაფერადებ სამყაროს, რომელიც განაცრისფერდა უჩვენოდ“ - ქვედა სიმონეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლის ნინო მაჩიტიძის „მონატრების ერთი თვე“
27-04-2020
-
+


თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სიმონეთის N1 საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლემ ნინო მაჩიტიძემ პანდემიით შეცვლილ რეალობას ჩანახატი მიუძღვნა.

ნინო მაჩიტიძის „მონატრების ერთი თვე ანუ რა გვასწავლა სიჩუმემ...“


თვეზე მეტია შინ ვარ. შინ კარგია, მაგრამ სხვანაირია. ჩუმია და გარინდულია... ემოციები განელდა, გაფერმკთალდა გადაინისლა...
მოწყენილობამ იწვიმა, იტირა, დარჩა და დამკვიდრდა... ვისწავლე, ვიმღერე, ვიცინე და შევეჩვიე ასეთ სწავლას, სიმღერას, სიცილს... მაგრამ არაა ჩვეულებრივი არც ერთი...არაა ჩვეულებრივი ურთიერთობები, რომელიც ყველაზე მეტად მჭირდება ახლა...

ვიზრდები... ყოველდღე ვიზრდები და ვზიარდები პოსტებად, პასუხებად, მოწონებებად... ციფრული სამყარო ახალი არაა, მაგრამ ყველაზე ერთგული გამიხდა ახლა... თამაში მინდა და ბურთს ვერ მაწოდებენ, ცას ვერ ვუყურებ გარბენით დაღლილი...ყვავილებს დავკრეფ, ყვითელ ბაიებს, მორცხვებს, უჩუმრებს ჩავიწნავ თმებში... ჩუმი გაზაფხულის პატარა დიასახლისი ვარ... ფიქრი ვისწავლე, მონატრებას მოიცავს ფიქრიც და ესეც მეფიქრიანება... გამეთამაშა ცელქი ბავშვობა, მაგრამ თამაშში მარტო დამტოვა... მინდა მაცდური მიპატიჟება მისგან მივიღო და როგორ გავიხარებდი თუ მიპატიჟებას ზარის ხმაც მოყვებოდა კლასისკენ...

მეფიქრიანება ასეთი აწმყო, მეიმედება მომავალი და მემხიარულება...ვიცინი, ვკისკისებ, ვოცნებობ და მეხატვინება ფერადი სამყარო.

ერთთვიან სიჩუმეში ვმღერი და ყველაზე ხმამაღალია ნამღერი. ვაფერადებ სამყაროს, რომელიც განაცრისფერდა უჩვენოდ.

                            ქვედა სიმონეთის N1 საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლე ნინო მაჩიტიძე.

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლის საიმიჯო, 120 წამიანი კლიპის გადაღება 220 ათასი ლარი დაჯდა - დეტალები

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„საქართველოში გახშირებული უფასო ოლიმპიადების დიდი ზიანი - სამწუხაროდ, არაპროფესიონალები ამ სისტემაშიც შემოიჭრნენ“

რა შემთხვევაში მოგიწევთ 150 ლარის გადახდა გამოცდებზე რეგისტარციისას

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, განათლების ნებისმიერი მოდელი მხოლოდ მაშინ იქნება სრულყოფილი, როდესაც ის თანაბრად ხელმისაწვდომი გახდება ყველა მოსწავლისთვის“

„მოსწავლეებმა საინტერესოდ წარადგინეს გერმანიის გაერთიანების უმნიშვნელოვანესი მოვლენა ნახატებით, პოსტერებით, მაკეტებითა პრეზენტაციებით“

სკოლის მოსწავლეები მაღალი გარემოსდაცვითი ცნობიერებითა და აქტიური ეკოსაქმიანობით გამოირჩევიან

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება