სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჩემთვის ორმაგად მტკივნეული აღმოჩნდა ეს ორი თვე“ - ქსოვრისის საჯარო სკოლის პედაგოგის ემოციური ჩანახატი
27-04-2020
-
+


მცხეთის მუნიციპალიტეტის ქსოვრისის საჯარო სკოლის პედაგოგი ლალი ჯარმელიშვილი დღევანდელ სიტუაციაზე თავის ფიქრებს და ემოციებს ჩანახატით გადმოგვცემს. მასწავლებელი ორმაგ გულისტკივილზე გვიამბობს.

რა მასწავლა სახლში ყოფნის უკვე ორმა თვემ და დიდმა  ტკივილმა                                    

2020 წლის 2 მარტი, დაიკეტა სკოლის კარი... დღეს უკვე 25 აპრილია. თითქმის ორი თვე გავიდა. არ მეგონა, რომ გაზაფხული ასეთი მოულოდნელი „სიურპრიზით“ შემოვიდოდა ჩვენს ცხოვრებაში. ვერც კი ვიფიქრებდი, რომ ეს მდგომარეობა ამდენი ხნით გაგრძელდებოდა. თითქმის მივეჩვიეთ ჩაკეტილ ცხოვრებას. ოჯახის წევრებიც დავშორდით ერთმანეთს. არასდროს მიფიქრია რამის დაწერა რადგან ვფიქრობდი, რომ არ მეხერხებოდა. არც ახლა მაქვს პრეტენზია წერაზე, თუმცა დიდმა ტკივილმა ამაღებინა ხელში კალამი.

ჩემთვის ორმაგად მტკივნეული აღმოჩნდა ეს ორი თვე. ისედაც დიდი დარდი მაწვა გულზე, რადგან ვერ ვნახულობდი 84 წლის მოხუც მამას, რომელიც  ასე ძლიერ იყო შეყვარებული თავის ადგილ - მამულზე, კარ-მიდამოზე, და არ ტოვებდა ახალგორს. და აი ბედის ირონიაც ამას ქვია. 6 აპრილს მაცნობეს, რომ მამა აღარ მყავს. სიტყვებით ვერ აღვწერ იმ მდგომარეობას რა მდგომარეობაშიც აღმოვჩნდით მე და ჩემი და-ძმა და მოხუცი დედა, რომ გავიგეთ,  ჯერ მისი დაკარგვის ამბავი და მერე ის, რომ მიცვალებულსაც ვერ ვნახავდით. რას ვიზავთ, ჩვენც და სახელმწიფოც უძლური აღმოვჩნდით მტრის წინაშე. ახლა კი მეორე უხილავი მტერიც გვებრძვის რომელიც „კორონას“ სახელით გაგვეცნო. არ მინდა შევადარო ეს ორი მტერი ერთმანეთს, თუმცა რაღაც საერთოს ვხედავ. ორივემ დააცილა ხალხი ერთმანეთს, ორივემ დაანგრია ოჯახები, ორივემ გააუცხოვა ხალხი, ორივემ განგვაცდევინა ახლობლის დაკარგვით მიღებული ტკივილი. რა გაუძლებს ამ ტკივილს...თუმცა ცხოვრებას ვაგრძელებთ.

რა გვასწავლაო, ახლა უკვე ამ ორმა თვემ? -მე პირადად ტკივილის გაძლება მასწავლა, ცხოვრების გაგრძელება მასწავლა, მიუხედავად დიდი ტკივილისა. ცხოვრების გაგრძელება მასწავლა მომავლის იმედით და საყვარელი ადამიანების სიყვარულით, იმედი მასწავლა, იმედი რომელიც დაგვაძლევინებს, როგორც ხილულ ასევე „უხილავ მტერს“. მაპატიეთ თუ ჩემი გულისტკივილით თქვენც დაგამძიმეთ.

ცხოვრება გრძელდება. ისევ დადგება ის დღე, დღე რომელიც ახალგორის დაკეტილ კარს გააღებს, სკოლის დაკეტილი კარი გაიღება და ბავშვების ჟრიამული აავსებს საკლასო ოთახებს. ისევ შევიგრძნობთ გაზაფხულის სურნელს და სიდიადეს, რომელიც სიცოცხლის სურვილს გვიღვიძებს. თუმცა ახლობლის დაკარგვის ტკივილი მაინც ტკივილად დაგვრჩება სამუდამოდ.

ჩვენ კი როგორც პედაგოგები, ასევე მოსწავლეები ახალი გამოცდილებით და ერთობლივი ძალებით ავინაზღაურებთ იმ დანაკლისს, რასაც ახლა განვიცდით. მანამდე კი ჩემო საყვარელო მოსწავლეებო ვისწავლოთ დისტანციურად და დავრჩეთ სახლში დიდი მოთმინებით, რათა მალე ისევ ჩავეხუტოთ ერთმანეთს.

და ბოლოს, უხილავ მტერთან ბრძოლას, რომ მოვრჩებით. ასეთივე ერთობლივი ძალებით დიპლომატიურად (რადგან აღარ გვემეტება დასაკარგავად არცერთი მამულიშვილი) შევებრძოლოთ „ხილულ მტერს“, რათა ჩემი ტკივილი აღარ გაიზიაროს არავინ და მალე დავბრუნდეთ ჩვენს საყვარელ სამაჩაბლოსა და აფხაზეთში.

და კიდევ ერთხელ „დარჩით სახლში“, რათა არ ვიცით სადაა ჩასაფრებული „უხილავი მტერი“. „ხილული მტრის“ დასამარცხებლად - კი „გამოდით შემდეგ“! „გამოდით გარეთ“!

ქსოვრისის საჯარო სკოლის პედაგოგი
ლალი ჯარმელიშვილი
ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

საქართველოში განათლების ხარისხზე დასკვნა გამოქვეყნდა - „სტატუსის აღსადგენად ევროპულ რეესტრს (EQAR) მივმართავთ“

მასწავლებელთა ფიზიკის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები ცნობილია

ინგლისური ენის ტესტი დღეს არ გამოქვეყნდება - როდის ნახავენ აპლიკანტები გამოცდაზე მოსული საკითხებს 

მასწავლებელთა გეოგრაფიის გამოცდაზე გამოუცხადებლობის რეკორდული მაჩვენებელი და უცხოური ენების ტესტირების სტატისტიკა

რომელ რეგიონებში გამოაცხადა მანდატურის სამსახურმა ვაკანსიები და რა პოზიციებზე - დეტალური ინფორმაცია 

პიროვნება

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა შეისწავლეს, როგორ უკავშირდება მუსიკა ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე ქიმიურ პროცესებს

ღონისძიება სავსე იყო სიხარულით, მადლიერებითა და თბილი ემოციებით

საინტერესო
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება