სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

აღდგა თუ აღსდგა?! - ნახეთ, როგორ დაუმტკიცა გურამ დოჩანაშვილმა ხელმძღვანელს საკუთარი მოსაზრება
01-05-2021
-
+


ქრისტე აღდგა თუ ქრისტე აღსდგა? - ეს საკითხი სააღდგომოდ და არა მხოლოდ სადღესასწაულო დღეებში განხილვის თემაა. ამ აღდგომის მისალოც შეგებებაზე ყველას განსხვავებული მოსაზრება აქვს, მასზე ხშირად ვერც პროფესიონალები თანხმდებიან. 

ამ თემაზე უკამათია ქართველ მწერალ გურამ დოჩანაშვილსაც. ის ხელმძღანელთან დიალოგს ასე იხსენებს:

- აბა, დაფიქრდით და მითხარი რამდენპირიანი ზმნაა - აღუდგინა?! - ვეკითხები ჩემს უკვდავ ხელმძღვანელს.

- სამპირიანი - დაუფიქრებლად (ცოტა გაბრაზებულიც) მპასუხობს ხელმძღვანელი - აღუდგინა მან, მას, ის (ვთქვათ, სიცოცხლე).

- მართალია, მაგრამ თუ სუბიექტი საკუთარ თავს დაეხმარა და აღუდგინა სიცოცხლე… ამას როგორ გამოვხატავთ?!

- აღუდგინა მან სიცოცხლე საკუთარ თავს..

- უფრო მოკლედ, - არ ვეშვები.

- აღიდგინა სიცოცხლე..

- კიდევ უფრო მოკლედ?!

- აღიდგინა…

– სიცოცხლე სად წავიდა? ერთი სიტყვით უნდა სთქვა, ისე რომ ჩანდეს კაცმა საკუთარ თავს სიცოცხლე აღუდგინა. კაცმა სიცოცხლე აღიდგინა..

- აჰ, ერთი სიტყვით შეუძლებელია - ისევ მიწყრება ხელმძღვანელი

- აღსდგა.

- აღდგა?

- არა, არა. აღსდგა! მართალია, ზმნამ მესამე ობიექტური პირი დაკარგა, მაგრამ პირის ნიშანი შეინარჩუნა… სწორედ იმის გამოსახატავად, რომ ეს ქმედება, აქტი (ქრისტეს აღდგომა), რომლის აღწერასაც ჩვენ ვცდილობთ თავისი შინაარსით არის ერთადერთი, განუმეორებელი და კაცობრიობის ისტორიაში მომხდარი ყველაზე დიდი სასწაული (თვითაღდგენა).

ჩვენ კი უნდა გვიხაროდეს, რომ იმ დროს ქართული ენა მზად აღმოჩნდა ამგვარი განსაკუთრებული შემთხვევისთვის, გამოამჟღავნა რა ცოცხალი ენისთვის დამახასიათებელი შემოქმედებითი უნარი, გამოაჩინა საკუთარ წიაღში არსებული ფორმა (ასევე ერთჯერადი და განუმეორებელი - აღსდგა), რომელიც ყველანაირ გრამატიკულ ნორმაზე და კანონზე მაღლა დააყენა...

- მაშ, აღსდგა, არა? - უკვე მუქარა ისმის ხელმძღვანელის ხმაში. ოღონდ, ვერ ვხვდები ჩემზე ბრაზობს თუ მასზე (ვინც ნამდვილად აღსდგა). ამიტომ, არ ვიმჩნევ..

- დიახ, დიახ ჭეშმარიტად აღსდგა!“.

რა თქმა უნდა, ასე მარტივად არ გადაიჭრება ეს დილემა, ამის შედეგაც კიდევ ბევრჯერ ვიდავებთ და ყოველ წელს ისევ თავიდან დავსვამთ კითხვას - აღდგა თუ აღსდგა. ასე, რომ თქვენი ნებაა რომელ ფორმას გამოიყენებთ, მთავარია გულით გიხაროდეთ აღდგომა და ამ დღესასწაულის სხვებისთვის ხარება. 

ასევე დაგაიტერესებთ ენათმეცნიერის განხვავებული პოზიცია: აღსდგა თუ აღდგა? - აქტუალურ საკითხზე ენათმეცნიერი ლევან ღვინჯილია საუბრობს

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება