სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მენატრება წარსული და ვფიქრობ მომავალზე“  - ლეხაინდრაოს საჯარო სკოლის მოსწავლე ნათია სუმბაძე საკუთარ გულისტკივილს და მონატრების სევდას გვიზიარებს
22-04-2020
-
+


მენატრება წარსული და ვფიქრობ მომავალზე“ - მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეხაინდრაოს საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელი ნათია სუმბაძე საკუთარ გულისტკივილს და მონატრების სევდას გვიზიარებს. ადვილი არ არის, აბიტურიენტისთვის, შეეგუოს არსებულ რელობას, სადაც ადამიანური ურთიერთობები დისტანციურმა ჩაანცვლა.  

ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ ერთი თვე ერთ საუკუნედ გადაიქცეოდა... თითქოს ყველაფერი გაჩერდა, გაქრა, გაჩუმდა და უკიდეგანო მდუმარებამ მოიცვა არემარე. მოვწყდი ყოველდღიურობას, ხალხს, ურთიერთობებს... მენატრება წარსული და ვფიქრობ მომავალზე. იცით, როგორი ძნელია, ჩემთვის, უბრალო აბიტურიენტისთვის, არსებული მდგომარეობა?! ძნელია, რადგან არ ვიცი, რა მელის ხვალ. შევძლებ თუ არა მიზნების განხორციელებას ან თუ შევძლებ, როგორ?! იცით, რა მენატრება? შესაძლოა, დაგაინტერესოთ. გეტყვით, მენატრება: სკოლა, მასწავლებლები, მეგობრები. გაგიკვირდებათ და უცხოებიც მენატრება...ზოგადად, ადამიანები მენატრება,მათი ჟრიამული,ფუსფუსი...ხალხმრავალი ქუჩები მენატრება... როცა მეთორმეტეკლასელი გავხდი და სექტემბერში სკოლაში მივედი, გახარებული ვამბობდი, „უჰ, ეს წელიც სწრაფად გაივლის, დავამთავრებ სკოლას და ჩემზე ბედნიერი არავინ იქნება-მეთქი“. ვერ გავიაზრე, რა საფრთხის წინაშე იდგა სამყარო... ამ ერთმა დაუსრულებელმა თვემ დამანახა, თუ როგორ მიყვარს ის, რაც ყოველდღიურად ხდებოდა ჩემ გარშემო. მტკივა ეს ერთი თვე, რადგან უიმედობამ მომიცვა. მაშინებს მიმდინარე მდგომარეობა, რადგან უპასუხისმგებლობა მძვინვარებს, მაგრამ მჯერა, ყველაფერი გაივლის და წარსულში დარჩება... მახარებს ის ფაქტი, რომ დავუახლოვდი ოჯახს და დიდ დროს ვატარებ მათთან. ერთმანეთის გასახალისებლად უამრავი თამაში მოვიფიქრეთ. ერთად ვაფერადებთ უჩვეულო ყოფას. დროს ასე ვკლავთ. ვიხსენებთ ბედნიერ წუთებს. იცით, მშობლების ბავშვობაც გავიცანი. თურმე, რა საყვარლები ყოფილან! ამ ერთმა თვემ დამანახა, როგორი მნიშვნელოვანია წრფელი გრძნობა და ნამდვილი ურთიერთობები. იცით, რა ბედნიერებაა იმის გააზრება, რომ გარშემო ყველა შენიანი გყავს. ახლა აპრილია... განახლების, გამოცოცხლების, სიკვდილზე გამარჯვების თვე. მჯერა, ამ თვის დასრულებით დასრულდება იზოლაცია და შემდეგ ყველანი ერთმანეთის სითბოს გავიზიარებთ. ამ იზოლაციამ უფრო შემაყვარა ღმერთი, დედამიწა, ყველაფერი... დავინახე საკუთარი ვალდებულებაც და გავხდი მეტად მოტივირებული,რადგან ზუსტად ვიცი,ხვალ სულ სხვა,ბევრად სუფთა და მოწესრიგებულ დედამიწაზე მომიწევს ცხოვრება... მონატრებასაც სხვა ფასი დაედება, სულ სხვა, ისეთი, აქამდე რომ არასდროს ჰქონია...


ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ახალი წესები და 4 მთავარი მიმართულება სკოლებში - დირექტორებთან რერსურსცენტრები შეხვედრებს ატარებენ

 მასწავლებლის სახლმა ახლი სასწავლო რესურსი გამოაქვეყნა

ინფორმაცია მასწავლებლებისთვის - გამოცდის შედეგის შესახებ ცნობის ასაღებად

ფორმა უფასოდ გადაეცემა მრავალშვილიან ოჯახებს, რომლებსაც ოთხი და მეტი შვილი და სოცდაუცველის სტატუსი აქვთ ( 65 000 ქულაზე მეტი და 120 001 ქულაზე ნაკლები) 

ეხება თუ არა მასწავლებელთა საპენსიო შენატანსა და ხელფასებს ცვლილებები სკოლების ვაუჩერული დაფინანსების წესში

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

სკოლა „ანაბასისის“ VII ბ კლასმა ფიზიკის გაკვეთილი კვლევით გამოცდილებად აქცია

„ანაბასისის“ მოსწავლეებმა ძამას ხეობაში საგანმანათლებლო ექსკურსია მოაწყვეს

წმინდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეების დაუვიწყარო საზაფხულო დღეები თრუსოს ხეობის ბანაკში 

ქობულეთის წმინდა კირიონ II-ის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში საზაფხულო ბანაკი ღონისძიებით გაიხსნა, რომელიც პატრიარქ ილია II-ის ხსოვნას მიეძღვნა

სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვირის საჯარო სკოლა
ტყვირის საჯარო სკოლის მოსწავლე „გაეროს მოდელირების“ საუკეთესო დელეგატებს შორის დასახელდა.
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება