სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„გაუფრთხილდი დედამიწას და ის ორმაგად გაგიფრთხილდება შენ!“- სერგიეთის საჯარო სკოლის მოსწავლე ჩანახატს გვიზიარებს
16-04-2020
-
+


კორონავირუსის პანდემიით შექმნილ რთულ ვითარებას, მარტვილის მუნიციპალიტეტის, სერგიეთის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლემ ლორენი გაწერელიამ ჩანახატი მიუძღვნა.

„ჭექა-ქუხილი და ნიაღვრებში იბადება მშვენიერი და გიჟმაჟი გაზაფხული. თბილი, მზიანი დღეები, სევდით დამძიმებულმა წვიმამ ჩაანაცვლა.

უცნაური დასაწყისია ....

არ არის ადვილი საყურებელი დაადუმებული ბეღურები, რომლებიც ფოთლებში იმალებიან. სიჩუმე საზარლად ხმაურობდა, თითქოს დრო გაჩერდა და დედამიწამ ამოისუნთქაა, ასე ვთქვათ დედამიწა ერთადერთი სიცოცხლის ნავსაყუდელია უკიდეგანო და უსიცოცხლო კოსმოსში.

წარმოუდგენლად რთულია მოსწყდე საზოგადოებას, სკოლას და ოთახიდან უყურო ცარიელ, მოწყენილ ქუჩებს, სევდანარევი ნეტარებით გავცქერი ყლორტებ დაბერილ ხეებს.

ჩვენი ცხოვრება იმ მოგზაურის გასავლელ გზას ჰგავს, რომელსაც ზოგჯერ უღრან ტყეში უწევს სიარული, ზოგჯერ ჭაობში, სადაც დაღუპვის საშიშროება ემუქრება, ხოლო ზოგჯერ აყვავებულ, მზიან ველ-მინდორს გაივლის, საიდანაც კარგად მოჩანს მთების ულამაზესი პეიზაჟი ამით იმის თქმა მინდა, რომ ჩვენ შევძლებთ ამ გზის გავლას და დავამარცხებთ ეპიდემიას! არ დავნებდებით სევდას! ვეებას იმედი რომ ებრძვის პაწია ის გადაგვარჩენს. უფრო მეტი თავდაჯერებულობა და იმედი გვჭირდება, მჯერა კვლავ დავდგებით ფეხზე და ამჯერად დავაფასებთ ჩვენ მრავალფეროვან და ლამაზ დედამიწას!

გაუფრთხილდი დედამიწას და ის ორმაგად გაგიფრთხილდება შენ!“

                                    სერგიეთის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლე ლორენი გაწერელია

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მობილობის მსურველი სტუდენტების საყურადღებოდ - ცნობარი და რეგისტრაციის ვადები ცნობილია

მასწავლებელთა ბოლო საგამოცდო შედეგები გამოქვეყნდა - ისტ-ისა და 6 ენაში ტესტირების ქულები ცნობილია

სასკოლო ფორმას სხვას ვერ შეაკერინებთ - „მშობელი ვალდებულია სახელმწიფოსგან იყიდოს“

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

მასწავლებლის საგნის კომპეტენცია წარმატებით დაადასტურა ჯგალის თემის საჯარო სკოლის სამმა პედაგოგმა  

ბანძის საჯარო სკოლა ლიკა ჯახუას ეროვნულ გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს
ღვითორის საჯარო სკოლაში კურსდამთავრებულთა 50 წლის იუბილე აღინიშნა
გიორგი გაფრინდაშვილის ორმაგი წარმატება - გამარჯვებები, რომლითაც ჭიათურის N2 საჯარო სკოლა ამაყობს
„წარმატება მხოლოდ მაღალი ქულები არ არის, წინ კიდევ ბევრი გამოცდა, შრომა და წარმატება გელოდებათ“ - ჭალადიდის საჯარო სკოლის პედაგოგი აბიტურიენტებს
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება