სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„დაპაუზებული დედამიწა და ჩვენ“ - სერგიეთის საჯარო სკოლის მოსწავლემ, ანი გაწერელიამ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ სიტუაციას ჩანახატი მიუძღვნა
16-04-2020
-
+


მარტვილის მუნიციპალიტეტის, სერგიეთის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლემ ანი გაწერელიამ კორონავირუსის პანდემიის გამო არსებულ სიტუაციას ჩანახატი მიუძღვნა. 

                                                                დაპაუზებული დედამიწა და ჩვენ

ოთახის ღია ფანჯრებიდან ყვავილების მდიდარი სურნელი შემოსულიყო, თუმცა ეს ის გაზაფხული არა რის რაც ადრე იყო. როგორ წარმოგიდგენიათ გაზაფხული მერცხლის გარეშე? ჩემთვის ეს წარმოუდგენელია. გაზაფხულზე როგორც კი თბება ისინი თბილი ქვეყნებიდან ბრუნდებიან მერცხლის გამოჩენა გაზაფხულის დადგომას ნიშნავს ხალხისთვის. მას შესაბამისად სითბო და სიხარული მოაქვს ყოველ წელს ერთნაირად ყვავიან მინდორში ყვავილები და მთიდან ეშვება მდინარე, მაგრამ დღეს ეს არ ხდება. არ მეგონა თუ ერთ დღეს გავიღვიძებდი და სამყარო ასე მარტოსული და შერყეული დამხვდებოდა.

ჰაერი თანდათან უფრო მძიმდება ეს არ არის ომი, სადაც ქუჩებში იღვრებოდა უამრავი სისხლი ეს ომი არის ადამიანებსა და იმ იმ ჰაერს შორის, სადაც სიკვდილს ებრძვიან. ვინ იფიქრებდა რომ მარტის საღამოს თოვლს ცეკვა მოუნდებოდა? მანქანების ხმა ოვაციებმა ჩაანაცვლა. ეს ტკივილი და სევდა ჯერ კიდევ აქ არის არავინ იცის როდის წავა. ყველაფერი გაჩერდა, დაპაუზდა მაგრამ იქ ზემოთ დაყოფილია სინათლე და სიბნელე დედამიწა კი ორივესთვის გვამზადებს რადგან არ იცის რომელი შეგვხვდება. დღეს ჩვენ კი ზუსტად სიბნელეში აღმოვჩნდით. მე სახლში ვრჩები ჩემთვის, შენთვის და ჩვენთვის ამიტომაც უსასრულო არაფერია და თუ ჩვენ ამ ადამიანური იმედითა და თანაგრძნობით გავერთიანდებით და ყველაფერი გამოგვივა ❤.
                           
                                         სერგიეთის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლე ანი გაწერელია

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

სიახლეები

ძლიერი ნალექი, თოვლი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი - ეროვნული სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს

როდის მრგვალდება მოსწავლის ქულა მთელის სიზუსტით და როდის არა

საბაზო საფეხური წარჩინებით 14 600-მა მოსწავლემ დაამთავრა - ბიუჯეტი

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები
მარიამმა დამაჯერებლად გააცნო საერთაშორისო აუდიტორიას ქართული კულტურა და დამწერლობის ისტორია
 
საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება