სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბალდის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლის ჩანახატი: ,,ერთმა თვემ ქარაფიდან დიდი ფიქრების ხახაში ჩამაგდო“
16-04-2020
-
+


მარტვილის მუნიციპალიტეტის ბალდის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე ხატია წულაია ეპიდემიისგან შექმნილ ვითარებას ჩანახატით ეხმიანება და გადმოგცემს, რა ასწავლა სიჩუმემ. აბიტურიენტის ნააზრევს ჩვენ უცვლელად გიზიარებთ: 

მთელმა ერთმა თვემ ქარაფიდან დიდი ფიქრების ხახაში ჩამაგდო, ჩემი გონება იმდენად გაიბზარა ფიქრებით რომ მისგან დატოვებული ნაპრალები არასოდეს ამოივსება, რა მასწავლა სიჩუმემ? - სიჩუმემ მასწავლა ის რაც ხმაურმა ვერ შეძლო ესწავლებინა, რადგან ეს სიჩუმე იმ ხმაურზე ძლიერი და ხმამაღალი, მისმა სიმძაფრემ მასწავლა, რომ ყოველი წუთი დასაფასებელია, ვისწავლე რომ ბედნიერება წვრილმანებშია, ცხოვრება რომ ერთფეროვანი მეგონა თურმე როგორი ლამაზი და ფერადი ყოფილა, დავკარგე და შემდეგ დავაფასე. ვოცნებობდი სიჩუმეზე ლამაზ გაზაფხულზე, რაც აქამდე შეუძლებელი მეგონა,  თურმე არაფერია შეუძლებელი. სიჩუმემ?-მან მე საკუთარი თავი გამაცნო, მეგონა ჩემი პრინციპი იყო დამლაგებელსაც ისე მოვქცეოდი როგრც დირექტორს ან მაღალი თანამდებობის პირს, მაგრამ ასეც არყოფილა, ახლა ვიაზრებ როგორ დამვიწყებია პირნციპი რო არავინ არავისზე მეტი არაფრით არის, ვისწავლ რო ჯერ ადამიანი უნდა გერქვას და მერე სახელი. ჩემს ცხოვრებაში მყოფი ბევრი ვინმე ახლა გავიცანი, ისინი რომლებიც უბრალო გამვლელები მეგონა, თურმე თავიანთი უთბილესი "გამარჯობით" როგორ მილამაზებდნენ დღეს. ერთ თვიანმა სიჩუმემ უკოდეგანო მონატრება მასწავლა, მენატრება მეგობრები, სკოლა, სიარული ფასილიტატორებთან და უაზროდ სეირნობა, ყველაზე მეტად მარტო მცხოვრები ბებო მენატრება საღამოს როცა მეცადინეიბას ვამთავრეებდით იმდროისთვის ჭიშკართან რო დაჯდებოდა იმისითვის რო ჩვენი ყიჟინით და სიყვარულით სავსე "გამარჯობა" მოესმინა და მას კი ლოცვით ეპასუხა, შემდეგ კი სახლში შებრუნდრუნდებოდა, მართლა ძალიან მომენატრა ყველა და ყველაფერი. 

მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება და ისევ დავუბრუნდებით ჩვეულ დინებას, ოღონდ უფრო შემართებით, მონდომებით და უფრო მეტი პასუხისმგებლობით.

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლებმა შუალედური და საბოლოო ანგარიშები უნდა მოამზადონ - სამინისტრომ კადრების შერჩევა დაიწყო

მოსწავლის შეფასების სახეობები, ძირითადი ამოცანები და სისტემა 

პიროვნება
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლის დირექტორი ეკა ჩაბაიძე პასუხობს
 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლის დირექტორი ნვარდ სოგოიანი პასუხობს

სკოლები

„სწავლა ნამდვილ სიხარულად იქცევა, როდესაც მოსწავლე თავისუფლად გამოხატავს საკუთარ აზრს“

 

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია კეთილგანწყობილი, ჯანსაღი გარემოს შექმნა“

 
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეზე ორიენტირებული ახალი სასკოლო-სასწავლო გეგმის შედგენა“
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება