| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალციხის მუნიციპალიტეტის ვალის N2 საჯარო სკოლაში 14 აპრილს დედაენის დღესთან დაკავშირებით ყოველწლიურად იმართებოდა შემეცნებითით აქტივობები და ღონისძიებები, რომლებიც მიმართული იყო მოსწავლის კითხვისა და წერის უნარ-ჩვევების განვითარებისა და გაღრმავებისაკენ. მაგალითად: კალიგრაფიის კონკურსი, სახალისო ვიქტორინა, ესეების კონკურსი, მხატვრული კითხვის კონკურსი და ა. შ.
„ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, დედაენის დღის აღნიშვნა ვალის N2 საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ფიქრია ჩხიტუნიძემ წელსაც შეძლეს ონლაინ სესიის ჩატარებით დინსტანციურ რეჟიმში.
კორონავირუსის გამო განვითარებულმა სიტუაციამ ერთი რამ ცხადად დაგვანახა, თურმე მასწავლებლებსა და ბავშვებსაც შეგვძლებია სწავლა-სწავლების პროცესი სკოლაში მიუსვლელადაც ვაწარმოოთ, თანაც ისე, რომ სახალისო იყოს და გარემო ფაქტორებსაც მორგებული.
მიუხედავად, სასიკვდილო ვირუსისა და ხანგრძლივი არდადეგებისა მეექვსე კლასის მოსწავლეები და ქართულის მასწავლებელი აქტიურად განაგრძობენ ონლაინ სესიებისა და გაკვეთილების ჩატარება/დასწრებას.
ამჯერად, ჩატარდა ონლაინ სესია თემაზე: „დედაენის დღე“. მოსწავლეები დეტალურად გაეცნენ 1978 წლის 14 აპრილს მომხდარ მოვლენებსა და ფაქტებს. კიდევ ერთხელ გაიაზრეს და გაანალიზეს მშობლიური ენის რაობა და მნიშვნელობა“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„მასწავლებლები ხელფასების მომატებას ითხოვენ და გადატვირთულ კლასებს აპროტესტებენ, საბერძნეთში სასწავლო პროცესში პარალიზებულია“...
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“
„მობილური ტელეფონების შეზღუდვა, სასკოლო ფორმების დაწესება, მოსწავლეებში თანასწორობის განცდას აძლიერებს“...
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება