| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

19 აპრილს, აღდგომას, ზოგიერთ რაიონში წვიმაა მოსალოდენელი - სააღდგომო დღეების პროგნოზი etaloni.ge-ს გარემოს ეროვნულ სააგენტოში გააცნეს.
„ხვალ და ზეგ დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია, დაახლოებით +25 გრადუსამდე იქნება ჰაერის ტემპერატურა. 17 და 18 აპრილი აღმოსავლეთ საქართველოშიც უნალექოდ ჩაივლის ტემპერატურა აქაც +25 გრადუსამდე აიწევს. დღეს როგორც ხედავთ ქარიანი ამინდია, თუმცა ხვალიდან ქარი აღარ იქნება და ტემპერატურაც მოიმატებს.
რაც შეეხება, 19 აპრილის ცოტა ფუჭდება ამინდი დღისით. დასავლეთის რეგიონებში მცირე ნალექს ველოდებით. დაბლობში ტემპერატურა +22 გრადუსამდე იქნება. აღმოსავლეთში +24 გრადუსამდე იქნება სითბო, თუმცა ზოგიერთ რაიონში აქაც მცირე წვიმაა მოსალოდნელი.
20 აპრილს, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +22 გრადუსამდე იქნება, ხოლო დასავლეთში ტემპერატურა +27 გრადუსამდე აიწევს.
დედაქალაქში 17 აპრილს გვაქვს +22 გრადუსი, 18 აპრილს +24 გრადუსი. 19 აპრილს, დილის და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ჰაერის ტემპერატურა +23 გრადუსი იქნება. 20 აპრილსაც + 23 გრადუსი გვაქვს და აქაც შესაძლებელია მცირე წვიმა იყოს“, - განაცხადა გარემოს ეროვნულ სააგენტოს წარმომადგენელმა.
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში