სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

დმანისის N2 საჯარო სკოლის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა დედა ენის დღისადმი მიძღვნილი პროექტი დისტანციურად განახორციელეს
15-04-2020
-
+



დმანისის N2 საჯარო სკოლის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა დედა ენის დღე აღნიშნეს. დისტანციური სწავლების მიუხედავად პირველიდან მეათე კლასის ჩათვლით განხორციელდა პროექტი, რომელიც მოიცავდა კალიგრაფიის კონკურსსა და მხატვრულ კითხვას.

"დღეს დედაენის დღეს ავღნიშნავთ,1978 წლის 14 აპრილი იყო ნათელი მაგალითი იმისა, რომ როდესაც ქართველი ერი ერთად დგას, ჩვენ ნებისმიერი ძალის წინააღმდეგ დავიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს. ყველას გილოცავთ დედაენის დღეს,"- 14 აპრილს დედა ენის დღე აღინიშნება. 

ეს დღე 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად 1990 წლიდან დაწესდა. 1978 წლის 14 აპრილს თბილისში გამართულმა საპროტესტო გამოსვლამ ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნა და ხელი შეუშალა საბჭოთა ხელმძღვანელობას, საბჭოთა საქართველოს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ მუხლი გამქრალიყო.

შეხედე ქართულ ცას, ვარსკვლავების ალმასითაა მოჭდილი. იმ ვარსკვლავთა შუქია ქართულ ენაში. მზერა მიაპყარით ჩვენს მთებსა და კედლებს! მათი სიმტკიცე და გამძლეობა,სილამაზე და სიმაღლეა დედა ქართულში.

შეხედეთ ქართულ ყანას, მისი ბარაქიანობაა ქართულ ენაში. ერთ სიტყვას გადააგდებ სიბრძნის ხნეულში და ათას პურის მარცვლად ამოთავთავდება ის დალოცვილი. ნახეთ ეს ხმალი ფარნავაზიან-გორგასლიანი,მისი პირივითაა მჭრელი ენა ქართული. ჩემი ენის ბგერა და თვისება-სამყაროს ბგერათა და თვისებათა ანარეკლია. თვალი მიაპყარით ლამაზ ქართველ ქალს. არა არის რა მასზე მშვენიერი ამ ქვეყანაზე. მისი სილამაზე და სინაზეა ქართულ ენაში.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვართ კარანტინში, ჩვენ დისტანციურად, პროგრამა თიმსის მეშვეობით განვახორციელეთ ჩვენი სკოლის პროექტი „დედა ენის" დღისადმი მიძღვნილი. პროექტი მოიცავდა კონკურს კალიგრაფიაში, საუკეთესო მკითხველი, საუკეთესო ნახატები იაკობ გოგებაშვილის მოთხრობების მიხედვით, ლექსები დედა ენაზე, ქართულ ენაზე", - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლების შინაგანაწესში ცვლილებები შევიდა

პროგრამა ყველა პირველკლასელს შეეხება - მთავრობის განკარგულება ძალაშია

პედაგოგებისთვის ფუნქციების გადანაწილების ბოლო დღე 14 სექტემბერია, კიდევ რა უნდა მოასწრონ სკოლებმა სასწავლო წლის დაწყებამდე

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
სკოლის დირექტორი ქეთევან ედიბერიძე და პედაგოგები კურსდამთავრებულს მორიგ წარმატებას ულოცავენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ
 
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება