სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ბედნიერად მახსენდება დერეფანში მომავალი დაღლილი მასწავლებლების სახეები“ - ნახუნაოს საჯარო სკოლის პედაგოგის ჩანახატი
14-04-2020
-
+


მარტვილის მუნიციპალიტეტის ნახუნაოს საჯარო სკოლის მასწავლებელი ლიანა ბერია კორონავირუსის გამო შექმნილ ვითარებას ჩანახატს უძღვნის, სადაც სკოლის მონატრებაზე საკუთარ ემოციებს აღწერს. 


                                                                       „რა გვასწავლა სიჩუმემ...“

სიჩუმემ ჩემი მოსწავლეების, ჩემი მეგობრების უსაზღვრო მონატრებას შემაჩვია. ძნელია მონატრება, ჩემი მოსწავლეები ისე მენატრება როგორც საკუთარი შვილები, რომლებთანაც მანძილი მაშორებს. მონატრების ეს დღეები უსასრულოდ  გაიწელა, მაგრამ დღევანდელი ტექნოლოგია და სოციალური სივრცე გვაძლევს საშუალებას,  ხშირად გვქონდეს ონლაინ კომუნიკაცია მოსწავლეებთან. ყოველდღე  ვაკვირდები მათ, ვამოწმებ მათ ნამუშევრებს, ვგეგმავ ჩვენი შეხვედრის დღეს, რადგან ამ სიჩუმესა და მარტოობაში ბევრი იდეა დამიგროვდა, რაც წაადგება ჩემს  მოსწავლეებს.   მათ მასწავლეს გულახდილი და უშუალო ურთიერთობები.  მათგან ვგრძნობ, რომ მე მარტო მასწავლებელი არ ვარ მათთვის, ვარ მაგალითი,  მეგობარი, რაც ყველაზე დიდი საჩუქარია ჩემთვის. ვიხსენებ დღეებს და ვფიქრობ... ბევრ რამეზე, ჩემი ცხოვრების ყველაზე რთული პერიოდი, რაც ჯანმრთელობასთან იყო დაკავშირებული, სკოლამ გადამატანინა.  სკოლამ მასწავლა როგორი ძვირფასია სიცოცხლე, თუ როგორი ბედნიერი ხარ ყოველ დილით მოსწავლეების ცქრიალა სახის დანახვისას. ყველა ტკივილს გავიწყებს და წელ გამართული შედიხარ სამასწავლებლოში, საკლასო ოთახებში... ეხლა კი თითქმის ყველგან სკოლის  კედლები გაყინულია. ჩემ თავს ვუსვამ კითხვას, მართლა რა არის ცხოვრება ცოცხალი ურთიერთობების გარეშე...  არც არაფერი. ბედნიერად მახსენდება დერეფანში მომავალი დაღლილი მასწავლებლების სახეები,  რადგან ეხლა ყველას ერთი რამ გვაერთიანებს, ყველას ერთი სურვილი გვაქვს მალე დავბრუნდეთ და შევუდგეთ ჩვენს  საყვარელ საქმეს.   გული მიკვდება ადგილი რომელსაც სიცოცხლე და სიყვარული ამოძრავებდა გაუფერულდა, მაგრამ დღვანდელი მდგომარეობა გვაიძულებს ვიყოთ სახლებში, ვიზრუნოთ საკუთარ თავზე და ასევე ერთმანეთზე, ტელესკოლამ  მოგვცა საშუალება გაგვეკეთებინა ონლაინ გაკვეთილები და ასე გუნდურად გვემუშავა ერთად. არ ვაცდენთ დღეებს. ვცდილობთ ფეხი ავუწყოთ ვისწავლოთ და ვასწავლოთ ერთმანეთს. გვაქვს კავშირი მასწავლებელებს მოსავლეებთან და მშობლებთან,  მაგრამ სულ რაღაც მაკლია ...

სიჩუმემ მასწავლა მეტი სიყვარული, ამ სიყვარულის გამოხატვა და გაზიარება. გამომიმუშავდა  მეტი მოთმინება, გამიძლიერდა რწმენა და დამესახა მეტი იმედი, იმედი მომავლისა, მომავლის რომ მალე სკოლის კედლები ისევ  გათბება და ყველა კუთხეში იქნება მომღიმარი სახეები. 

დაუფიქრდით და დააფიქრეთ სხვებიც...

ამ ეტაპზე  ჩემი მეგობრების,  ჩემი მოსწავლეების, ყველა ადამინის, ყველა მოსწავლის უსაფრთხოებისათვის ყველაზე გონივრული გადაწყვეტილებაა ... დავრჩეთ სახლში. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ერთმანეთზე, დავაფასოთ ერთმანეთი,  გვიყვარდეს ღმერთი…  

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სისტემაში აღირიცხება დარღვევის თარიღი, კატეგორია, ტიპი და ქვეტიპი, ასევე შემთხვევის კონკრეტული ადგილი და დრო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

 რეკომენდაციები მაქსიმალური შედეგის მისაღწევად და ცხრა შეცდომა, რომელიც ქულას დაგაკლებთ

რომელი საგნის მასწავლებლების შერჩევა დაიწყო - განაცხადები 19 ოქტომბრის ჩათვლით მიიღება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება