| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ველევის საჯარო სკოლის დირექტორი, ქართული ენისა და ლიტერატურის სერთიფიცირებული მასწავლებელი ეკატერინე ჭიჭინაძე კორონავირუსის პანდემიას ლექსს უძღვნის, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
კორონავირუსის გამო ვითომ სახუმაროდ თქმული
ღმერთო, დაინდე უცოდველთა მხრებზე მდგომი ცოდვებით დამძიმებული დედამიწა!
ე კორონა რა ყოფილა, ბეცი რაცხა რამ ყოფილა,
უდიდეს მტრად მოგვევლინა, უჩინარი კი ყოფილა;
ჩინეთი რომ აღარ ეყო, არც ევროპა იმყოფინა,
მოგზაურებს აედევნა, დედამიწა იმყოფინა!
გაბატონდა...გაჯეჯილდა, დიდმუცელა რამ ყოფილა,
თვალებს ავად აბრიალებს, სახუმარო არ ყოფილა!
შიშის ზარი დაგვარისხა, კუდით ქვები გვასროლინა,
გავექცეთ და სად გავექცეთ, გვეძებს თურმე სადაც გინდა!
აჩაბაჩა დაბრძანდება, დააბოტებს ყველგან მშვიდად,
ღარიბი იმან არ იცის, ვერც სიმდიდრე ხვდება წინა.
სახლუკეებში ჩაგვკეტა, სტუმრებიც კი აღარ გვინდა!
შიშით შევყურებთ ერთმანეთს, აღარ გვახსოვს, სხვა რა გვინდა.
კერასთან ერთად შეგვყარა თაობების კასტა თბილად,
ალბათ, ერთმანეთსაც დავჭამთ, თუ გაგრძელდა ცოტა დიდხანს
ღმერთმა კოპები შეჰყარა, ჩვენს ცოდვებში ჩაგვაყვინთა,
ვირტუალურ სამყაროში გამოგვკეტა, ჩაგვაჯინა.
ღმრთო, ცოდვა გვაპატიე, დაგვარჩინე ამ ბაცილას,
თუ გადავრჩით, უეჭველად შეგისრულებთ, რაც შენ გინდა!
ლექსი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
მასწავლებლებმა შუალედური და საბოლოო ანგარიშები უნდა მოამზადონ - სამინისტრომ კადრების შერჩევა დაიწყო
სკოლებში კონფლიქტების, ბულინგისა და დისციპლინური გამოწვევების პრევენციისთვის ახალი პროგრამა ინერგება
„სწავლა ნამდვილ სიხარულად იქცევა, როდესაც მოსწავლე თავისუფლად გამოხატავს საკუთარ აზრს“
მასწავლებლობა მხოლოდ საგნის სწავლება კი არა, სულის ძერწვის ხელოვნებაა