სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მონატრება მძიმე სასჯელი ყოფილა...“ - გაჭედილის საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლის ჩანაწერი „რა გვასწავლა სიჩუმემ“
13-04-2020
-
+



მარტვილის მუნიციპალიტეტის გაჭედილის საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლე ელენე წულაია მკითხველს უზიარებს საკუთარ ფიქრებს, თემაზე: მონატრების ერთი თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ.

ჩვენ მოსწავლის ნააზრევს უცვლელად გთავაზობთ: 

                                          მონატრების ერთი თვე- რა გვასწავლა სიჩუმემ

სიჩუმე... ოდნავი სიო...მუსიკა და თვალუწვდენელი ზეცის ყურება - ეს იმ ყველაფრის არასრული ჩამონათვალია, რასაც მივყავარ უსასრულო ფიქრებამდე. გაზაფხული კი ჩემთვის ფიქრის სეზონია. ხედავ როგორ იმოსება მწვანით ზამთრის სუსხისგან დაჩაგრული ბუნება, ხედავ როგორ ჩნდება მრავალი ახალი სიცოცხლე და შენ ამ ყველაფრის ეპიცენტრში, მაინც რაღაც გაკლია. ეს ,,რაღაც“ კი ადამიანებთან ურთიერთობის არარსებობის შედეგად წარმოიშვა და ამ ,,რაღაცას“ მონატრება ჰქვია. მონატრება ძველი ცხოვრების წესისა ან უბრალოდ თავისუფლებისა. უფროსებისგან მქონდა გაგებული მონატრების სიმწარე, მაგრამ რას წარმოვიდგენდი ასეთი რთული თუ იქნებოდა. ერთი სიტყვით, მონატრება მძიმე სასჯელი ყოფილა....

მსოფლიოში გამეფებული პანდემიის ფონზე, ყოველდღიურად ვხედავ ბევრ ცვლილებას ჩემს გარშემო: ბავშვებს, რომლებსაც სკოლაში სიარული ერთ დიდ ტანჯვად მიაჩნდათ, ვერ ფარავენ მისი მონატრებით გამოწვეულ სევდას. ყოველ ფეხის ნაბიჯზე მესმის მათი წუწუნი და ჩემს ყურადღებას იქცევს მათი ასეთი სიტყვები: ,,ნეტავ მალე დაიწყებოდეს სკოლა, ჩემს მეგობრებს ვნახავ, გაკვეთილებს უფრო გულმოდგინედ ვისწავლი....“

სიჩუმისა და დაცარიელებული ქუჩების გარდა სოფელში ბევრი საინტერესო რამ შეინიშნება: ვხედავ ერთად შეკრებილი ოჯახებიდან როგორი სასიამოვნო შეძახილები ისმის, ამას ერთვის ჩიტების ჭიკჭიკი, ადამიანები აღარ მიიჩქარიან სამსახურებში, ადრე თუ თვალის დახამხამებაში გადიოდა დრო, დღეს ყველა ახერხებს დატკბეს ერთი ჩვეულებრივი დღით. ბევრმა თაროდან ჩამოიღო, ისევ გადაფურცლა დიდი ხნის წინ მიტოვებული წიგნები და რაღაც ახალი ინტერესით შეუდგა კითხვას, ან იქნებ სულაც ტკბება მისი სურნელით.
 
ქვეყანაში განვითარებულმა ბოლო მოვლენებმა სხვადასხვა გამოწვევის წინაშე დაგვაყენა მთელი კაცობრიობა. სიჩუმე ჩვენი თავის შეცნობაში დაგვეხმარა, დაგვანახა ის უმნიშვნელო დეტალები, რასაც ადრე ყურადღების ღირსადაც არ ან ვერ ვთვლიდით.....

და მაინც....ალბათ ასე ცხოვრებაც უნდა გამოგვეცადა. ეს ხანგრძლივი სიჩუმე კი იქნებ უკვე დამღლელი და მოსაბეზრებელია. ადამიანი ხომ მრავალფეროვნების მოყვარული ინდივიდია. მას თავისუფლება და ვრცელი ჰორიზონტი სჭირდება განვითარებისთვის.

რა მოხდება მაშინ, როცა ეს ყველაფერი გაივლის და ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება? - რადგან ყველაფერს აქვს დასასრული, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს ყველაფერი საბოლოოდ წარსულს ჩაბარდება და როცა ასე მოხდება, ჩვენ, ყველას გვეცოდინება ერთმანეთის ფასი, გვერდში დგომა და ის, თუ რა მნიშვნელოვანია ერთად ყოფნა.

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლებმა შუალედური და საბოლოო ანგარიშები უნდა მოამზადონ - სამინისტრომ კადრების შერჩევა დაიწყო

მოსწავლის შეფასების სახეობები, ძირითადი ამოცანები და სისტემა 

პიროვნება
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლის დირექტორი ეკა ჩაბაიძე პასუხობს
 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლის დირექტორი ნვარდ სოგოიანი პასუხობს

სკოლები

„სწავლა ნამდვილ სიხარულად იქცევა, როდესაც მოსწავლე თავისუფლად გამოხატავს საკუთარ აზრს“

 

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია კეთილგანწყობილი, ჯანსაღი გარემოს შექმნა“

 
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეზე ორიენტირებული ახალი სასკოლო-სასწავლო გეგმის შედგენა“
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება