სიახლეები
სიახლეები

მასწავლებლებსა და მოსწავლეებს დისტანციური სწავლა-სწავლების პროცესში ახალი რესურსების გამოყენება შეუძლიათ
11-04-2020
-
+


საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროახალი სკოლის მოდელისპროექტის ფარგლებში აძლიერებს დამხმარე ქართულენოვანი ელექტრონული რესურსების შექმნასა და მათ განვითარებაზე მუშაობას.

„ამ მიმართულებით, სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმის სამმართველოს ექსპერტების, ახალგაზრდა პროგრამისტებისა და დიზაინერების გუნდი 2019 წლიდან აქტიურად მუშაობს და დღეისათვის უკვე შექმნილია I-VI კლასის მოსწავლეებისთვის ქართულენოვანი დამხმარე ელექტრონული რესურსები სახვითი და გამოყენებითი ხელოვნებისა და ბუნებისმეტყველების მიმართულებით. შესაბამისად, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს დისტანციური სწავლა-სწავლების პროცესში უკვე შეუძლიათ აღნიშნული რესურსების სატესტო რეჟიმში გამოყენება https://school.emis.ge/.

„ახალი სკოლის მოდელის“ განმახორციელებელი გუნდი აქტიურად აგრძელებს მუშაობას მუსიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების დამხმარე ქართულენოვანი ელექტორნული რესურსების შექმნაზეც.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული რესურსების შექმნის პროცესში გამოყენებულია ხელოვნური ინტელექტი ჩეთბოტების სახით. ჩეთბოტი არის კომპიუტერული პროგრამა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიერ ენის დამუშავების საშუალებით, მოსწავლესთან დიალოგში შედის და მას აძლევს პასუხს დასმულ შეკითხვაზე.

პროექტის ფარგლებში შექმნილია სულ ხუთი ჩეთბოტი, როგორც საგანმანათლებლო ელექტრონული რესურსებისთვის, ასევე „ახალი სკოლის მოდელისთვის“, რომელიც ჩაშენებულია პროექტის ოფიციალურ ფეისბუქის გვერდზე - ახალი სკოლის მოდელი - New School Model და მომხმარებელს პასუხობს რეფორმის აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით წამოჭრილ შეკითხვებზე. „ახალი სკოლის მოდელის“ „ციფრულმა თანამშრომელმა“, ჩეთბოტმა ფეხი აუწყო მიმდინარე მოვლენებს და „დაისწავლა“ ყველა ის ხშირად დასმული შეკითხვა, რაც დისტანციური სწავლების პროცესში წარმოიშვა. ჩეთბოტი ეხმარება სასკოლო საზოგადოებას დისტანციური პრაქტიკის დანერგვაში. სატესტო რეჟიმში ჩაშვებიდან დღემდე, ჩეთბოტმა 1177 მომხმარებლის შეკითხვას უპასუხა.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით შექმნილი დამხმარე ქართულენოვანი ელექტრონული რესურსები მოსწავლეებს ეხმარება კომპლექსური დავალების დამოუკიდებლად შესრულებაში. მათ სთავაზობს სხვადასხვა ტიპის თვალსაჩინოებებს, გეზის მიმცემ, დამაფიქრებელ შეკითხვებსა და პრაქტიკულ სამუშაოებს, რომელთა კეთების პროცესში მოსწავლე გაიაზრებს საგნის თეორიულ ასპექტებს და შექმნის შემოქმედებით პროდუქტს“,- აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

„სტუ არ იყიდება“ - პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები უნივერსიტეტების გაერთიანების წინააღმდეგ აქციას მართავენ 

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის ერთი იქნება... სამომავლოდ რეგულაცია უფროსკლასელებსაც შეეხება - თამარ მახარაშვილი 

„პირველკლასელები უბნების მიხედვით დარეგისტრირდებიან... ვიწყებთ დიდი ქალაქებით“ - თამარ მახარაშვილი ცვლილებებზე საუბრობს

სპეცმასწავლებლების შესახებ განათლების მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა - ვინ ეხება ვადები

სამინისტრო მოსწავლეებს ახალ პროგრამას შესთავაზებს - რა ცვლილებები იგეგმება სკოლებში და როდიდან

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორღულის საჯარო სკოლის დირექტორი მელანია ჩხიტუნიძე პასუხობს

 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

„წარდგენა იყო საინტერესო, შემოქმედებითი და შემეცნებითი - ცოდნა და სულიერი გამოცდილება ერთ მთლიანობად შეიკრა“

საინტერესო

პირველი ქვეყანა, რომელმაც 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური მედიის გამოყენება აკრძალა

შავ-თეთრმა კონტრასტმა, თვალის ზედმეტად დაძაბვის გამო, უარყოფითად იმოქმედა მოსწავლეებისა და მასწავლებლების მხედველობაზე

ლორანი შესაძლოა მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი იყოს, რომელმაც ამ კონკრეტულ სფეროში დოქტორის ხარისხი მიიღო

სიახლეები
საზოგადოება