სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„წუთები საუკუნეებივით იწელება, კვირის დღეები ერთმანეთში აირია“ - ჩხიკვთას სჯარო სკოლის პედაგოგის „მონატრების ერთი თვე“
10-04-2020
-
+


მონატრების ერთი თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ - etaloni.ge-ს მიერ შეთავაზებულ თემას, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ჩხიკვთას სჯარო სკოლის პედაგოგი ია ზურაბაშვილი ემოციური ჩანაწერით ეხმაურება და საკუთარ განცდებს გადმოგვცემს. 

                                                                     მონატრების ერთი თვე
დილიდან უსულო ჰაერის ტკივილი ამყვა, ოთახის ფანჯრები გამოვაღე ხმაურიანი ქუჩების ჩასასუნთქად, მაგრამ გარეთ ჰაერიც სუნთქვა შეკრული დადის.

ტკივილი მონატრება და დანაშაულის გრძნობა ერთმანეთში აირია. სამზარეულოში მდგარი ყუთიდან ისევ გაფრთხილების ხმა ისმის, დედამიწამ დაიძინაო! ყოველ ერთ საათში გვატყობინებენ. ახლა ადამიანები უფრო საშიშები გახდნენ ერთმანეთისთვის ვიდრე აქამდე ან წარსულში ყოფილან.

ტელეფონს დავხედე, ისიც დუმს, არც ერთი შეტყობინება. მესამე დღეა სახლშიც არ მოსულა ერთადერთი რის სათქმელადაც იცლის გაფრთხილებაა თავს მიხედეთ!. მალე მოვალ...

წუთები საუკუნეებივით იწელება, კვირის დღეები ერთმანეთში აირია

ძილის სათის მსგავსი სიჩუმეა ერთადერთი დადებითი თვისება კი ფიქრის დროა ახლა იმაზე მეტს ვფიქრობ ვიდრე შემეძლო........

თითოეულ ნაბიჯს ხელახლა ვიხსენებ წარსულის მოგონებებით ვცდილობ თავის გამხნევებას.

დედამიწა დუმს ისვენებს, ცხოველად ქცეული ადამიანები ახლა უფრო გაცხოველებულები სახლში მჯდომნი ველოდებით გამოფხიზლებული სიცოცხლის დაბრუნებას. გაზაფხულია... დღეს პირველად აყვავდა ბაღში მდგომი ატმის ხე, მაგრამ რაღაც იდუმალი ძალა მაინც არ მაძლევს საშუალებას ბოლომდე შევიგრძნო ბედნიერება. უცნაური ტკივილი ამეკვიატა მაგრამ რა არ ვიცი იქნებ შეცდომების და სინანულის გრძნობა? საკუთარ ამბიციებს აყოლილი სულის კივილი, რაც არ უნდა იყოს ფაქტია ვისჯებით მე შენ და ჩვენს გარშემო არსებული სამყარო.  დედამიწა სუნთქვა შეკრული და თვალებში ბრაზჩამდგარი, უსულო ქანდაკებასავით გაშეშდა.

ღმერთს განდგომილმა არსებებმა ლოცვა დავიწყეთ, სინანულმა კი იმძლავრა, იფეთქა ვულკანურ ლავასავით მოგვედო  და საკუთარ სახლებში გამოგვამწყვდია.

იფიქრეო!  გაჩერდიო!  ყვირის დედამიწა, როგორც იქნა ამდენი ხნის შემდეგ გავიგონეთ მისი ხმა.

გავთანაბრდით ერთმანეთის თანასწორნი გავხდით ახლა ყველას ერთნაირად გვეშინია, მსგავსი ტკივილით გვტკივა და ერთი ოცნების გარეშე ვართ გაერთიანებულნი სიცოცხლის გაღვიძებისთვის. ახლა უკვე ზუსტად ვიცით, „სიკვდილი ყველას ათანასწორებს“ არც სიმდიდრის და არც ღატაკური თვალების დანდობა არ იცის. მოვა და მორჩა....

ვზივარ ვფიქრობ და ვხვდები როგორ მანადგურებს მონატრება, ადამიანების სუნთქვა გახშირებული პლანეტის სურვილი განუზომელი ხდება. 

მაგრამ ბავშვობაში წაკითხული ზღაპრებიდან მახსოვს რომ ჭირი სადღაც შორს რჩება და ლხენა ბრუნდება. ახლაც გამოიდარებს მზე გამოვა მაგრამ არა ისეთი როგორიც აქამდე იყო. ის გაცილებით უკეთესი იქნება აღარასოდეს მოეფარება ღრუბლებს, გაგვათბობს ახალი სიცოცხლის შეგრძნებას გვასწავლის. აპრილიც გავა და ვარდობის თვეს ადამიანობას მონატრებული დედამიწა ისევ დაიწყებს ბრუნვას, ფილტვებში ახალ სიცოცხლეს ჩაისუნთქავს. და მერე ზუსტად გვეცოდინება, რომ სიცოცხლეში ყველაზე ძვირად ღირებული განცდა არის მონატრება! მონატრება ადამიანური სულის კვეთების, ოჯახში მყოფი ადამიანების საკლასო ოთახში მყოფი მოსწავლეების, სიცოცხლის სადარაჯოზე მდგომი ადამიანების ვინც დღეს ჩვენს გამო უხილავი მეომრის წინაშე იბრძვის, ის ერთია ჩვენ კი ათეულნი ასეულნი და ათი ათასეულნი. ესეც გაივლის და მონატრებას რომელსაც ერთი თვეა მთელი არსებით განვიცდით დედამიწის ფილტვებიდან ამოხეთქილი ხმაურით დავაგვირგვინებთ, ეს იქნება კაცობრიობის მანძილზე არსებული ყველაზე დიდი მონატრება რომელსაც ადამიანად ყოფნა ერქმევა. ჩვენ ვისწავლით ჩვენი დანიშნულებით ცხოვრებას.

           სსიპ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხიკვთას სჯარო სკოლის პედაგოგი ია ზურაბაშვილი

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

თუ მასწავლებლის გამოცდაზე ვერ რეგისტრირდებით - რას ნიშნავს „აბონენტი ვერ მოიძებნა“

საჯარო სკოლების შემოწმება დაიწყო - NAEC 2027 წლის ეროვნულებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

„პედაგოგის დაფასება ნიშნავს მისი პროფესიული ღირსების აღიარებას, შრომის პატივისცემასა და ისეთი გარემოს შექმნას, სადაც მასწავლებელი გრძნობს საკუთარ მნიშვნელობას“

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება