სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

შემოქმედის საჯარო სკოლის მასწავლებლები აპრილის თვის ხელფასის ნაწილს stopcov- ის ფონდში გადარიცხავენ
07-04-2020
-
+


ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, შემოქმედის საჯარო სკოლის მასწავლებლები stopcov - ის ფონდში აპრილის თვის ხელფასის ნაწილს გადარიცხავენ. აღნიშნული ინფორმაცია etaloni.ge - ის სკოლის წარმომადგენლებმა მიაწოდეს.

„ჩვენ, მასწავლებლებს სრულად გვაქვს გათვითცნობიერებული პროფესიული პასუხისმგებლობა მომავალი თაობის წინაშე. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადავედით, მუდმივად ვსწავლობთ და ვასწავლით. ასევე ვგრძნობთ უდიდეს პასუხისმგებლობას ქვეყნისა და ერის, თითოეული მოქალაქის წინაშე და მიგვაჩნია, რომ სწორედ მასწავლებელი უნდა იყოს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე, მუდამ უნდა იყოს ერისა და ხალხის სამსახურში.

ჩვენ არ გვაქვს დანაზოგი! ჩვენ გვაქვს ბევრი ვალდებულება ოჯახის, საფინანსო ორგანიზაციების და სხვათა წინაშე, მაგრამ ვითავისებთ რა პრობლემებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანას უდგას, „შემოქმედის“ საჯარო სკოლის პედაგოგების ერთობლივი გადაწყვეტილებით, თითოეული ჩვენგანი აპრილის თვის ხელფასიდან 50 ლარს გადარიცხავს stopcov.ge ფონდში",- ნათქვამია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

etaloni.ge-ს წყარო უამბობს, რომ ფიზიკური კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც დირექტორმა ეკატერინე წამალაშვილისთვის ტელეფონის გამორთმევა სცადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

მოსწავლეებმა ბევრი იაქტიურეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს

„მთავარია, უკეთესი მომავლის იმედი გვქონდეს“ - ზურაბ ნეფარიძე, შუქრუთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი

„სიამაყითა და დიდი სიხარულით ვულოცავთ ჩვენს გუნდს ღირსეულ ასპარეზობას!“
სკოლამ Peace Circle Network-ის ინიციატივის ფარგლებში, 21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღე აღნიშნა
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება