სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ზოდიაქოს ერთ ნიშანს ფინანსურად ყველაზე კარგი პერიოდი აქვს, ერთს კი განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს - რა გელით თქვენ?
06-04-2020
-
+


ასტროლოგი მიხეილ ცაგარელის თქმით, ექიმებისა და ასტროლოგების მოსაზრება თანხვედრაშია და ამ კვირიდან იწყება კორონავირუსის მესამე ტალღა. ეს კი იქნება საკმაოდ აგრესიული. მზე არის ვერძს ნიშანში, 11 აპრილს კი მას მერკური შეუერთდება, მას დახვდება შავი მთვარეც, ამიტომ უნდა გავიაროთ ეს დრო ფრთხილად. 25 აპრილიდან შესუსტებას დაიწყებს ივნისის ბოლოს დასრულდება ეს ვირუსი. 

კვირის პირველი მნიშვნელოვანი მოვლენაა ოთხშაბათს, სავსემთვარეობა. 8 აპრილი შავ და თეთრ ძალებს შორის ბრძოლის დღეა. ამიტომ, სერიოზული არაფერი დაგეგმოთ, ცუდი აზრები მალევე მოიშორეთ. 
11 აპრილს კი მერკური გადადის ვერძის ზოდიაქოში. ადამიანის გონება გამოცოცხლდება, უფრო აქტიური გახდება. აქედან სასიკეთო პერიოდი დაიწყება.

ამ კვირის ასტროლოგიური პროგნოზი თითოეული ნიშნისთვის:

ვერძი: აქტიური, ენერგიული და იღბლიანი ხართ, მაგრამ არ გაგიმართლათ, რადგან ონლაინ რეჟიმის გარდა სხვა შესაძლებლობა არ გაქვთ. თუმცა ამ სივრცეშიც წარმატების შანსი გაქვთ: მნიშვნელოვანი კონტაქტების დამყარების, საინტერესო ინფორმაციების მიღება. ერთადერთი თქვენი სისუსტეა სულსწრაფობა. 

კურო: რისკის ზონაში ხართ, წლის განმავლობაში ყველაზე დაბალია თქვენი ენერგოტონუსი. იმუნიტეტი აიმაღლეთ, ყოველდღიურ საქმეებზე გადადით, არავითარი სერიოზული ნაბიჯი არ იქნება წარმატებული. ფარული მტრები და ჭორები აგორდებიან. მშვიდ რიტმზე გადაერთეთ. 

ტყუპები: ქარიზმატული და მიმზიდველი ხართ, მაგრამ ეს ონლაინ რეჟიმში უნდა გამოიყენოთ. თუმცა თქვენ ისევ გიჭირთ ავტორიტეტების მიღება, შეიძლება დაგეძაბოთ ურთიერთობები ხელმძღვანელებთან ან კოლეგებთან, ამიტომ ტაქტიანად იმოქმედეთ. სიჩქარეში შეიძლება შეცდომები დაუშვათ. 

კირჩხიბი: თქვენც რისკის ზონაში ხართ, ნუ გადაიტვირთებით. ახალ საქმეებს ერიდეთ, საოჯახო ურთიერთობებზე გადაერთეთ და ფრთხილად იმოქმედეთ. 

ლომი: ენერგიული, შარმიანი ხართ და თქვენი ენერგოტონუსიც მაღალია. საქმიანი კუთხით წარმატებები გაქვთ, იაქტიურეთ. 

ქალწული: თქვენი ენერგოტონუსი კლებულობს, გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. თუმცა საქმიანი კუთხით კარგი პერიოდია და გამოიყენებთ, რომ მნიშვნელოვანი საქმეები დაასრულოთ. შემდეგი კვირა უფრო რთული იქნება. 

სასწორი
: ლატარეებში მიიღეთ მონაწილეობა, შეიძლება მნიშვნელოვანი ინფორმაციაც მიიღოთ.შემოქმედებითი უნარისა და ნიჭის გამოსავლენად კარგი დროა. 

მორიელი:
განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ, ენერგიის დეფიციტი გაქვთ. სარკასტული და აგრესიული ხდებით, შეიძლება ფარულმა მტრებმა იჩინონ თავი. არაადეკვატურად აღიქვამთ მოვლენებს, ამის ფონზე შეიძლება კონფლიქტებში შეხვიდეთ და ჯანმრთელობაც გაგიუარესოთ

მშვილდოსანი:
აქტიური, ენერგიული და ინიციატივიანი ხართ. ყველაზე კარგი პერიოდია ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და საოჯახო ურთიერთობებისთვის. შეიძლება საოჯახო ბიზნესიც კი წარმართოთ. 

თხის რქა:
სიფრთხილე გამოიჩინეთ ახლობლებთან და კოლეგებთან ურთიერთობაში. საქმიანი კუთხით კი კარგი დრო გაქვთ, შეიძლება საჭირო კონტაქტები მოიძიოთ ამ პერიოდში. 

მერწყული:
ერთ-ერთი საუკეთესო კვირა გაქვთ, თქვენი ავტორიტეტი იზრდება, შარმიც მაღალი გაქვთ. ადამიანებს თქვენი სჯერათ და ამიტომ იაქტიურეთ, თქვენი იდეების რეალიზებისთვის. ეს კვირა გამოიყენეთ, შემდეგი კვირა ასეთი ეფექტური არ იქნება. 

თევზები:
თქვენი ენერგოტონუსი დაბალია, რისკის ზონაში ხართ. შემოქმედებითი უნარის გამოსავლენად და ახლობლების თანდაგომისთის კარგი დროა. მშვიდად გაიარეთ ეს პერიოდი და ინტუიციას დაეყრდენით. 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებელთა 13 საგნის გამოცდის შედეგები ცნობილია

სკოლების ვალდებულება, რომელიც 1-ელ სექტემბრამდე უნდა შეასრულონ

პედაგოგთა რეგისტრაციასთან დაკავშირებით მასწავლებლის სახლი ინფორმაციას ავრცელებს

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

კურსდამთავრებულები ქართული ენის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე (1+4) აპირებენ სწავლის გაგრძელებას

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება