სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„მინდა, ყველა ჯანმრთელი იყოს“ - პატარა იზრუნელი რუსთავის 21-ე საჯარო სკოლიდან
03-04-2020
-
+


ბარბარე გელენიძე რუსთავის 21-ე საჯარო სკოლის მესამეკლასელია და უკვე მეორე წელია izrune.ge-ს ტესტებს წარმატებით გადის. გოგონა ამჟამად სოფელშია და პროექტის ერთგულ მეგობრად რჩება, გვგულშემატკივრობს და ცდილობს თვითონ გაგვამხნევოს.

რატომ ჩაერთო პროექტში, ყველაზე მეტად რა მოსწონს izrune.ge-ში? - ამ კითხვებზე პასუხებს  ინტერვიუდან ამოიკითხავთ, თუმცა მანამდე ბარბარეს ბებიას, შვილიშვილზე განსაკუთრებულად მზრუნველ ქალბატონს, ლალი გელენიძეს გავესაუბრეთ.  პროფესიით პედაგოგი ბებია ახლა გოგონას მასწავლებლადაა ქცეული, რომელიც პატარა ბარბარემ სკოლაშიც დააბრუნა და ბავშვობაშიც.

- პროფესიით პედაგოგი გახლავართ, თუმცა არ მიმუშავია.

- izrune.ge-ში ბარბარეს ჩართვა ალბათ თქვენი, როგორც მზრუნველი ბებიის დამსახურებაა...

- პროექტი ძალიან მომწონს, მით უმეტეს, ახლა, როდესაც ყველაფერი დისტანციურ და ონლაინ-რეჟიმზეა გადასული უფრო მეტად იგრძნობა izrune.ge-ს მზრუნველობა, თუმცა პროექტში ბარბარეს და მისი თანატოლების ჩართვას მხოლოდ საკუთარ დამსახურებად არ მივიჩნევ - ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანი როლი ჯერ დირექტორმა, ნინო გავაშელმა და შემდეგ პედაგოგმა, ხათუნა ლაშხიამ შეასრულეს. სწორედ მათი დამსახურებაა, მოსწავლეები ასე რომ გულშემატკივრობენ izrune.ge-ს და მეც მოხარული ვარ, მათ შორის ჩემი შვილიშვილი, ბარბარე გელენიძეც რომაა.
როდესაც ბარბარემ პროექტის შესახებ შეიტყო, მაშინვე დაინტერესდა და მას შემდეგ, ყოველ ხუთშაბათს თავად მახსენებს - ბებო, დღეს „იზრუნეა“ და არ დაგვავიწყდესო.



- პროექტში მონაწილეობისთვის ბავშვებს მუდმივად უწევთ გარკვეული ინფორმაციების მოძიება, კლასგარეშე ლიტერატურის კითხვა, სხვაგვარად ვერც წიგნიერების დღისთვის მოემზადებიან და ვერც შემაჯამებელი ტესტირებისთვის... ბარბარეს უყვარს წიგნების კითხვა?

- საერთოდ, ძალიან მოწესრიგებული გოგონაა, უყვარს სწავლა და დამოუკიდებლად მუშაობს. კლასგარეშე ლიტერატურასაც კითხულობს და წარმოიდგინეთ, ძალიან მოეწონა რევაზ ინანიშვილის მოთხრობები. Izrune.ge-ს დიპლომი კი მისთვის უმნიშვნელოვანესია, მუდმივად ცდილობს საკუთარი სიხარული და წარმატება არა მხოლოდ ოჯახის წევრებს, მეგობრებსაც გააგებინოს; ჩვენ ვგრძნობთ პროექტის მზრუნველობას და ბარბარესთან ერთად, მეც მოსწავლე  გავხდი.



პატარა ბარბარემ კი გვითხრა, რომ მიუხედავად იმისა, ახლა სოფელშია და ოჯახი ზედმიწევნით ასრულებს თვითიზოლაციის წესებს, მოწყენის უფლებას თავს მაინც არ აძლევს და ამაში izrune.ge-ც ეხმარება.

ბარბარე გელენიძე: „ძალიან მომწონს izrune.ge   და უკვე დიდი ხანია ჩართული ვარ... მომწონს ყველაფერი - კითხვებიც, დიპლომებიც, მომწონს, საკუთარი ცოდნის შემოწმების საშუალება რომ მაქვს... იცით, დიპლომს რომ ვიღებ, ძალიან მიხარია და პირველ რიგში ბებოს ვახარებ ხოლმე, შემდეგ კი დედას. თამაშიც მიყვარს, თოჯინებით ვთამაშობ და რომ გავიზრდები, მინდა, ექიმი გამოვიდე, რომ ჩემნაირი პატარა ბავშვები ავად აღარასოდეს გახდნენ და ახლა რომ ვირუსია, მსგავსი აღარ გავრცელდეს. მინდა, ყველა ჯანმრთელი იყოს“.
 

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებელთა 13 საგნის გამოცდის შედეგები ცნობილია

სკოლების ვალდებულება, რომელიც 1-ელ სექტემბრამდე უნდა შეასრულონ

პედაგოგთა რეგისტრაციასთან დაკავშირებით მასწავლებლის სახლი ინფორმაციას ავრცელებს

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

კურსდამთავრებულები ქართული ენის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე (1+4) აპირებენ სწავლის გაგრძელებას

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება