სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სამასწავლებლო

„თუკი ჩვენი სიტყვა ჯერ კიდევ რაღაცას წარმოადგენს - სჯობს, არ გაუქმდეს წინა გამოცდის შედეგები“ - რას ფიქრობენ პედაგოგები
03-04-2020
-
+


განათლების სამინისტროსა და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ, რეგისტრაციის შესახებ გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ პედაგოგებს, რომლებიც ზაფხულში გამოცდაზე გავლენ, წინა ტესტირების შედეგი არ შეუნარჩუნდებათ - პრაქტიკოსი მასწავლებლის მიერ საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის ყოველი შემდგომი დადასტურება აუქმებს პრაქტიკოსი მასწავლებლის მიერ იმავე საგანში საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურებისას მიღებულ შეფასებასა და შესაბამის კრედიტქულებს.

როგორც Etaloni.ge-სთან  მასწავლებლის სახლის ხელმძღვანელმა, ბერიკა შუკაკიძემ განმარტა, ცვლილებები ჯერ მთავრობამ უნდა დაამტკიცოს: „დოკუმენტი, რომელშიც აღნიშნულ ცვლილებაზეა საუბარი, წარდგენილია  დასამტკიცებლად. მანამდე მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს არ აქვს უფლება წინსწრებით გააკეთოს განაცხადი.როგორც მთვარობა დაამტკიცებს ცვლილებებს, მასწავლებლის სახლი შესაბამისად იმოქმედებს. მთავრობა რა დადგენილებასაც მიიღებს, იმის მიხედვით მოხდება მასწავლებლების შედეგების შენარჩუნებაზე საუბარი. ინიციატივა კარგა ხანია წარდგენილია დასამტკიცებლად და იმედი გაქვს, რომ უახლოეს პერიოდში განიხილება“.

რა გადაწყვეტილებას მიიღებს მთავრობა მაშინ, როდესაც ქვეყანა ეპიდემიის ზღვარზეა, რთული საპროგნოზოა, მანამდე კი Etaloni.ge საჯარო სკოლების პედაგოგებს გაესაუბრა, რომლებიც გამოცდაზე გასვლას გეგმავენ და გამოცდის შედეგების გაუქმების შესახებ საკუთრი პოზიცია დააფიქსირეს:

თეა კარტოზია, სამტრედიის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:

ზოგადად, ცოტა მიკვირს, რატომ უჭირთ მასწავლებლებს კრედიტების მიღება და წინა შედგების გაუქმების შემთხვევაში,  რას შეძლებენ, ნამდვილად ვერ გეტყვით. მასწავლებლებს მის შიში ექნებათ, ძველი შედეგები არ გაუუქმდეთ, ამას ემატება სტრესი, რომელშიც ახლა ყოველი ჩვენგანია და საბოლოოდ, ყველაფერი ერთად, კარგ შედეგამდე არ მიგვიყვანს. წარმატებას ვუსურვებ ყველა მასწავლებელს, თუმცა გადაწყვეტილება ნამდვილად არ მომეწონა - უფრო ინერვიულებენ და ეს ალბათ იმოქმედებს გამოცდის შედეგზეც.

მაია მიქაცაძე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხრეითის N2 საჯარო სკოლის პედაგოგი:

უმჯობესია, არ გაუქმებულიყო წინა შედეგები, თუმცა გადაწყვეტილებაზე ჩვენ როგორ ვიმოქმედებთ. თუ გაუქმდება რა გაეწყობა... ფაქტია - ეს მეტი სტრესი იქნება პედაგოგებისთვის, მით უმეტეს, არსებულ სიტუაციაში, როდესაც  ყველანი დაზაფრულები ვართ. ასე რომ, თუკი ჩვენი სიტყვა ჯერ კიდევ რაღაცას წარმოადგენს - სჯობს, არ გაუქმდეს.

ნადეჟდა თავართქილაძებათუმის N29 საჯარო სკოლის პედაგოგი:  

კი ბატონო, რა გაეწყობა... კარგი იქნებოდა, თუ სასიკეთო ნაბიჯი გადაიდგმებოდა პედაგოგებისათვის... ზოგადად, უკეთესი იქნება, თუ შეგვინარჩუნებენ ძველ შედეგებსაც. ისეთი სიტუაციაა, რა მოხდება, არავინ იცის, მთელი დღეა, ონლაინ-გაკვეთილებს ვატარებ და როდის უნდა შევძლო მომზადება?!

თორნიკე კურტანიძე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის, სოფელ ღორეშას საჯარო სკოლის პედაგოგი:

კანონის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რომელ გამოცდასაც აბარებ და რა ქულასაც მიიღებ, ის უნდა დაიწეროს, თუმცა ძველსაც თუ დაგვიტოვებდნენ, კარგი იქნებოდა... ზოგადად, წინააღმდეგი ვარ ამ გამოცდების და სავალდებულო რომ არ იყოს მონაწილეობას არც მივიღებდი.

ქეთევან ლორთქიფანიძე, მარლენ ბარამიას სახელობის, სამტრედიის N6 საჯარო სკოლის პედაგოგი:

წელს გამოცდა ისედაც უნდა ჩაგვებარებინა, ასე რომ, სიახლე არაა, გამოცდაზე გასვლა რომ გვიწევს... თუმცა  კარგი იქნებოდა, წინა შედეგები დაეტოვებინათ და ქულები შენარჩუნებულიყო. ვნახოთ რას გადაწყვეტენ.

ფატი ნოზაძე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის, სოფელ უბისის საჯარო სკოლის პედაგოგი:

ძალიან რთულია წინასწარ საუბარი და ზოგადად, როგორ მოვახერხებ გამოცდაზე გასვლას, ვერ გეტყვით. წინა შედეგების იმედი დიდად არც მქონდა, წელს მეტს ველოდი, მარგამ შექმნილი სიტუაცია მომზადების საშულებას არ მაძლევს - მუდმივად ონლაინ-გაკვეთილებზე ვართ გადართულები. ჩემი შვილი მოსწავლეა, ერთი ტელეფონით ვსარგებლობთ და ხან მე უნდა ჩავერთო ბავშვებს, ხან ბავშვი უნდა ჩაერთოს თავის მასწავლებლებს. ამ სიტუაციაში გამოცდისთვის მომზადება წარმოუდგენელია.

თინა ჩაკვეტაძე,  მარტვილის მუნიციპალიტეტის, სოფელ ბანძის საჯარო სკოლის პედაგოგი:

როგორი მდგომარეობა გვაქვს, ყველამ ვიცით - სახლში ვართ გამოკეტილები და ვაი, ასეთ ყოფას. ჯერ ფსიქოლოგიურად ისეთ დღეში ვართ, არ მგონია ვინმე ახერხებდეს გამოცდისთვის მეცადინეობას. იმაზე ვართ ორიენტირებულები, შვილებიც და საკუთარი თავიც დავიცვათ.  ვერც ტრენინგს გავდივართ, ვერც ვემზადებით. პრობლემა ისაა, არ ვიცით, როდის ჩატარდება და როგორ... მასწავლებლის გამოცდასაც ონლაინ ხომ ვერ ჩაატარებენ...  სამ თვეში რა იქნება, ამაზე ვერავინ ვერაფერს იტყვის, ახლა თავდაყირა დადგა ყველაფერი და თავადაც ყოველდღე რომ ცვლიან გადაწყვეტილებებს, ეს ძალიან ცუდია.

ინგა გიორგაძე, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ წიწკანაანთსერის საჯარო სკოლის პედაგოგი:

ძალიან მაღალი ქულა არ მქონდა, მაგრამ თუ წინა გამოცდის შედეგები გაუქმდება, ცუდი იქნება. პედაგოგებს მოტივაციაც დაეკარგებათ... თუ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რა ვიზამთ?!

მედეა მალანია, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგებერაოს საჯარო სკოლის პედაგოგი:

წინააღმდეგი ვარ, წინა გამოცდის შედეგები გაუქმდეს... დარწმუნებული ვარ, ბევრი ფიქრობს ასე. ძალინ ცუდ შედეგამდე მივალთ, გამოდის, კრედიტები წყალშია გადაყრილი? არადა, ისინი ჩვენთვის ხომ არ უჩუქებიათ? - დიდი შრომის შედეგად მოიპოვეთ და მათი გაუქმება, შრომის წყალში გადაყრაა. მით უმეტეს, არსებულ სიტუაციაში პედაგოგებისთვის ფეხის დაჭერა მგონი, არ ივარგებს.

მიხეილ ჩხაიძე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ მამათის საჯარო სკოლის პედაგოგი:

მგონი, ცუდი იქნება წინა გამოცდის შედეგების გაუქმება. ახლა მით უმეტეს, ყველა ონლიან-გაკვეთილებზეა გადართული, თუმცა გაურკვევლია, მე, სპორტის პედაგოგმა, რა ვქნა - სახლში დამჯდარი სპორტი ვის გაუგია?

გიული იაკობიძე, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ივერიის საჯარო სკოლის პედაგოგი:

ძალიან ცუდია, წინა გამოცდის შედეგების გაუქმება თუ გადაწყდება... ამ სიტუაცაციში ხალხი ისედაც დასტრესილია და დამატებით სტრესი, ალბათ, არ იქნება მისაღები.

 


კომენტარები


ეტალონი

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

სიახლეები

რესურსცენტრების ხელმძღვანელები მასწავლებლებად ისევ დასაქმდებიან (?) - გამონაკლისზე სამინისტრო მუშაობს

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

საჯარო და სკერძო სკოლების სია, რომლებშიც მოსწავლეებს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სწავლა შეუძლიათ

განათლების სამინისტროს დაევალა - 100 ათას ლარიან დახმარებას სასულიერო აკადემია მიიღებს

სტუდენტების საყურადღებოდ - განათლების მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები

მოსწავლეებმა წარმოადგინეს საინტერესო და მრავალფეროვანი პრეზენტაციები

ღონისძიების დასასრულს, მონაწილეებსა და გამარჯვებულ გუნდს სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ

პატარებმა არა მხოლოდ გაიაზრეს „დედაენის“ მოთხრობები, არამედ თავადვე გარდაისახნენ საყვარელი გმირების პროტოტიპებად

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე წარდგნენ ლამაზი ნომრებით

საინტერესო

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

„მასწავლებლები აღნიშნავენ, რომ ისინი დატვირთულნი არიან - არა თავად სწავლებით, არამედ მზარდი არაძირითადი ამოცანების შესრულებით“

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება