სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

უმაღლეს სასწავლებლებს სწავლების მეთოდის ასარჩევად 5-დღიანი ვადა აქვთ - რას ითვალისწინებს მთავრობის დადგენილება?
01-04-2020
-
+


საგანგებო მდგომარეობის პირობებში, უმაღლეს სასწავლებლებს სწავლების მეთოდის ასარჩევად 5-დღიანი ვადა აქვთ. აღნიშნულს საქართველოს მთავრობის 205-ე დადგენილება ითვალისწინებს. 

დოკუმენტის თანახმად, სასწავლებლებმა, 6 აპრილამდე სასწავლო პროცესის დისტანციური/ელექტრონული ფორმით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებების გამოყენებით განხორციელების, მათ შორის, კურიკულუმის დაგეგმვის, სასწავლო პროცესის ორგანიზებისა და ადმინისტრირებისთვის საჭირო მიდგომებისა და მეთოდების გამოყენების თაობაზე ინფორმაცია სსიპ „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს“ წერილობითი ფორმით უნდა მიაწოდოს.

ამასთან, საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ სასწავლო პროცესი კონკრეტული წესებით უნდა განხორციელდეს. 

„კერძოდ, სასწავლო პროცესი წარიმართოს დისტანციურ რეჟიმში, ელექტრონული ფორმით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებების გამოყენებით (ასეთის შესაძლებლობის შემთხვევაში).

დისტანციური/ელექტრონული ფორმით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებებით განხორციელებული სასწავლო პროცესის ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით რეკომენდებულია, უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა იხელმძღვანელონ ევროპის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ასოციაციის (ENQA) მიერ 2018 წელს შემუშავებული ელექტრონული სწავლების შიდა ხარისხის უზრუნველყოფის სახელმძღვანელო პრინციპებით.

თითოეულმა უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ უზრუნველყოს ელექტრონული სწავლების აპლიკაციის/პლატფორმის შერჩევა და გამართულად გამოყენება, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება სასწავლო პროცესის ინტერაქტიულად წარმართვა. უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ, დისტანციური სწავლების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, შეიმუშაოს ელექტრონული სწავლების შერჩეული აპლიკაციის/პლატფორმის გამოყენებასთან დაკავშირებული ინსტრუქცია/ვიდეოგზამკვლევი და უზრუნველყოს სტუდენტებისა და პერსონალისთვის გაცნობა“, - წერია დადგენილებაში.

როგორც დადგენილებაშია ნათქვამი, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ, უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ ლექტორის მიერ შერჩეული ფორმით, სრულად უზრუნველყოს უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობა დისტანციური სწავლების მიღმა დარჩენილი სტუდენტებისთვის: 

„სწავლის წარმართვის პროცესში სტუდენტებთან კომუნიკაცია უნდა განხორციელდეს მათი საჭიროებების გათვალისწინებითა და მათი პირადი სივრცის პატივისცემის პრინციპის დაცვით. დადგენილების ამოქმედებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს (შემდგომში – ცენტრი) წერილობითი ფორმით მიაწოდოს ინფორმაცია სასწავლო პროცესის დისტანციური/ელექტრონული ფორმით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებების გამოყენებით განხორციელების, მათ შორის, კურიკულუმის დაგეგმვის, სასწავლო პროცესის ორგანიზებისა და ადმინისტრირებისთვის საჭირო მიდგომებისა და მეთოდების გამოყენების თაობაზე.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობის ელექტრონული ფორმით, დისტანციური წესით განხორციელების მიზნით, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში კოლეგიური ორგანოების საქმიანობა (მათ შორის, აკადემიური საბჭოს, წარმომადგენლობითი საბჭოს, ფაკულტეტის საბჭოს, სტუდენტთა თვითმმართველობების, სადისერტაციო საბჭოებისა და სხვა) განხორციელდეს დისტანციურად, ადმინისტრაციული წარმოებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების დაცვით (გადაწყვეტილებების მიღებისათვის კვორუმის დადგენა, ხმის მიცემა, ოქმის წარმოება და სხვა)“.

დოკუმენტი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულების პირობებსაც ითვალისწინებს. დადგენილების თანახმად, ყველა პირი უნდა გადავიდეს დისტანციური მუშაობის რეჟიმზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კონკრეტული პოზიციის/თანამდებობის პირის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე ყოფნა/გამოცხადება დაკავშირებულია ამ პოზიციის/თანამდებობის სპეციფიკასთან.

„ამ პირების მიერ საქმიანობა ხორციელდება საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი მითითებების/რეკომენდაციების დაცვით. ამ მუხლით გათვალისწინებული დებულებების შესრულებაზე პასუხისმგებელია შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორი. ამ მუხლით გათვალისწინებული ფორმით სწავლის წარმართვის პერიოდში სტუდენტთა პერსონალური მონაცემების დაცვა ხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით“, - ნათქვამია დადგენილებაში. 

მთავრობის დადგენილებას პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აწერს ხელს და ძალაში ხელმოწერისთანავე შევიდა.

კომენტარები


ეტალონი

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

სიახლეები

განათლების სამინისტროს დაევალა - 100 ათას ლარიან დახმარებას სასულიერო აკადემია მიიღებს

სტუდენტების საყურადღებოდ - განათლების მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა

მაისში სკოლებისა და ბაღების დასვენების დღეები ცნობილია

პედაგოგების სახელფასო დანამატი მოსწავლის ნიშნებზე იქნება დამოკიდებული - „შედეგზე დაფუძნებული ანაზღაურების“ გეგმა ჰიუსტონის სკოლებში

გაიზარდა პროფესიების ჩამონათვალი, რომლებიც იშვიათად, დეფიციტურად და მაღალანაზღაურებადად ითვლება

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები

„მოსწავლეების შემოქმედებით გზავნილებს, დარწმუნებული ვართ, სასიკეთო შედეგები ექნება“

ღონისძიების ფარგლებში, ბავშვებმა დიდი მონდომებით წარმოადგინეს საყვარელი ავტორების მოთხრობები

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მე-10, მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლეები

საინტერესო

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

„მასწავლებლები აღნიშნავენ, რომ ისინი დატვირთულნი არიან - არა თავად სწავლებით, არამედ მზარდი არაძირითადი ამოცანების შესრულებით“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება