სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„თუ ბავშვები არ გიყვარს და არ გესმის მოსწავლეების, არაფერი გამოვა“ - როგორ ამხნევებს მე-60 სკოლის დირექტორი პედაგოგებსა და ბავშვებს
30-03-2020
-
+


შოთა მალაზონიამ სკოლა ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში დაამთავრა, შემდეგ იყო სახელმწიფო უნივერსიტეტში გაგრძელებული სწავლა, ისტორიის ფაკულტეტზე, პარალელურად საავიაციო ქარხანაში მუშაობდა, სადაც მუშაც გახლდათ, ზეინკალიც, ოსტატიც... მოგვიანებით, იყო 124-, 61-,62- საჯარო სკოლებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება სხვადასხვა პოზიციაზე; ვერც წინა ხელისუფლების უხეშ ჩარევას გადაურჩა საგანმანათლებლო სისტემაში, თუმცა 2014 წელს, დირექტორთა შესარჩევ კონკურსში კვლავ მიიღო მონაწილეობა და მას შემდეგ მე-60 საჯარო სკოლის დირექტორია. შარშან დოქტორის ხარისხიც მოიპოვა და წარმატებით უძღვება დიდკონტინგენტიან სკოლასა და ასევედიდკონტინგენტიან“ ოჯახს 3 შვილისა და ხუთი შვილიშვილის ბაბუა. როგორ უმკლავდება ქვეყანაში შექმნილ ვითარებას და ზოგადად როგორი დირექტორია? - Etaloni.ge- მე-60 საჯარო სკოლის ხელმძღვანელი, შოთა მალაზონია ესაუბრება.

- მიუხედავად იმისა, საგანმანათლებლო სისტემა და ზოგადად ჩვენი ქვეყანა ასეთი გამოწვევის წინაში აღმოჩნდა, მაინც იმედიანად ვარ და ასე ფიქრის საფუძველს ხელისუფლების გადაწყვეტილებები მაძლევს. გადავედით სწავლების ონლაინ-რეჟიმზე, ზედმიწევნით ვასრულებთ ყველა რეკომენდაციას, ვარეგისტრირებთ კლასებს...

- მორალურად როგორ ამხნევებთ პედაგოგებსა და მოსწავლეებს, ბატონო შოთა?  

- პირველ ყოვლისა, მოვუწოდებ, დაიცვან ყველა მოთხოვნა და რეკომენდაცია, რასაც ექიმები გვაძლევენ; ვუსურვებ ჯანმრთელობას და ვეუბნები, რომ მალე აუცილებლად დავბრუნდებით, ყველაფერი ჩვეულ კალაპოტში ჩადგება, ვაკონტროლებთ ვითარებას და როდესაც სასწავლო პროცესი აღდგება, ჩვენ მზად შევხვდებით. ჩავატარეთ დეზინფექცია, გვაქვს საწმენდი საშუალებების მარაგი, პედაგოგებიც აქტიურად არიან ჩართულები.

- რთულია სკოლის დირექტორობა?

- რა თქმა უნდა, ესაა უდიდესი პასუხისმგებლობა, თუმცა მთელი ცხოვრება ამ საქმეს ვემსახურები.

- როგორც ვიცი, ლექციებსაც კითხულობდით. ვისთან უფრო ადვილია ურთიერთობა -  მოსწავლეებთან თუ სტუდენტებთან?

- არც ერთთან არ მიძნელდება, მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ ცოტა ძნელია ურთიერთობა მშობლებთან, ზოგჯერ - მასწავლებლებთანაც; მოსწავლეები კი პატარები არიან, არ არიან ჩამოყალიბებულები და ვიტყოდი, მათთან ურთიერთობა მეტი პასუხისმგებლობაა.

- მკაცრი ხართ?

- არ მგონია... საერთოდ, არ მესმის იმ ადამინების, რომლებიც ამბობენ - ისეთი დირექტორი გვყავდა, რომ გაივლიდა, კედელს ვეკვროდითო.

- ადრე ასეთი სტერეოტიპი არსებობდა, ბატონო შოთა?

- ასეთი მიდგომის არ მჯერა იმიტომ, რომ ურთიერთობა უნდა იყოს აგებული ურთიერთგაგებაზე, სიყვარულზე, უმთავრესი კი ისაა, გიყვარდეს ბავშვები და საკუთარი საქმე; შეიძლება იყო კარგი სპეციალისტი, მარგამ თუ ბავშვები არ გიყვარს, არ გესმის მოსწავლეების, არაფერი გამოვა.

- ბატონო შოთა, ითქვა, მეთორმეტეკლასელებს რეალურად მერვე კლასის განათლება აქვთო. როგორც დირექტორი, რას იტყოდით ამის შესახებ?

- ასე ვერ ვიტყვი, რადგან არიან მოსწავლეები, რომლებიც ძალიან კარგად სწავლობენ და კარგ შედეგებსაც აღწევენ; თუმცა ამ შეფასებაში არის გარკვეული სიმართლე - მოსწავლეთა ნაწილი, დაწყებითი კლასების შემდეგ, დიდს ვერაფერს სძენს საკუთარ თავს, ამის გამომწვევი ბევრი ფაქტორია. ძველ დროს არ მივტირი, მაგრამ ფაქტია - ტესტურმა დავალებებმა ბევრი ცუდი  მოიტანა. არ არის მისასალმებელი, როცა მოსწავლე, რომელიც სკოლაში ვერ აღწევს წარმატებას, უმაღლეს სასწავლებელში ხვდება.

- ტესტებმა მოსწავლეები გააზარმაცა?

- ასე გამოდის... შედეგად კი ვიღებთ უამრავ უმუშევარ კადრს. ამიტომ საჭიროა, რეფორმა ბოლომდე მივიდეს, მოხდეს საგნების დიფერენცირება  და ის მოსწავლეები, ვისაც კარგი შედეგები არ აქვთ, წავიდნენ პროფესიულ სასწავლებლებში, რომლებიც აუცილებლად უნდა იყოს უფასო.   

- ესაა მიზეზი, რატომაც ბავშვებს საქართველოს ისტორია ნაკლებად აინტერესებთ?

- მეცხრე კლასს ვასწავლი და ხშირად მიწევს ზოგი მოსწავლისთვის ახსნა, რომ ეს მხოლოდ საგანი კი არა, ჩვენი ცხოვრების ნაწილია. არ მიყვარს თაობებს შორის შეჯიბრი, ვინ ცუდია, ვინ  იყო კარგი - ყველა თაობას თავისი კარგიც მოაქვს და ცუდიც; ისიც მესმის, პოლიტიკა რომ არ აინტერესებთ, მაგრამ თავისთავად სხვა მიდგომაა საჭირო, რათა გავაგებინოთ მოსწავლეებს, რომ საქართველოს ისტორიის სწავლა აუცილებელია.


კომენტარები


ეტალონი

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რა ვადა აქვთ მასწავლებელბს მოსწავლის შეფასების და დასწრების მონაცემის შესაცვლელად 

რა თანხის გადახდა მოუწევს სკოლას დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის დამატებისათვის

„ენობრივი მახეები“: 17 შეცდომა, რომლებსაც გაუცნობიერებლად ვუშვებთ 

პიროვნება

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

„ჩვენს მოსწავლეებს არ სჭირდებათ რეპეტიტორები - სკოლაში შექმნილია ყველა პირობა, რათა მათ სრულფასოვანი განათლება მიიღონ“...

ცხოვრების ახალი ეტაპის მოლოდინი თუ ამაგდარ პედაგოგებთან განშორების სევდა ერთმანეთს ერწყმის და კეთილ სურვილებსა და მადლიერების გრძნობაში ერთიანდება

მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩვენი უპირობო მხარდაჭერისა და სიყვარულის იმედი მუდამ შეუძლიათ ჰქონდეთ

სკოლები
 „კონკურსმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ სწავლა შეიძლება იყოს ერთდროულად შემეცნებითი, მხიარული და ემოციებით სავსე“
 

წლების განმავლობაში ნაშენები მეგობრობა სიყვარულის დღესასწაულად გადაიქცა

სასკოლო საზოგადოებამ ახალგაზრდებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცა

 „ბავშვებო თქვენ ჩვენი მომავალი ხართ“

სკოლაში დაბრუნებულ გოგონათა გუნდს საზეიმოდ დახვდნენ სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები
 
საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება