სიახლეები
სიახლეები

დისტანციური კვირის შეჯამება და 15 მნიშვნელოვანი სიახლე: რა შეიცვალა განათლების სფეროში?
29-03-2020
-
+


უკვე ორი კვირაა სკოლამ ონლაინ სივრცეში გადაინაცვლა და გაკვეთილები დისტანციურ რეჟიმში ტარდება. იმის გამო, რომ ამ ფორმატს უფრო დიდი დრო მიაქვს ვიდრე სასკოლო პროცესს, შესაძლოა აქტიურად ვერ მიადევნოთ თვალყური საგანმანათლებლო სივრცეში მიმდინარე სიახლეებს.

სწორედ, თქვენი ინფორმირებულობისთვის, „ეტალონი“ კვირის მნიშვნელოვან სიახლეებს აჯამებს:

კვირის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე აბიტურიენტებისთვის გახდა ცნობილი. განათლების სამინისტრომ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის ვადა 1 თვით და შესაბამისად, 30 აპრილამდე გაახანგრძლივა.

მოგეხსენებათ, შეჩერებულმა სასწავლო პროცესმა, გარკვეული დაბნეულობა გამოიწვია აბიტურიენტებში. მათ აღარ იციან გააგრძელონ თუ არა მომზადება ჩასაბარებელ საგნებში, რადგან უმრავლესობას აწუხებს, ეროვნული გამოცდების თარიღის გადადება-არგადადების საკითხი. ამ კითხვით „ეტალონსაც“ არაერთი მეთორმეტე კლასელი მომართავს. სწორედ მათთვის, დამატებითი განმარტების გაკეთება მოუწია განათლების მინისტრ მიხეილ ჩხენკელს, რომელმაც განაცხადა, რომ თარიღის ცვლილება რეგისტრაციისგან განსხვავებით გამოცდებს არ ეხება.

ამ კვირაშივე გავრცელდა მასწავლებლებისთვის ორ ყველაზე საინტერესო საკითხზე ინფორმაცია. ერთი შეეხება მასწავლებელთა გამოცდებს, ხოლო მეორე კი 5-კრედიტიან ტრენინგს პრაქტკიკოსებისთვის.

პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია 30 მარტს დაიწყება და 30 აპრილამდე გასტანს. ამასთან, წინასაგამოცდო პერიოდში, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აპლიკანტებს ონლაინ კონსულტაციების გავლას შესთავაზებს. ყოველ ხუთშაბათს,13:00 საათიდან 16:00 საათამდე მსურველებს ცენტრის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე შესაძლებლობა ექნებათ, პასუხი ყველა კითხვაზე მიიღონ.

აღსანიშნავია, ისიც, რომ რეგისტრაციის შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ, რომლის მიხედვითაც, აპლიკანტს წინა გამოცდის შედეგი უუქმდება, ეჭქვეშ დააყენა მასწავლებლის სახლის მიერ იანვარში გავრცელებული სიახლე. მაშინ, მასწავლებლის სახლის ხელმძღვანელმა „ეტალონთან“ განაცხადა, რომ პედაგოგებს, რომლებიც საგნის ტესტირებაზე მეორედ გავიდოდნენ, წინა გამოცდის ქულები შეუნარჩუნდებოდათ და მათგან უფრო მაღალი შედეგის არჩევის საშუალება ექნებოდათ. ჩვენ ინფორმაცია ამჯერადაც, მასწავლებლის სახლში გადავამოწმეთ. ბერიკა შუკაკიძის განმარტებით, ცვლილება მხოლოდ საქართველოს მთავრობის დამტკიცების შემდეგ ამოქმედდება. ცვლილებათა პაკეტი კი უწყებას მთავრობაში უკვე წარდგენილი აქვს.  

მთავრობის მიერ დასამტკიცებელია 5-კრდიტიანი ტრენინგის ჩატარების თარიღიც. სწორედ ამ ერთადერთი მიზეზით ხსნიან აღნიშნული ტრენინგის გაჭიანურებას მასწავლებლის სახლში და ამბობენ, რომ ეს ვადა კვლავ გაურკვეველი რჩება.  

საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების წესში ცვლილება შევიდა.  მინისტრის ბრძანების მიხედვით, ცალკე განიმარტა სპეციალური მასწავლებლის შრომის ანაზღაურების გაანგარიშების გზაც.

ცვლილება შევიდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და სტატუსის შეჩერების წესის დამტკიცების შესახებ ბრძანებაშიც. მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით, განისაზღვრა შემთხვევები, რა დროსაც მოსწავლეს სტატუსი ავტომატურად უჩერდება, ამავე დროს დადგინდა თუ რა ვალდებულებები ეკისრება სკოლას.

მორიგი სიახლე ზოგადი განათლების შესახებ კანონში პრეზიდენტის ხელმოწერით დაკანონდა. სალომე ზურაბიშვილის ბრძანებით, საჯარო სკოლის დირექტორს უფლებამოსილება შეუწყდება თუკი წლის განმავლობაში 2 წერილობით გაფრთხილებას მიიღებს. ამავე დოკუმენტში გაწერილია სამეურვეო საბჭოს დათხოვნის წესებიც.

2020 წლის აკადემიურ წლად გამოცხადების თაობაზე მოუწია განმარტების გაკეთება განათლების სამინისტროს, რომელმაც უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია. აკადემიური წლის გამოცხადება კი პრაქტიკულად, სწავლის ერთი წლით შეჩერებასა და ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო პროგრამის ერთი წლით გადავადებას ნიშნავს.

ამ დღეებშივე მიიღეს სკოლებმა განათლების სამინისტროსგან დავალება, რომელიც  ინტერნეტისა და კომპიუტერული მოწყობილობის შესახებ ინფორმაციის შეგროვებას გულისხმობდა. სკოლებმა განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (eschool)-ში უნდა აესახათ შემდეგი ინფორმაცია: აქვს თუ არა ინტერნეტი და კომპიუტერული მოწყობილობები მოსწავლეებს, რა სახის ინტერნეტი აქვს და ა.შ. ერთ-ერთი პედაგოგისთვის სკოლის მიერ გაგზავნილი კითხვარი იხილეთ აქ:

სსსმ მოსწავლეების დისტანციური სწავლებისთვის განათლების სამინისტრომ რეკომენდაციები შეიმუშავა. დისტანციური სწავლებისას სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებს მასწავლებლები სპეციალურად შემუშავებული რეკომენდაციებით ასწავლიან. უფრო კონკრეტულად სიახლეს გაეცანით ბმულზე.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის სასკოლო სახელმძღვანელოები, მათ შორის მასწავლებლისა და მოსწავლის წიგნებისა და რვეულების ელექტრონულ ვერსიები სრულიად უფასოდ არის ხელმისაწვდომი. უწყების განმარტებით, მოსწავლეებსა და მასწავლებლებს გრიფირებული სასკოლო სახელმძღვანელოების ელექტრონულ ვერსიებზე უფასო წვდომა გამომცემლობებმა შესთავაზეს.

მასწავლებლებს დისტანციური გაკვეთილის მინიმალური დრო განესაზღვრებათ - ასეთი იყო სიახლე, რომელიც მასწავლებლებმა ეკატერინე დგებუაძისგან შეიტყვეს. მინისტრის მოადგილის განმარტებით, სამინისტრო მხოლოდ მინიმალურ დროს დაადგენს, მაქსიმალური ხანგრძლივობა კი თავად მასწავლებელზე იქნება დამოკიდებული. თუმცა კვირა ისე დასრულდა, კონკრეტული დოკუმენტი არ გამოქვეყნებულა და ოფიციალური ინფორმაცია სავარაუდოდ, მომავალ კვირაშ გახდება ცნობილი.

სასწავლო პროცესი შესაძლოა აპრილის ბოლოს ვერ განახლდეს - ეს ვარაუდი პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კვირის დასაწყისში გამოთქვა. მისი განმარტებით, აღნიშნული მოცემულობა სიტუაციის ობიექტურად შეფასების შემთხვევაში გამორიცხული არ არის.

და ბოლოდ, კვირის დასაწყისში ამოქმედდა ყველა შეზღუდვა, რომელიც განათლების სფეროში პრემიერ-მინისტრის ხელმოწერით დამტკიცდა. შეგიძლიათ კიდევ ერთხელ გადაავლოთ თვალი ამ აკრძალვებს ბმულზე:  


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
სკოლებში დარღვევებზე აღირცხვის ფორმა შეივსება - რა ინფორმაციას უნდა შეიცავდეს დოკუმენტი
მანდატურებმა ტრენერთა ტრენინგი გაიარეს - დეტალები
პიროვნება
„მასწავლებლებს იმ ტრენინგებში, რაც მათ საჭიროებებზე არაა მორგებული, დროს არ დავაკარგვინებდი“
„დღეს რომ ასეთი წარმატებული ვარ, დირექტორისა და არაჩვეულებრივი პედაგოგიური გუნდის დამსახურებაა“
ღვთის წყალობით,  მეუფე მექლისედეკის ლოცვა კურთხევითა და ჩვენი პედაგოგების მუხლჩაუხრელი შრომით კვლავაც გავაგრძელებთ ერისა და ეკლესიის სასიქაუდლო და საამაყო მამულიშვილების აღზრდას
სკოლები
სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის დღე ემოციებით დატვირთული, შთაბეჭდილებებით აღსავსე და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა
მოსწავლეებმა, თავიანთი ხელებით შექმნეს მისალოცი ბარათები, ემოციური წერილები დაწერეს და საჩუქრად პედაგოგებს გადასცეს
წარმოდგენა განსაკუთრებით დასამახსოვრებელი გახადა, მოსწავლეთა ემოციურმა და გულწრფელმა სიტყვებმა
სკოლა ამაყია მოსწავლის მიღწევით, მას წინსვლასა და წარმატებას უსურვებს
პროექტი ეხება მოსახლეობაში საგანგებო სიტუაციებისა და პირველადი გადაუდებელი დახმარების შესახებ ცნობიერების ამაღლებას
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
ინგლისში, თანხის დაზოგვის მიზნით, სკოლებმა, შესაძლოა, მასწავლებლები შეამცირონ - რამ გამოიწვია კრიზისი?
„ეს არის პედაგოგების ძარცვა - მთავრობა სკოლებში უფასო შრომას ეყრდნობა“
სიახლეები
საზოგადოება