სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

შეფერხებები და ხარვეზები, რომლებიც ონლაინ სწავლებისას გამოიკვეთა - რა პრობლემებით მიმართავენ პედაგოგები განათლების სამინისტროს?
30-03-2020
-
+


საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა, კორონავირუსთან ბრძოლის პირობებში სკოლები დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ. ონლაინ გაკვეთილებისთვის მოუმზადებლები აღმოჩნდნენ როგორც პედაგოგები, ასევე მოსწავლეები და თავად სახელმწიფოც.

მასწავლებლები მაქსიმალურად ცდილობენ, მოსწავლეებს მიაწოდონ საჭირო ინფორმაცია, შეუმოწმონ დავალებები, იყვნენ სულ კონტაქტზე მათთან და ნებისმიერი შეფერხების დროს დაეხმარონ, თუმცა, მიუხედავად ამისა, შეფერხებები და ხარვეზები ონლაინ სწავლებისას მაინც აქტუალურია. 

ეტალონი ათეულობით სკოლას დაუკავშირდა და შეეცადა გაერკვია, რა პრობლემებით მიმართავენ ისინი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს. როგორც სკოლებთან საუბარში გავარკვიეთ, ძირითადად, ერთნაირი პრობლემები აქვთ და თქვენც გაგაცნობთ მათი პასუხებიდან შეჯამებულ შეფერხებებს. 

ყველაზე ხშირად პედაგოგების მუშაობას 5 მიზეზი აფერხებს:

  • ინტერნეტთან დაკავშირებული ხარვეზები;
  • მოსწავლეები წასული არიან რაიონებში და კომუნიკაციის საშუალებები არ აქვთ;
  • უფროსკლასელები ონლაინ გაკვეთილებს არ ეკიდებიან სერიოზულად;
  • მხოლოდ ინტერნეტი არაა საკმარისი, მასწავლებლებს უწევთ სატელეფონო კომუნიკაციაც.
  • ბევრ მოსწავლეს არ აქვს საჭირო საკომუნიკაციო ტექნიკა.

„უფროსკლასელები არ აქტიურობენ, დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები უფრო ჩართულები არიან ონლაინ გაკვეთილებში. ზოგიერთ მოსწავლეს მართლაც აქვს ინტერნეტის პრობლემა, ზოგი კი იმიზეზებს. ჩემი მოსწავლეების უმეტესობა მშობლებმა ქალაქიდან გაიყვანა, რაიონებში კი დაკავშირება ვერ ხერხდება. ასევე გამოიკვეთა პრობლემა, რომ ბავშვებს არ აქვთ კომპიუტერი ან ლეპტოპი, ასეთ შემთხვევაში გვიწევს ტელეფონით დაკავშირება, თუმცა ამ მეთოდით ხარისხიან განათლებას, რა თქმა უნდა, ვერ იღებენ. ბავშვებს „ფეისბუქით“ კონტაქტი უფრო მოსწონთ, მაგრამ იკრძალება ამ სოციალურ ქსელში დაწყებითი კლასის მოსწავლეების დარეგისტრირება. რაც შეეხება „თიმსის“ პროგრამას, ძალიან გადატვირთულია და გვიწევს დიდხანს ლოდინი, თუმცა ეს პროგრამა იმდენად მარტივია, რომ არც ასაკოვან მასწავლებლებს უჭირთ, რომლებსაც ნაკლებად აქვთ კომპიუტერული უნარ-ჩვევები. საქმეს ისაც გვიმარტივებს, რომ youtube-ზე არის ატვირთული ინსტრუქცია, რომელიც გვიადვილებს მუშაობას. დისტანციურ სწავლებაში ძირითადი ხარვეზები ინტერნეტს უკავშირდება“,- ამბობს თბილისის საჯარო სკოლის ერთ-ერთი პედაგოგი ეტალონთან საუბარში.

როგორც ჩანს, დისტანციური გაკვეთილებისთვის საჭირო რესურსი ჯერჯერობით ქართულ ოჯახებს არ აქვთ, თუმცა მთავრობა ამის ხელშესაწყობად გარკვეულ ნაბიჯებს დგამს. სამინისტრომ უკვე გამოითხოვა სკოლებიდან ინფორმაცია, თუ რომელ მოსწავლეს აქვს ინტერნეტის ხარვეზი და ვის როგორი კომპიუტერული მოწყობილობა გააჩნია. მათი კითხვარის პასუხებში, ჩვენს მიერ დასახელებული პრობლემებიც დიდი ალბათობით უმრავლესობის პასუხებში მოხვდა. 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

საბავშვო ბაღების სია ცნობლია - რა საკითხებს განიხილავენ სპეციალურ საბჭოზე 

როდესაც სწორად შერჩეული თანამედროვე ტექნოლოგიები, სკოლა და ოჯახური მზრუნველობა ერთიანდება, წარმატება გარდაუვალია

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

მოსწავლეები ერთთმანეთს სხვადასხვა სპორტულ თამაშებში შეეჯიბრნენ

სასწავლო წლის განმავლობაში მიღებული ცოდნა და შთაბეჭდილებები მოსწავლეებმა საინტერესო და შემეცნებითი ექსკურსიით დააგვირგვინეს

 

 

 

საინტერესო
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება