სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დუისის საჯარო სკოლა ონლაინ-სწავლებაზე გადავიდა
26-03-2020
-
+


ახმეტის მუნიციპალიტეტის, დუისის საჯარო სკოლა სასწავლო პროცესს დისტანციურ რეჟიმში აგრძელებს.

სკოლა მშობლებს მოუწოდებს, პედაგოგებთან მუდმივი კომუნიკაცია იქონიონ, რათა მოსწავლეებთან ონლაინრეჟიმში მუშაობის პრობლემა არ შეიქმნას.

„საქართველოში კორონა ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, სამინისტროს რეკომენდაციის გათვალისწინებით, გადავდივართ ონლაინ-სწავლების რეჟიმზე, რაც იძულებითია და არა ჩვენი ნება. ასეთი კრიტიკული სიტუაციის დროს ჩვენი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენი მოსწავლეების ჯანმრთელობა კი ყველაზე მთავარია ჩვენთვის.

ონლაინ სწავლების პრაქტიკა ზოგიერთი ჩვენი კლასისა თუ მოსწავლისთვის არაა სიახლე, გვაქვს ამის გამოცდილება, მაგალითად EDMODO-ს ვირტუალური საკლასო ოთახის გამოყენება ონლაინ სწავლების დროს, რომელიც არის უსაფრთხო საგანმანათლებლო სოციალური ქსელი მოსწავლეებთან და მშობლებთან საკომუნიკაციოდ. მისი დადებითი მხარე არის ის, რომ მშობელს შეუძლია სახლიდან გაუსვლელად აკონტროლოს შვილის პროგრესი, თუმცა ამის გამოყენება არ იყო ყოველდღიური. ახლა მთლიანად დისტანციურ სწავლებაზე გადავდივართ, რაც მოითხოვს, მშობლების განსაკუთრებულ ჩართულობას და ყურადღებას, ტექნიკური მხარის და ინტერნეტის გამართულობას. 

ყოველ საჭირო მითითებას და ინსტრუქციას მიიღებთ ელექტრონულ ფოსტაზე ან ZOOM MEETING-ის საშუალებით, სადაც უკვე დარეგისტრირებულები ხართ და შექმნილია კლასის ჯგუფები. ZOOM MEETING-ის საშუალებით შეძლებთ მუდმივ რეჟიმში იქონიოთ კომუნიკაცია დამრიგებლებთან და პედაგოგებთან. განსაკუთრებით გთხოვთ მშობლებს, ითანამშრომლეთ ჩვენთან და ერთად შევუწყოთ ხელი ჩვენი შვილების განათლებას. წინასწარ გიხდით მადლობას თანამშრომლობისთვის. ჯანმრთელობას გისურვებთ! ერთად ყველაფერი გამოგვივა“, - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება