სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ხოფურის საჯარო სკოლა მუშაობას დისტანციურ რეჟიმში აგრძელებს
24-03-2020
-
+


ლენტეხის მუნიციპალიტეტის, ხოფურის საჯარო სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები სწავლა-სწავლებას დისტანციურ რეჟიმში აქტიურად აგრძელებენ.

მასწავლებლები, ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე, მშობლების დახმარებით მოსწავლეებს აწვდიან შესაბამის მასალებს როგორც საგნობრივი, ასევე ზოგადი განათლების გასავითარებლად.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, გახანგრძლივებული არდადეგების პირობებში, განათლების სამინისტროს რეკომენდაციიდან გამომდინარე, ხოფურის საჯარო სკოლის პედაგოგები შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ უზრუნველყონ ხელმისაწვდომი დისტანციური კომუნიკაციის არხების გამოყენება მოსწავლეებისთვის საგანმანათლებლო-შემეცნებითი რესურსების მიწოდების მიზნით.

„ჩემი სკოლის პედაგოგებმა გარდა იმისა,რომ აქვთ მუდმივი სატელეფონო კონტაქტი მოსწავლეებთან და მშობლებთან,საგნებისა და კლასების მიხედვით შექმნეს ონლაინ (facebook) დახურული ჯგუფები,რომლის საშუალებითაც ყველაზე ეფექტურად ახერხებენ ონლაინ სწავლა-სწავლების პროცესის გაგრძელებას, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მათ უწყვეტი რეჟიმისა და აქტიური თანამშრომლობისათვის“,- აღნიშნა სკოლის დირექტორმა.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება