სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

იამზე ბუჩუკური, პედაგოგი 20 წლიანი გამოცდილებით: „საბოლოო მიზანი მოსწავლეების პიროვნული თვისებებისა და ღირებულებების ჩამოყალიბებაა“
13-03-2020
-
+


უკვე 20 წელია თბილისის N61 საჯარო სკოლაში ქიმიას ასწავლის და როგორც Etaloni.ge-ს გაუმხილა, გული სწყდება, საბუნებისმეტყველო საგნები ნაკლებად პოპულარული რომაა. წლების წინ სამედიცინო განათლების მიღებას აპირებდა, თუმცა საბოლოოდ პედაგოგად შედგა. რატომ გააკეთა არჩევანი მასწავლებლობის სასარგებლოდ და როგორ ამაყობს საკუთარი მოსწავლეებით იამზე ბუჩუკური, ამას Etaloni.ge-სთან ინტერვიუდან შეიტყობთ.

- თითქმის ოცი წელია ვმუშაობ თბილისის 61-ე საჯარო სკოლაში... მარგამ თანამედროვე ბავშვებს ნაკლებად უნდათ, იყვნენ მასწავლებელები, მე კი, როგორ უჩვეულოდაც უნდა ჟღერდეს, მომწონს, როდესაც ვინმეს რამეს ვასწავლი, ეს ჩემი შინაგანი სურვილი იყო და შემთხვევითი ნამდვილად არ არის, მასწავლებელი რომ ვარ. ოჯახიც დადებითად შეხვდა ჩემ არჩევანს, პროფესია იმ პერიოდში ავირჩიე, როდესაც ძალიან პოპულარული იყო

- თუმცა ისეთი პერიოდიც გვახსოვს, როდესაც მასწავლებლის ავტორიტეტი დაეცა...

- ავტორიტეტს ადამიანი თვითონვე იქმნის, მაგრამ ფაქტია - დიდ გავლენას ახდენს საზოგადოებრივი აზრი, იყო პერიოდი, როდესაც ნამდვილად გაუფასურდა ჩვენი პროფესია, ავტორიტეტი შეელახა. ძალიან რთულია, როდესაც მშობელი შვილს უშვებს სკოლაში იმ ადამიანებთან საურთიერთობოდ, რომელთაც ავტორიტეტი არ გააჩნიათ. ახლა განწყობა რადიკალურად შეცვლილია - მას შემდეგ, რაც საუკეთესო მასწავლებლის სტატუსი მიენიჭათ, მოხდა  წარმატებული პედაგოგების აფიშირება და ამან მასშტაბური ხასიათი მიიღო. ერთი რამ კი გულდასაწყვეტია - ქიმიის მასწავლებელი გახლავართ და საბუნებისმეტყველო საგნებს სკოლებში პრობლემა აქვთ.

- რას გულისხმობთ?

- გაცილებით მეტი ძალისხმევა მჭირდება, ვიდრე სხვა საგნების მასწავლებლებს და რაც უნდა ვისაუბროთ, რომ გამოცდები არ განაპირობებს მოტივაციას, მე საპირისპირო აზრი მაქვს. მაქსიმალურად ვცდილობთ, დავანგრიოთ სტერეოტიპი, ქიმია, ფიზიკა რთული საგანია და ყველაფერს ვაკეთებთ, ბავშვებამდე ისე მივიტანოთ ეს საგნები, მათთვის მისაღები და გასაგები გახდეს.

- ქალბატონო იამზე, რამ განაპირობა ასეთი დამოკიდებულება საბუნებისმეტყველო საგნებისადმი?

- პირველ რიგში, მიიჩნევენ, რომ საბუნებისმეტყველო საგნები რთულია; გარდა ამისა,  ეს საგნები დაკავშირებულია ექსპერიმენტებთან და იყო პერიოდი როდესაც სამივე საბუნებისმეტყველო საგნის ბაზები სკოლებში გაერთიანდა, ზოგან კი საერთოდ მოიშალა. ლაბორატორიები აღარ არსებობდა... მადლობა ჩვენი სკოლის დირექციას, ხელმძღვანელობას ჩვენ მსგავსი გამოწვევის წინაშე არ ვყოფილვართ, თუმცა ამ ყველაფერმა განაპირობა ინდიფერენტული დამოკიდებულება საბუნებისმეტყველო საგნებისადმი. ფაქტია - ექსპერიმენტების გარეშე რთული იქნება ბავშვების დაინტერესება და გარდა ამისა, როდესაც საგანი არ ბარდება ეროვნულ გამოცდებზე, ამას ემატება საატესტატო გამოცდების გაუქმება, უნდა ვაღიაროთ, რომ ბავშვების მოტივაცია შემცირდა. ქიმია საინტერესოა მათთვის, ვინ სამედიცინო განათლების მიღებითაა დაინტერესებული.

- თავად არ გიფიქრიათ, სამედიცინო განათლების მიღებაზე?

- მართლაც ვფიქრობდი ამ განხრით წავსულიყავი, მაგრამ მაშინ ძალიან დიდი კორუფცია იყო და 7-8 წელი უწევდათ სწავლა...

- და აღმოჩნდით განათლების სისტემაში. რეფორმას როგორ შეაფასებდით?

- ეროვნული გამოცდები რომ დაინერგა, ჩემი შვილი აბიტურიენტი იყო და უბედნიერესი გახლდით,  კორუფცია რომ აღარ არსებობდა და ბავშვს შეეძლო, თავისი ცოდნა წარმოეჩინა; ასევე წარმატებით ჩავაბარე სასერტიფიკაციო გამოცდები და ეს ყველაფერი მოგვცა განათლების რეფორმამ; ჩვენი სკოლა  ასევე ჩართულია ახალი სკოლის მოდელში და ვფიქრობ, უდიდესი პერსპექტივა აქვს ამ პროექტს. ბავშვების მოტივაციაზეც დადებითად აისახება და სურვილი გაუჩნდებათ, მიიღონ ცოდნა.

- კორუფცია რამდენჯერმე ახსენეთ...

- სამწუხაროდ, ეს იყო ერთადერთი მიზეზი, რის გამოც სამედიცინოზე არ ჩავაბარე. სწორედ ამან შემიშალა ხელი და დღეს, ბედნიერი ვარ, ეს პრობლემა აღარ არსებობს.

- ქალბატონო იამზე, ოჯახზეც გვიამბეთ.

- მყავს მეუღლე და ერთი შვილი, რომელმაც ეკონომიკის ფაკულტეტი დაამთავრა, ასევე მაგსიტრატურაც, დოქტორანტურაც და რამდენად შეიძლება შვილი აქო, ამაყი ვარ, რომ ასეთი  მშრომელი ადამიანია.

- თქვენი მოსწავლეებით თუ ამაყობთ ხოლმე?

- ერთ მაგალითს გეტყვით -  რამდენიმე წლის წინ, ჩვენი სკოლა დაამთავრა სალომე უროტაძემ, რომელიც ნობელის პრემიაზეა წარდგენილი. სალომე ჩემი მოსწავლე იყო და მინდა, გითხრათ, სკოლას ხშირად აცდენდა. რას ვიზამთ, ნიჭიერ ადამიანებს გარკვეული თავისებურებები ახასიათებთ. თუმცა როდესაც სკოლაში მოვიდოდა, განვლილი მასალა სრულად და გააზრებულად იცოდა. ვურჩევდი, სამედიცინო განათლება მიეღო, თუმცა მან მეცნიერება არჩია და მისით ძალიან ვამაყობ... ზოგადად, ჩემი მოსწავლეებით ყოველთვის ვამაყობ და კმაყოფილი ვარ, ქიმია სკოლის დასრულების შემდეგაც პოზიტიურად ახსენდებათ. ამას სულ მეუბნებიან და მეც ვგრძნობ განწყობას. საბოლოო მიზანი ხომ მხოლოდ აკადემიური ცოდნის მიღება კი არა, პიროვნული თვისებებისა და ღირებულებების ჩამოყალიბებაა. ყოველი საგანი თავის კვალს ტოვებს ამ ღირებულებების ჩამოყალიბებაზე; ვფიქირობ, ჩემმა საგანმაც მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ამ ადამიანებზე და ამით ნამდვილად ვამაყობ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

სიახლეები

„მზეებისა და იების ენა“ - გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში კალიგრაფიის კონკურსი გაიმართა 

მედალოსანი მოსწავლეების მონაცემთა რეპორტის ნახვის ინსტრუქცია და დეტალები - დირექტორებისა და პედაგოგების საყურადღებოდ

ზოგადი და უმაღლესი განათლების შესახებ კანონებში მორიგი ცვლილებები შედის - დეტალებზე საკანონმდებლო ორგანოში იმსჯელებენ

სკოლის ფორმების ფასზე მინისტრმა ისაუბრა - ვინ მიიღებს უფასოდ და რა პირობით - განმარტებები

განათლების სფეროს წარმომადგენლები, რომელთაც მეორე სამსახურში დასაქმების შეზღუდვა ეხსნებათ

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები

განძის N2 საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასების პედაგოგის, ლილით ლულუკიანი ინიციატივით საინტერესო აქტივობა ჩატარდა 

კალიგრაფიის კონკურსმა მოსწავლეთა დიდი ინტერესი და აქტიური ჩართულობა გამოიწვია

 „შენ ხარ ვენახი, ზეიმივით მშვენიერი ხარ“ - ქვენობნის საჯარო სკოლაში ქართული ენისადმი მიძღვნილი ღონისძიება  გაიმართა

ლასურიაშის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კარიერული არჩევანის მხარდამჭერ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა 

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება