სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გეზათის საჯარო სკოლა

გეზათის სკოლის მოსწავლეებმა პროექტ ''ფანტაზია და მარჯვე ხელების'' ფარგლებში სხვადასხვა აქტივობა განახორციელეს
10-07-2017
-
+


გეზათის სკოლაში პროექტი ''ფანტაზია და მარჯვე ხელები'' განხორციელდა. პროექტის იდეა იყო ტრანსპორტით მოსარგებლე მოსწავლეების თავისუფალი დროის ორგანიზება, ხოლო მიზანი შემოქმედებითი და მარტივი შრომითი უნარ-ჩვევების განვითარება მოსწავლეებში. 

პროექტში I-VI კლასის მოსწავლეები იყვნენ ჩართულები. პროექტის ფარგლებში საინტერესო აქტივობები განხორციელდა. მოსწავლეები სხვადასხვა მასალაზე მუშაობდნენ, განსაკუთრებით აღსანიშნავია მეორადი რესურსების გამოყენებით შექმნილი ნაკეთობები.

პროექტს მასწავლებლები ზაირა რევაზიშვილი და ირმა ჯიბლაძე ხელმძღვანელობდნენ. 

''პროექტის მოსალოდნელი შედეგები არის ის, რომ მოსწავლეები გაკვეთილების შემდგომ თავისუფალ დროს რაციონალურად გამოიყენებენ. თავისუფალი დროის სწორად ორგანიზება კი ძალიან მნიშვნელოვანია. აუცილებელია, რომ მოსწავლეები ადრეული ასაკიდან უნდა შეეჩვიონ დროის განაწილებას,'' - აღნიშნეს მასწავლებლებმა.

პროექტის დასასრულს მოეწყო მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა. პროექტი დადებითად შეფასდა.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლის საიმიჯო, 120 წამიანი კლიპის გადაღება 220 ათასი ლარი დაჯდა - დეტალები

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„საქართველოში გახშირებული უფასო ოლიმპიადების დიდი ზიანი - სამწუხაროდ, არაპროფესიონალები ამ სისტემაშიც შემოიჭრნენ“

რა შემთხვევაში მოგიწევთ 150 ლარის გადახდა გამოცდებზე რეგისტარციისას

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეებთან ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბება“

„ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, განათლების ნებისმიერი მოდელი მხოლოდ მაშინ იქნება სრულყოფილი, როდესაც ის თანაბრად ხელმისაწვდომი გახდება ყველა მოსწავლისთვის“

ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეებისათვის თანამედროვე, ავტომატიზებული საწარმოო ხაზებისა და მინერალური წყლის წარმოების ტექნოლოგიური პროცესების გაცნობა
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება