სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რჩევები აბიტურიენტებს, რომლებიც სახელოვნებო/სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებზე აბარებენ - სად და როდის გაივლიან დადგენილ კონკურსს?
05-04-2020
-
+


შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სახელოვნებო - შემოქმედებით და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩასარიცხად აბიტურიენტისათვის სავალდებულოა როგორც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი კონკურსის გავლა, ასევე ცენტრის მიერ განსაზღვრული სამი სავალდებულო საგნის (ქართული ენისა და ლიტერატურის და უცხოური ენის)  ჩაბარება.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, დააწესოს დამატებითი გამოცდა შემდეგ საგანში/საგნებში: ისტორია ან/და მათემატიკა.

მათემატიკაში/ისტორიაში დამატებითი გამოცდის დაწესების შემთხვევაში, აბიტურიენტი ვალდებულია, პროგრამაზე ჩარიცხვის მიზნებისათვის, ჩააბაროს აღნიშნული გამოცდაც.

სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოსაპოვებლად აბიტურიენტი ვალდებულია ჩააბაროს: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა და მათემატიკა ან ისტორია. თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება არ დააწესებს დამატებით გამოცდას (მათემატიკა/ისტორია), აბიტურიენტი უფლებამოსილია სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების მიზნებისათვის ჩააბაროს ერთერთი მათგანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით.

სად და როდის გაივლიან აბიტურიენტები სახელოვნებო/სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებისათვის დადგენილ კონკურსს? – „ნაეკის“ განმარტებით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე ჩაატარებენ კონკურსს (შემოქმედებით და სასპორტო ტურებს) და შესაბამისი ქულებით შეაფასებენ აბიტურიენტებს.

ამ ინფორმაციას დადგენილ ვადაში მიაწვდიან შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს. კონკურსის სახელწოდებებსა და ინფორმაციას მათი ჩატარების ვადებისა და პროცედურების შესახებ გამოაქვეყნებენ თავად უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ჩარიცხვები გამოქვეყნდა - 2026 წელს სტუდენტი 34150 აბიტურიენტი გახდა 

10-საათიანი ზღვარი და ვაკანტური საათების გადანაწილება - რა მითითებებს აძლევენ სკოლებს

„პედაგოგების საგამოცდო შედეგები არადამაკმაყოფილებელი იყო, ამიტომ ცვლილებები გადავადდა“

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
ლესიჭინეს თემის N2 საჯარო სკოლა დირექტორს, რუსუდან ლაშხიას დაბადების დღეს ულოცავს 
 

სკოლა „ანაბასისის“ VII ბ კლასმა ფიზიკის გაკვეთილი კვლევით გამოცდილებად აქცია

„ანაბასისის“ მოსწავლეებმა ძამას ხეობაში საგანმანათლებლო ექსკურსია მოაწყვეს

წმინდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეების დაუვიწყარო საზაფხულო დღეები თრუსოს ხეობის ბანაკში 

ქობულეთის წმინდა კირიონ II-ის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში საზაფხულო ბანაკი ღონისძიებით გაიხსნა, რომელიც პატრიარქ ილია II-ის ხსოვნას მიეძღვნა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება