სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გეზათის საჯარო სკოლაში პროექტი - „ჩემი ვეფხისტყაოსანი“ განხორციელდა
02-03-2020
-
+


აბაშის მუნიციპალიტეტის, გეზათის საჯარო სკოლაში პროექტი - „ჩემი ვეფხისტყაოსანი“ განხორციელდა.

მასში V-IX კლასის მოსწავლეები, კლასის დამრიგებლები, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ლოლა ქურასბედიანი, სკოლის ბიბლიოთეკარი, სოფიო ჯიბლაძე და სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარე, არჩილ გაბუნია, ჩაერთვნენ.

პროექტის ხელმძღვანელი სახელმწიფო ენის კათედრის თავმჯდომარე ქეთევან ვეკუაა.

პროექტის ფარგლებში კალიგრაფთა კონკურსი - „ხელმარჯვედ სცემდეს კალამსა, იხმაროს დიდი გმირობა“ ჩატარდა.

სკოლის დერეფანში მოეწყო ნახატების გამოფენა სათაურით - „ჩემი თვალით დანახული ვეფხისტყაოსნის გმირები“.

მოსწავლეებმა კედლის გაზეთი - „დიდი შოთას დიდი წიგნი“ გამოუშვეს.

პროექტის ფარგლებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტივობა იყო - „გადავწეროთ ვეფხისტყაოსანი“.

მოსწავლეებს, მშობლებსა და დაინტერესებულ პირებს შეეძლოთ გადაეწერათ პოემა სიუჟეტის დაცვით, მკაფიო ლამაზი ხელით.

28 თებერვალს ჩატარდა ღონისძიება „ვეუფლებით სავეფხისტყაოსნე წერა-კითხვას“ მოსწავლეებმა წარმოადგინეს ნაწყვეტები და აფორიზმები პოემიდან.

პროექტი მნიშვნელოვანი იყო მოსწავლეებისათვის, ამაღლდა მოტივაცია, შეიქმნა თანამშრომლობითი გარემო მოსწავლეებს შორის, გაიზარდა მშობელთა ჩართულობა.

სკოლის დირექციამ პროექტის მონაწილეებსა და პროექტის ხელმძღვანელს გამოუცხადა მადლობა და გადასცა სიგელები.

„ვეფხისტყაოსნის“ პოპულარიზაციის მიზნით სკოლაში ყოველ წელს ტარდება მსგავსი ღონისძიება.

ამ ტრადიციას საფუძველი ქართული ენისა და ლიტერატურის ყოფილმა მასწავლებელმა, ენვერი შუბლაძემ,  ჩაუყარა.

იხილეთ ფოტოები და პროექტი ვრცლად

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები დაიწყო - ინსტრუქცია და რეკომენდაციები 

მასწავლებლის ახალი პროფესიული სტანდარტი დამტკიცდა - ვალდებულებები, მოთხოვნები, ცვლილებები

შარშან ადმინისტრაციას 10-ის ნაცვლად 20 პროცენტით გაეზარდა ანაზღაურება და მომდევნო წლის ბიუჯეტიც მზარდია

სკოლებს ახალი უფლებამოსილება მიენიჭათ - მინისტრის ბრძანება ძალაშია

12 ახალი კადრის მისაღებად კონკურსი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა გამოაცხადა - ვადები და დეტალები

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„მზად ვართ ახალი მწვერვალების დასაპყრობად და ველით დღეს, როდესაც სკოლის ეზოში პირველი ზარი დაირეკება“...

„განსაკუთრებით საამაყოა, რომ ამ საერთაშორისო შეფასების ნაწილი ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლაც იყო“
 
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება