| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

გეზათის სკოლაში ყოველი სასწავლო წლის დასასრულს ტრადიციულად ხორციელდება პროექტი ''ვკითხულობთ ვეფხისტყაოსანს''.
წელს ''ვეფხისტყაოსნის'' 850 წლისთავთან დაკავშირებით, განხორციელდა პროექტი ''ჩვენ რუსთაველის ქვეყნიდან ვართ''. პროექტს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ქეთევან ვეკუა ხელმძღვანელობდა. მასში მე-5-მე-8 კლასის მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულები, სახელმწიფო ენის კათედრის წევრები, კლასის დამრიგებლები.
მოსწავლეებმა თავიანთი სურვილით შეარჩიეს სტროფები და აფორიზმები ''ვეფხისტყაოსნიდან'', მოიძიეს ინფორმაცია პოემის ხელნაწერებისა და გამოცემების შესახებ.
ღონისძიების დღეს დარბაზში გამოიფინა ''ვეფხისტყაოსნის'' სხვადასხვა გამოცემა, შოთა რუსთაველის პორტრეტი და პლაკატი ''სიბრძნის საუნჯე''.
მოსწავლეები დაყოფილი იყვნენ ჯგუფებად, თითოეულ ჯგუფს სახელწოდებად შერჩეული ჰქონდა აფორიზმები ''ვეფხისტყაოსნიდან''.
ღონისძიება გაიხსნა გიორგი ლეონიძის ლექსით, რომელიც ''ვეფხისტყაოსანს'' ეძღვნება. თითოეული ჯგუფის წევრებმა ზეპირად წარმოადგინეს აფორიზმები და ნაწყვეტები პოემიდან.
განხორციელებულმა პროექტმა მაღალი შეფასება დაიმსახურა მშობლების, მოსწავლეებისა და დირექციის მხრიდან. დადებითად შეფასდა სახელმწიფო ენის კათედრის სხდომაზე.
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
მასწავლებლის საიმიჯო, 120 წამიანი კლიპის გადაღება 220 ათასი ლარი დაჯდა - დეტალები
„საქართველოში გახშირებული უფასო ოლიმპიადების დიდი ზიანი - სამწუხაროდ, არაპროფესიონალები ამ სისტემაშიც შემოიჭრნენ“
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეებთან ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბება“
„ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, განათლების ნებისმიერი მოდელი მხოლოდ მაშინ იქნება სრულყოფილი, როდესაც ის თანაბრად ხელმისაწვდომი გახდება ყველა მოსწავლისთვის“
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება