| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გუშინ დაფიქსრიდა. ვირუსის საქართველოს მოქალაქეს დაუდგინდა, რომელიც ირანიდან შემოვიდა.
შემთხვევას საზოგადოების არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა, ნაწილი ფაქტმა იმდენად შეაშინა, რომ საკვები პროდუქტებისა და პირბადეების დიდი მარაგის შეძენაზე ზრუნვა გვიან ღამითვე დაიწყო, ნაწილს კი იუმორისტული შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალება მიეცა. სოციალურ ქსელში კორონავირუსის შემოსვლას საკმაოდ მხიარული პოსტებითა და მიმებით გამოეხმაურნენ.
etaloni.ge გთავაზობთ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ყველაზე სასაცილო სტატუსებს, ვიდეოებსა და მიმებს.
ეს ვიდეო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია მათ შორის, რაც ამ თემაზე გავრცელდა. კადრებმა, სადაც ჩანს, როგორ შეაბრუნეს გაწერილი პაციენტი მედიკოსებმა უკან, ბევრი კარგ განწყობაზე დააყენა და პანიკის მიუხედავად, ცოტა ხნით მაინც დაავიწყდა საკითხის სერიოზულობა.
როგორც ყველა აქტიუალურ საკითხზე, ამ თემაზეც არ დააყოვნა ქართულმა სიტყვამოსწრებულობამ და სოციალურ ქსელში უამარავი ხუმრობანარევი სტატუსი დაიწერა: .jpg)
„ჩემს ფეიბუქზე იუმორინა 2020-ია, მამაშვილი კოროშვილი“
„ერთი ჩახველებით მოვივაჭრე მყისიერად სრულიად დახლები და სუპერ მარკეტები“;
„ვარ დედისერთა გოგო, სახლითა და 157 სპეციალური პირბადით“;
„გაატარე 2 დაუვიწყარი დღე იტალიაში და ჩვენ მას საჩხერეში დაგავიწყებთ“;
„ფრესკოში ჰიმნიც აღარ დატოვეს“.
მას შემდეგ რაც გავრცელდა ხმა, რომ კორონავირუსს ბავშვები ადვილად უმკლავდებიან, ვიდრე ზრდასრულები, ამ სასაცილო ფოტომაც არ დააყოვნა: 
კორონავირუსი არც გურულებს დარჩენიათ ყურადღების მიღმა და მათმა სხარტმა იუმორმაც ერთ-ერთი უკვდავი ფრაზა შემატა ამ ამბის გამოხმაურებებს.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ სხვა პოპულარულ გამოხმაურებებს თვალი გადაავლეთ ფოტოებში:
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
მასწავლებლის საიმიჯო, 120 წამიანი კლიპის გადაღება 220 ათასი ლარი დაჯდა - დეტალები
„საქართველოში გახშირებული უფასო ოლიმპიადების დიდი ზიანი - სამწუხაროდ, არაპროფესიონალები ამ სისტემაშიც შემოიჭრნენ“
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“
„ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, განათლების ნებისმიერი მოდელი მხოლოდ მაშინ იქნება სრულყოფილი, როდესაც ის თანაბრად ხელმისაწვდომი გახდება ყველა მოსწავლისთვის“
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება