სიახლეები
სამასწავლებლო

ერთი მასწავლებლისთვის რამდენიმე საგნის სწავლების უფლების მინიჭება - რას ფიქრობენ დირექტორები ცვლილებაზე?
18-02-2020
-
+


პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ბრძანებით, მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ტექნოლოგიების საგნობრივ ჯგუფის მასწავლებლებს გარკვეული საგნების სწავლის უფლება მიეცათ.

უფრო კონკრეტულად:

  • მათემატიკის მასწავლებელი უფლებამოსილია, იმავე ან/და სხვა საფეხურზე ასწავლოს ფიზიკა;
  • ტექნოლოგიების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნის/საგნების მასწავლებელი უფლებამოსილია, იმავე ან/და სხვა საფეხურზე ასწავლოს მათემატიკა ან/და ფიზიკა;
  • საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნის - ფიზიკის მასწავლებელი უფლებამოსილია, იმავე ან/და სხვა საფეხურზე ასწავლოს მათემატიკა ან/და ტექნოლოგიების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგანი/საგნები.

განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ცვლილების მიზანი სკოლებში მასწავლებლის არასაკმარისი რესურსის შევსებაა.

Etaloni.ge ამ საკითხზე სკოლის დირექტორებს დაუკავშირდა. გთავაზობთ მათ კომენტარებს:

შპს სკოლაორნატისდირექტორი ნათია ჩაკვეტაძე

„სამინისტროს აზრს ვეთანხმები, რადგან მართლაც დეფიციტია, განსაკუთრებით ფიზიკის მასწავლებლის. მეც გამიჭირდა მისი მოძიება. ვინც გვყავდა ადრე პედაგოგი, ფიზიკა-მათემატიკას ის ასწავლიდა, შემდეგ ისევ მას ვთხოვე და დავაბრუნე დიდი თხოვნა-მუდარის შემდეგ სკოლაში. საერთოდ მათემატიკის მასწავლებლები, როდესაც სწავლობენ ფაკულტეტზე, უმეტესად, ასახულია დიპლომში ფიზიკა-მათემატიკის მასწავლებელი და მგონი, არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, ფიზიკის მასწავლებელმა რომ მათემატიკა ასწავლოს ან პირიქით, მათემატიკის პედაგოგმა - ფიზიკა.“

ხულოს მუნიციპალიტეტის განახლების საჯარო სკოლის დირექტორი ლიანა ბოლქვაძე:

„მე სწორ გადაწყვეტილებად მიმაჩნია. რამეთუ ძალიან ჭირს ფიზიკის, მათემატიკის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მასწავლებლების კადრები და ვემხრობი ამ ცვლილებას. ნამდვილად, დროული იყო. ვფიქრობ, პედაგოგებიც გაართმევენ თავს. უმეტესად, მასწავლებელს დამთავრებული აქვს ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. ადრე იყო ეს ფაკულტეტი გაერთიანებული და მგონი, პრობლემა არ შეექმნებათ. მე პირადად ყველა სპეციალობის მასწავლებელი მყავს, არ მაქვს პედაგოგების დეფიციტი. მათემატიკის მასწავლებლები თავისი სპეციალობით ასწავლიან, ფიზიკისა ცალკე მყავს, მაგრამ არის სკოლები სოფლებში, სადაც კადრები ძალიან ჭირს, ამიტომ სწორი გადაწყვეტილებაა".

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის N1 საჯარო სკოლის დირექტორი კახაბერ ფიფია:

„ეს პედაგოგზეც არის დამოკიდებული. ჩვენთან არის მასწავლებელი, რომელიც ფიზიკასაც ასწავლის და მათემატიკასაც და არის უბრწყინვალესი ორივე საგანში. სხვა პედაგოგებიც მყავს, რომლებსაც აქვთ შესაძლებლობა, ასწავლონ ორივე საგანი, მაგრამ ისინი მათემატიკის მიმართულებით მუშაობენ. ჩვენს სკოლაში არ არის ამ საგნების პედაგოგების დეფიციტი. მენტორი მყავს ფიზიკის პედაგოგი, მათემატიკას კი წამყვანი პედაგოგები ასწავლიან“.

ხულოს მუნიციპალიტეტის მეკეიძეების საჯარო სკოლის დირექტორი თემურ მიქელაძე:

„ჩვენს სკოლას არ ჰქონია ფიზიკა/მათემატიკის პედაგოგების ნაკლებობა, მაგრამ რომ გადავხედოთ სხვა სკოლებს, ძალიან დიდი დეფიციტია ფიზიკის მასწავლებლების და ალბათ, ამის გამო მიიღეს ეს გადაწყვეტილება. ჩემთვის მისაღები სიახლეა. ჩვენს სკოლაში ფიზიკის მასწავლებელი ერთია, თუმცა მას საათები არ აქვს ბევრი და პედაგოგის საჭიროებაც არ გვაქვს“.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ონარიის საჯარო სკოლის დირექტორი სოფიკო ავალიანი:

„თუ პედაგოგები „ეროვნულ სკოლას“ გაივლიან, რატომაც არა. ჩემთან ფიზიკა/მათემატიკის მასწავლებლების დეფიციტი არ არის და ამ საკითხზე არ მიფიქრია, მაგრამ მახსოვს, ჩემს ბავშვობაშიც კი ფიზიკოსები წარმატებით ასწავლიდნენ მათემატიკას, მაგრამ პირიქით - ცოტა საეჭვოა. ამიტომ თუ „ეროვნული სკოლა“ ამას იტვირთავს, მაშინ მივესალმები. მათემატიკოსი ფიზიკოსად რომ შევიდეს კლასში, არ მიმაჩნია სწორად, მაგრამ „ეროვნული სკოლის“ მასწავლებლები, რამდენიც მე ვნახე, საკმაოდ წარმატებით ასწავლიან და კარგი კადრები არიან“.

შუახევის მუნიციპალიტეტის შუბნის საჯარო სკოლის დირექტორი  ემზარ ჯუმუშაძე:

„ნამდვილად დროული გადაწყვეტილებაა, მითუმეტეს მთის მცირეკონტიგენტიანი სოფლებისთვის, იმიტომ რომ დღესდღეობით მართლაც არის კადრების დეფიციტი როგორც ფიზიკის, ისე მათემატიკის მიმართულებით. ჩვენი სკოლა მცირეკონტიგენტიანია. მართლია, ახლა ახალი კადრების საჭიროება არ გვაქვს, მაგრამ ადრე გვქონდა კადრების დეფიციტი. საკმაოდ დიდი პრობლემის წინაშეც კი აღმოვჩენილვართ, რადგან რამდენჯერმე ვაკანსიის გამოცხადების შემდეგაც კი ვერ ვნახეთ კადრი“.

სერგო ჯაიანის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის ხიხაძირის საჯარო სკოლის დირექტორი არჩილ ხალვაში:

„მე თვითონ ვარ ფიზიკოსი სპეციალობით, კომპეტენცია დავადასტურე მათემატიკაშიც და ორივე საგნის სწავლების უფლება მაქვს. ფიზიკა, მართალია, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს მიაკუთვნეს, მაგრამ ფიზიკა-მათემატიკა განუყოფელი საგნებია. 15 საათის აღებისას პედაგოგი არ იქნება ზედმეტად დატვირთული. რა თქმა უნდა, მასწავლებელზეა დამოკიდებული ყველაფერი, მაგალითად, კი ჩავაბარე გამოცდა, მაგრამ ჩემს მუშაობაზეც ხომ არის დამოკიდებული?! ჩვენს სკოლას არ ჰქონია პედაგოგების დეფიციტი, მათემატიკის და ფიზიკის საათები ათვისებულია.“

იხილეთ: 
მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ცვლილებებია - რისი უფლება ენიჭებათ პედაგოგებს?


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, 2026 წლის 2 მარტიდან პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ლიკვიდირებულია

მანდატურის სამსახურმა ვაკანსია 64 ახალი კადრის მისაღებად გამოაცხადა 

აბიტურიენტების საყურადღებოდ - წელს ასტროლინგვისტიკისა და ასტროარქეოლოგიის პროგრამაზე ვეღარ ჩააბარებთ

ცვლილებაა - უმაღლესებში მისაღებ სტუდენტთა რაოდენობა და პროგრამების ჩამონათვალი განახლდა

პიროვნება

etaloni.ge-სთან  ​ბლიც-ინტერვიუში პედაგოგი საუბრობს პრაქტიკულ მიდგომებზე - თუ როგორ ვასწავლოთ მოსწავლეს პასუხისმგებლობა, ვუბიძგოთ წარმატებისკენ...

 

 

etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში პედაგოგი გვიზიარებს საკუთარ ხედვას, თუ უნდა ვასწავლოთ მოსწავლეს პასუხისმგებლობა, ვუბიძგოთ წარმატებისკენ

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხანდაკის საჯარო სკოლის მასწავლებელი ლალი მურადაშვილი პასუხობს

სკოლები

ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში 25 თებერვალს დაშვებული იყო სახელმწიფო დროშები

22 თებერვალს, მოსწავლეებმა მოინახულეს სოფელ ლიხაურში დიდი ექვთიმე თაყაიშვილის მუზეუმი

ღონისძიება მუსიკალურად გააფორმეს საქართველოს საპატრიარქოს თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებმა

შიდასასკოლო საფრენბურთო შეჯიბრებაში ერთმანეთს მე-9 და მე-10, მე-7 და მე-7 კლასების მოსწავლეები შეხვდნენ

საინტერესო

პირველი ქვეყანა, რომელმაც 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური მედიის გამოყენება აკრძალა

შესვენების დროს მთავარი წესი ტექნოლოგიებისგან სრული გამოთიშვაა

სიახლეები
საზოგადოება