სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო , რჩევები

როგორ მიიღებთ დამატებით შემოსავალს მასწავლებლები? - დისტანციური სამსახურები, რომლებზეც უარი არ უნდა თქვათ
20-02-2020
-
+


თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, თავისუფლად შეიძლება მასწავლებლებს სკოლაში მუშაობის პარალელურად  დამატებითი სამსახური გქონდეთ. 

„ეტალონი“ ამ სამსახურების რამდენიმე შესაძლო ვარიანტს გაგაცნობთ.

ტესტების გამსწორებელი

შეგიძლიათ თქვენი საგნის შესაბამისად გამოცდების ტესტები შეასწოროთ. ეს შეიძლება იყოს ეროვნული თუ საერთაშორისო გამოცდები. ამისთვის საგამოცდო ცენტრებს უნდა დაუკავშირდეთ და თქვენი კანდიდატურა შესთავაზოთ. 

ონლაინ მასწავლებელი

ონლაინ სწავლება პედაგოგებისთვის ერთ-ერთი კარგი ვარიანტია, რადგან ბევრ მოსწავლეს, დამატებით მომზადების სურვილის შემთხვევაში, სახლიდან სწავლა ურჩევნია, ვიდრე ჯგუფებში სიარული. თანაც ონლაინ გაკვეთილების ანაზღაურება ნამდვილად დამაკმაყოფილებელი შეიძლება იყოს.

ბლოგერი

ბლოგერებს ინტერნეტ გამოცემები ხშირად ეძებენ. საინტერესოდ თუ წერთ, ეს საქმე თქვენთვისაა.

ონლაინ ტუტორი

კომპიუტერული მეცნიერებების სპეციალისტებისთვის ონლაინ ტუტორობა ძალიან კარგი გზაა დამატებითი შემოსავალი მიიღოთ. სკაიპი და სხვა კომპიუტერული პროგრამები თქვენს მუშაობას გაამარტივებს.

ონლაინ ინსტრუქტორი

დამხმარე მასწავლებლობა ბევრად უფრო მარტივი და მომგებიანი სახლიდან მუშაობის დროს არის. ასე რომ, ამ შესაძლებლობაზე უარს ნუ იტყვით.

ქოუჩი

წერითი უნარების ნაკლებობა ბევრი ადამიანისთვის ერთ-ერთი პრობლემური საკითხია. თქვენ თუ წერის კარგი უნარები გაქვთ, შეგიძლიათ მოსწავლეები, სტუდენტები ან კორპორატიული ჯგუფები წერაში მოამზადოთ.

კურიკულუმის შემქმნელი

კლასი რომ თეატრი იყოს, კურიკულუმის შემქმნელი/კურიკულუმის ექსპერტი დრამატურგი გამოდის, რომელიც ისტორიას ქმნის და დიალოგს წერს. კურიკულუმის ექსპერტობით სხვა პედაგოგების დახმარება და შეფასებების გაკეთება სახლიდანაც შეგიძლიათ.

სასწავლო პროგრამებით მომმარაგებელი

წლების განმავლობაში შემუშავებული სასწავლო პროგრამები თუ დაგიგროვდათ, რატომ არ გაუზიარებთ მათ სხვებს? რატომ არ აქცევთ თქვენს დაგროვილ შრომას შემოსავლის წყაროდ? შეგიძლიათ თქვენი საგაკვეთილო გეგმა, აქტივობები, იდეები საკლასო ღონისძიებებზე და ა.შ. დამატებით შემოსავლის წყაროდ აქციოთ.

მწერალი/რედაქტორი

პედაგოგებისთვის საგანმანათლებლო თემებზე სტატიების დაწერა საინტერესო უნდა იყოს. ასევე, შესაძლოა ამა თუ იმ ვებსაიტის რედაქტორად საათობრივად იმუშაოთ.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ეროვნული სასწავლო გეგმით, სკოლებში სავალდებულო საგანი დაემატა - მინისტრის ბრძანება ძალაშია

შერჩეულ პედაგოგებს ხელფასს მასწავლებლის სახლიც გადაუხდის და სკოლაც - განაცხადის ვადები და დეტალები 

თითო მოდული 10-12 მოსწავლესა და ერთ მასწავლებელზე უნდა იყოს გათვლილი - ცნობილია, ვინ ააწყობს სკოლებს

საჯარო სკოლის დირექტორების გამოცდებთან დაკავშირებით მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა 

პიროვნება

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სელნურ ბაირამოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, სტუმრები ერთი კვირის განმავლობაში მონაწილეობენ სასწავლო პროცესში

„გვჯერა, მაღალი აკადემიური თუ აღზრდითი შედეგების მიღწევა მხოლოდ მჭიდრო, პარტნიორული თანამშრომლობითაა შესაძლებელი“

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება