სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ყველა დარღვევა, რაც „მწვანე სკოლაში“ სახელმწიფო ინსპექტორმა გამოავლინა - უწყებამ განათლების სამინისტროს მიმართა
08-02-2020
-
+


სახელმწიფო ინსპექტორმა 15 წლის ლუკა სირაძესთან მიმართებაში „მწვანე სკოლის“ მხრიდან პერსონალური მონაცემების შესახებ კანონის დარღვევა დაადგინა და სკოლას ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დააკისრა. ამასთან, ინსპექტის აპარატი აღნიშნავს, რომ სკოლაში გამოვლენილი სხვა დარღვევების გამო განათლების სამინისტროს მიმართავს.

„გამოძიების მიმდინარეობის პარალელურად, პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის მიზნით, სახელმწიფო ინსპექტორის 2019 წლის 18 დეკემბრის ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „თბილისის მწვანე სკოლის“ შემოწმება.

სახელმწიფო ინსპექტორის 2020 წლის 6 იანვრის გადაწყვეტილებით შპს „თბილისის მწვანე სკოლას“ დაეკისრა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა პერსონალური მონაცემების კანონის დარღვევით დამუშავებისთვის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე, 46-ე და 48-ე მუხლების საფუძველზე. შემოწმების შედეგად, სხვა დარღვევებთან ერთად, დადგინდა, რომ სკოლაში არ იყო განთავსებული ვიდეოთვალთვალის მიმდინარეობის შესახებ შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშნები; ვიდეოთვალთვალი ხორციელდებოდა ჰიგიენისთვის განკუთვნილ ადგილებში (კერძოდ, საპირფარეშოსთვის გამოყოფილი ოთახის შესასვლელ სივრცეში, სადაც განთავსებულია ე.წ. ,,კაბინები“); ვიდეოთვალთვალის სისტემის მეშვეობით მონაცემთა დამუშავებისას სკოლის მიერ არ იყო მიღებული მონაცემთა უსაფრთხოების დასაცავად სათანადო ზომები; სკოლის მიერ შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მოხდა ვიდეოჩანაწერების გამჟღავნება.

როგორც სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიების, ასევე შპს „თბილისის მწვანე სკოლის“ შემოწმების ფარგლებში გამოვლინდა გარემოებები, რომლებიც მიუთითებს სკოლის მხრიდან არა მხოლოდ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, არამედ „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესების შესაძლო დარღვევაზე. კერძოდ, სკოლის ადმინისტრაციამ: სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას, პოლიციის თანამშრომლების მოსწავლეებთან გასაუბრების პროცესში მონაწილეობის მიღების მიზნით დროულად არ გამოიძახა კანონიერი წარმომადგენლები და არ დაასწრო ფსიქოლოგი; ერთ-ერთ მოსწავლეს წარუდგინა სკოლის ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები მისი ყოფილი კლასელის ამოცნობის მიზნით და არ უზრუნველყო მოსწავლეთა პირადი მიმოწერის ამსახველი ჩანაწერების დაცვა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მიმართა საქართველოს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს სკოლაში გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირების საკითხის გადაწყვეტის მიზნით“, - ნათქვამია სახელმწიფო ინსპექტორის განცხადებაში.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მოქმედი პედაგოგების საგამოცდო ბარიერი შეიცვალა - მინისტრის ბრძანება პრაქტიკოსებს ეხება

მასწავლებელთა საგნის გამოცდაზე გამოყენებული ტესტი გამოქვეყნდა 

ცვლილება ეროვნული გამოცდების ჩატარების წესში - დეტალები და ვადები

17 წლამდე მოზარდები ელექტროსკუტერებით ვეღარ გადაადგილდებიან - შეზღუდვები მიქირავება-მიყიდვასაც ითვალისწინებს

ისტ-ის მასწავლებელთა საგამოცდო ტესტი ცნობილია 

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

ნახევარფინალში სკოლა წარადგინა კლუბის ლიდერმა, ელენე დიასამიძემ

„მადლობა თქვენ, ჩვენ კი გვიმრავლდეს ფერადი დღეები და წლები!“

„ვულოცავთ, სკოლის დირექტორს ამ მნიშვნელოვანი აღიარებას“

პროექტი მიზნად ისახავს მუნიციპალური ნარჩენებისა და მათთან დაკავშირებული დაბინძურების შემცირებას შავი ზღვის აუზის ქვეყნებში

 

 

პედაგოგის ნამუშევრებმა დამთვალიერებელთა და პროფესიონალთა დიდი მოწონება დაიმსახურა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება