| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

„პედაგოგი, რომელსაც ექნება 1800 ლარი ხელფასი და ჩვენს ნდობას ვერ გაამართლებს, ეს იქნება არა თავად მასწავლებლის, არამედ სისტემის ჩაფლავება“, - ამის შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ბერიკა შუკაკიძემ „მასწავლებელთა ეროვნული სკოლის“ კურსდამთავრებულებთან შეხვედრისას განაცხადა.
მისი თქმით, მასწავლებლის საშუალო ხელფასი წელიწად-ნახევარში 1800 ლარი იქნება, პედაგოგებისთვის ხელფასების ზრდა კი უფრო მეტ პასუხისმგებლობას ნიშნავს. განათლების სისტემაში მიმდინარე ცვლილებებიც სწორედ იმიტომაა საჭირო, რომ მასწავლებელს ჰქონდეს საჭირო ცოდნა და უნარ-ჩვევები.
როგორც ბერიკა შუკაკიძემ განმარტა, თანამედროვეობა მოითხოვს მასწავლებლის პროფესიაში ცვლილებების შეტანას, მაგალითად, თუ ადრე მასწავლებლები მხოლოდ საკუთარი საგნის „მშრალად“ სწავლას ითხოვდნენ მოსწავლეებისგან, ამჯერად საჭიროა, პედაგოგმა მოსწავლეები რეალური ცხოვრებისთვის მოამზადონ და სკოლაში ნასწავლი ცხოვრებაში გამოაყენებინონ.
„ბავშვმა უნდა ისწავლოს პრაქტიკულად რამის კეთება. კარგია საგნების სწავლება, მაგრამ ხშირად, თუნდაც კარგი მოსწავლე, სკოლის დამთავრების შედეგ სხვა რეალობაში აღმოჩნდება ხოლმე. მასწავლებლებმა უნდა მოამზადონ მოსწავლეები რეალური ცხოვრებისთვის“, - აღნიშნა ბერიკა შუკაკიძემ.
როგორც ბერიკა შუკაკიძემ აღნიშნა, მასწავლებლის დამოკიდებულება, რომ „ბავშვმა რა იცის, მე ვარ ავტორიტეტი“, არასწორია. მისივე თქმით, „ახალი სკოლის მოდელში“ ჩართულ ბავშვებს სკოლაში მისვლა უხარიათ, რადგან თანამედროვე მეთოდებით სწავლება ბევრად უფრო საინტერესოა.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ
მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა