| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ და ბუნებრივია, კარგად გვახსოვს უფროსების არგუმენტები, რატომ არ შეიძლებოდა ღამით კევის ღეჭვა ან თვალების განგებ დაელმება... შესაბამისად, ბევრ ბავშვს ეგონა, თუ „ნაძვის კევს“ შემთხვევით გადაყლაპავდა, ერთ დღეს მუცელში ნაძვი გაეზრდებოდა; თუ ვინმე ასლოკინებდა, აუცილებლად ისე უნდა შეეშინებინათ, სლოკინი კი არა, საკუთარი სახელიც დავიწყებოდა... აღარაფერს ვამბობთ იმაზე, ხვლიკის კუდი სათვალისთვისთვის რომ უნდა წაესვათ და კიდევ უამრავი მითი, რომელიც ჩვენმა ბებია-ბაბუებმა განგებ შექმნეს.
წლების შემდეგ, მეცნიერებმა ამ დეზინფორმაციას საფუძვლიანი არგუმენტები დაუპირისპირეს და Etaloni.ge რამდენიმე მათგანზე გაამახვილებს ყურადღებას. 
ჭამის შემდეგ ცურვა კუნთის კრუნჩხვას იწვევს
ეს მოსაზრება რეალობას არ შეესაბამება, რადგან ჭამის შემდეგ სისხლი საჭმლის მომნელებელი სისტემიდან პირდაპირ კუნთებს მიეწოდება; რაც განაპირობებს იმას, რომ თქვენ გექნებათ ნაკლები ენერგია, მაგრამ კრუნჩხვა ნამდვილად არ გემუქრებათ.
სტაფილო მხედველობას აუმჯობესებს
სინამდვილეში, სტაფილოს არ შეუძლია მოახდინოს გავლენა მხედველობის ხარისხზე. ფაქტია, ჩვენი ფოტორეცეპტორები უკეთ ვერ იმუშავებს მხოლოდ იმის გამო, სტაფილოს ან სხვა ბოსტნეულს თუ მივირთმევთ.
თვალს თუ დაიელმებ, ასე დარჩები!
ესეც მორიგი სიცრუე ჩვენი წინაპრებისგან. უოლტერ მოტლი, ცინცინატის უნივერსიტეტის ოფთალმოლოგიის კათედრის დოცენტი, ირწმუნება, რომ მსგავსი საფრთხე ბავშვებს არ ემუქრებათ. ასე რომ, მსგავსი საქციელის უზნეობას თუ არ ჩავთვლით, სხვა მავნებლობა თვალის დაელმებას არ ახასიათებს.
კევი თუ გადაგეყლაპა, 7 წელი კუჭში დარჩება!
ესეც მორგი მითია, რომელიც მან შექმნა, ვისაც კევის ღეჭვა სხვდასხვა მიზეზის გამო არ შეეძლო. სინამდვილეში კი, საღეჭი რეზინი, ისევე, როგორც სხვა პროდუქტი, ორგანიზმიდან სრულად გამოიდევნება.
უნდა შევაშინო, სლოკინი რომ გავუჩერო
სლოკინი, ესაა დიაფრაგმის სპაზმი, რომლეიც შიშის ფონზე ქრება. ეს მოსაზრებაც მცდარია და ტყუილად გვგონია - თუ ადამიანს ისე შევაშინებთ, მისი ყვირილი მეზობელ სახელმწიფოში ისმოდეს, ამით სლოკინს გავუჩერებთ. ასე რომ, გულს ნუ გაუხეთქავთ ადამიანებს.
ხელის გატკაცუნება ართრიტს იწვევს
ესეც მორიგი ტყუილია უზნეობის აღსაკვეთად - ხელის გატკაცუნებისას, სახსრებიდან უბრალოდ ჰაერი გამოიდევნება და მეტი არაფერი. 
საბნის ქვეშ კითხვა აბრმავებს
ეს მოსაზრება სიმართლეს რაღაც დოზით მაინც რომ შეესაბამებოდეს, მაშინ ყველა ჩვენი წინაპარი, რომელიც ჯერ კიდევ იმ პერიოდში კითხულობდა ლიტერატურას, როცა ელექტროენერგია არ იყო, უნდა დაბრმავებულიყო.
შაქარი იწვევს ჰიპერაქტიურობას ბავშვებში
ჯერჯერობით დამტკიცებული არ არის შაქრის ზემოქმედება ბავშვების ქცევაზე. ასე რომ, თქვენი შვილის მოჭარბებულ ენერგიას, მხოლოდ შაქარასაც ნუ დააბრალებთ.
თბილი რძე დაძინებაში გვეხმარება
კლინიკური ფსიქოლოგის, მაიკლ ბერუსის თქმით, რომელიც ძილის დარღვევებზე სპეციალზდება, რძე ნამდვილად შეიცავს ტრიპტოფანს (რაც დაძინებაში გვეხმარება), მაგრამ იმდენად მცირე დოზით, რომ ტკბილი ძილისთვის მოგვიწევს ათობით ლიტრი რძის დალევა.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება
ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი