სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჩაისუბნის სკოლის საინტერესო 2016-2017 სასწავლო წელი
23-06-2017
-
+


ჩაისუბნის სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში უამრავი კონკურსი, პროექტი თუ სხვა საინტერესო ღონისძიება ტარდება. 

გთავაზობთ სკოლაში ჩატარებული აქტივობების ჩამონათვალს:

მოსწავლეების თემამ პროექტში „მთას ვუბრუნდებით შვილები“ მე-5 ადგილი მოიპოვა და ფასიანი საჩუქრებითაც დაჯილდოვდა. 

სკოლამ მონაწილეობა მიიღო სასკოლო ინიციატივების წახალისების ქვე-პროგრამაში, რომელშიც წარმოდგენილი იყო ორი პროექტი: „ჯანსაღი ცხოვრების წესი“ და „მშობელთა ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში''.

სკოლამ მონაწილეობა მიიღო ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატში „ეტალონი“. ინტელექტ-შეჯიბრში მონაწილე მოსწავლეებს სიგელები გადაეცათ. 

სკოლა ჩართულია მასწავლებელთა პროფესიული  განვითარების ტრენინგ -კურსები STEM-ის საგნებში. 

სკოლის დირექტორი მონაწილეობას იღებს „ლიდერობის აკადემია 1“ ტრენინგებში. 

სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ „ესეების“ კონკურსში თემაზე: „წიგნი,რომელმაც შემცვალა“

მოსწავლეები ხშირად სტუმრობენ რაიონის ბიბლიოთეკას.

სკოლაში ჩატარდა ილუსტრაციების კონკურსი, აღინიშნა 27 სექტემერი-სოხუმის დაცემის დღე.

ჩატარდა სასწავლო პროექტი თემაზე - ''სამშობლო, როგორც უფალი ერთია ქვეყანაზედა“. 

განხორციელდა პროექტი: „ვსწავლობთ არქეოლოგიის ანბანს“. ამ პროექტის ფარგლებში ჩატარდა დაზვერვითი სამუშაოები თემის გამგებელთან ერთად. 

მოსწავლეები მონაწილეობას იღებენ ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადასა და სამოქალაქო განათლების ოლიმპიადაში.

სკოლაში ჩატარდა სასწავლო-შემეცნებითი და გასართობი ღონისძიება, ღონისძიებაზე მუსიკალური ბენდი მოიწვიეს. 

სკოლაში რეგულარულად მიმდინარეოობს პროფორიენტაციის  გაკვეთილებისა და გასვლითი ღონისძიებების ჩატარება. ამ კუთხით ჩატარდა გაკვეთილი „ერთი დღე პროფესიაში''.

სკოლაში ჩატარდა დავით აღმაშენებლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება.

ჩაისუბნის სკოლის მოსწავლეებმა ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის მიერ ორგანიზებულ სპორტულ ღონისძიებაში მოიპოვეს რაიონულში პირველი ადგილი, ხოლო რეგიონალურში მეორე ადგილი.

სკოლაში აღინიშნა მსოფლიო მუზეუმების დღე.

მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ქართული ენის ფესტივალში „გახდი კეთილი ნების ელჩი“ და გადავიდნენ ფინალურ ტურში.

სკოლის მასწავლებლები პროფესიული განვითარების მიზნით რეგულარულად ესწრებიან სხვადასხვა ტრენინგ-მოდულებს. 

ასევე, ოზურგეთში შედგა შეხვედრა გიორგი კეკელიძესთან.

1 ივნისს აღინიშნა ბავშვთა დაცვის დღე.

ჩაისუბნის სკოლაში სასწავლო წლის დასასრულს პირველი და მეოთხე კლასების ღონისძიებები ჩატარდა. 

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება