TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

„რატომ თავი არ დაგრჩა“, „სემესტრის ბოლოს მე გავიცინებ“ - მასწავლებლის 4 ფრაზა, რომელიც ბავშვებს სწავლაში უშლის ხელს
10-02-2020
-
+


სკოლაში ხშირად მოსწავლეებს ვთხოვთ იმას, რაც მოსწავლის ასაკობრივი განვითარების თვალსაზრისით არაგონივრულია. მაგრამ კიდევ უფრო უარესია, როდესაც ჩვენ ვაიძულებთ აკეთონ ის, რასაც არასოდეს ვაიძულებთ ზრდასრულებსაც კი.

„სრული სიჩუმე“

ბევრ სკოლაში სიჩუმე კულტად არის ქცეული. მოსწავლეებს აიძულებენ ჩუმად იყვნენ დერეფანშიც კი. „სხვები ახლა სწავლობენ, ხელს ნუ უშლით“ - ხშირად უთქვამთ მოსწავლეებისთვის პედაგოგებს. მაგრამ პედაგოგები ხომ საუბრობენ დერეფნებში.

საჭიროა გავმიჯნოთ სიჩუმე, რომელიც საჭიროა დავალებების შესასრულებლად და სიჩუმე, როგორც მთელ კლასზე ტოტალური ძალაუფლების ელემენტი.

„დაჯექი წყნარად, ნუ წრიალებ“

ბავშვები დამოუკიდებელი პიროვნებები არიან. მათ სჭირდებათ ბევრი აქტივობა, მოძრაობა, კითხვების დასმა, გამუდმებით იკვლევენ და შეისწავლიან გარემოს - ისინი კოგნიტური, ფიზიკური და სოციალური განვითარების უზარმაზარ ეტაპზე არიან. ამაშია ბავშვობის არსი.

მასწავლებლები, რომლებსაც გაკვეთილზე გადაადგილების საშუალება აქვთ, ავიწყდებათ რომ ბავშვები გამუდმებით სხედან. ეს სრულიად დამღლელი პრაქტიკაა.

გახსოვდეთ, რომ კლასში რაც უფრო პატარები არიან ბავშვები, მით უფრო რთულია მათთვის ერთ ადგილზე ხანგრძლივი დროით გაჩერება. შეგიძლიათ მათ ცხოვრება გაუმარტივოთ - სხვადასხვა ფიზიკური აქტივობების დახმარებით, დაე ბავშვებმა მასალის დამახსოვრებისას იმოძრაონ. 

გააკეთეთ შესვენებები - მათ შორის საცეკვაო. შეგიძლიათ შეარჩიოთ ის საბავშვო სიმღერები, რომლებიც თქვენ მოგწონთ და საკმარისად დინამიურია.

უფლება მიეცით ბავშვებს ადგნენ (ხელის წინასწარ აწევის და თქვენი ნებართვის გარეშე) მაგალითად, თუ მათ უნდათ წიგნის აღება თაროდან. მინიმუმამდე დაიყვანეთ კლასიკური ლექციური ნაწილი.

„რატომ თავიც სახლში არ დაგრჩა?“

როცა გულმავიწყობაზე მიდგება საქმე პედაგოგები ნულოვანი ტოლერანტობით გამოირჩევიან. ხანდახან ავიწყდებათ, რომ მოსწავლეებიც ადამიანები არიან. 

იმ შემთხვევაშიც თუ ზედიზედ სამი დღე ერთი და იგივე ავიწყდებათ, ან მეათეჯერ სვამენ ერთსა და იმავე კითხვას, ღრმად ამოისუნთქეთ და მოთმინება მოიკრიბეთ.

„სემესტრის ბოლოს მე გავიცინებ“

ამ ფრაზის დავიწყება რთულია. მასწავლებლები ამ ფრაზით მოსწავლეებს „განკითხვის დღეს“ ახსენებენ და დასჯის გარდაუვალობაზე მიანიშნებენ. ამასთან, სთხოვენ გაკვეთილზე არ გაიცინონ. 

არსდროს დაგავიწდეთ, რომ ცნობისმოყვარეობა, ენთუზიაზმი და სწავლის სურვილი არანაირად არ არის დაკავშირებული კლასში სიჩუმესთან და სიწყნარესთან.

ნაცვლად ამისა შეეცადეთ მოსწავლეს სწავლის მოტივაცია გაუზარდოთ და აუხსნათ რომ ცოდნა არის ყველაზე მყარი კაპიტალი.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება